/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობათ, ჩემი ძმისშვილი არის უკვე 4 წლის, მგონი აქვს აუტისტური სპექტრის მოქმედებები, არის ძალიან ჯინიანი, არ თამაშობს არავისთან, არ ისმენს არავის ლაპარაკს, უჭირს მეტყველება, რაღააცეებს თავისით ჟღურტულობს, თავის თავში მესამე პირში იძახის (მაგ: როდესაც რამე თვითონ უნდა ამბობს მიეცის , ანუ თავის თავს მესამე პირში იხსენიებს, არის ჰიპერმოძრავი, როდესაც ისეთს არ გააკეთებ რაც თვითონ უნდა იწყებს კივილს და ტირილს, ბაღში ოთხი წლის ასაკში მივიყვანეთ იმიტომ რომ არ ჩერდებოდა არცერთ ბაღში. ეხლა ჩერდება მაგრამ პურის გარდა არაფერს არ ჭამს, ზოგადად ამოჩემებული აქვს რამდენიმე საჭმელი და იმას ჭამს ისიც რამეზე უნდა გადაატანიო ყურადღება და მაშინ აღებს მექანიკურად პირს. როდესაც დაუძახებ მოდი ან რამე არ მოდის, არც ისმენს. ბავშვებთან ვერ ურთიერთობს, თუ დედამისი არ არის მის გვერდში სულ ტირის. არის ვაჟი. რას მირჩევთ, უცხოურ საიტზე წავიკითხე რომ თითქოს კარგი იქნებოდა რამე შინაური ცხოველის ჩუქება მისთვის, რომელიც მის ქცევებს გააუმჯობესებდა. და ნამდვილად ასეა? ლეკვს ან კნუტს, ანდაც რამე ფრინველს ვუყიდიდი თუ ცოტათი მაინც დაეხმარებოდა გაუმჯობესებაში, რომელ ცხოველს მირჩევდით? დაგვყავს ლოგოპეტთანაც. ბაღში ყველას როცა სძინავს ეს არ იძინებს და ზის თავისთვის და თამაშობს მარტო

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

დავეხმაროთ ერთმანეთს

დავეხმაროთ ერთმანეთს
ალუბლისგან სასარგებლო წამლის დამზადება ყოფილა შესაძლებელი

ჩვეულებრივ, გაზაფხულობით აგარაკზე ხეებს ყოველთვის ვაჭრი ზედმეტ ტოტებს. ერთ დილით მეზობელთან საუბრისას გავარკვიე, რომ ალუბლის ხის ქერქისგან მეტად საჭირო და სასარგებლო წამლის დამზადება ყოფილა შესაძლებელი. წამალი განსაკუთრებით უხდება სახსრების ანთებას. ტკივილი, შეშუპება, მოძრაობისას დისკომფორტი, რაც დამახასიათებელია ართრიტისთვის, ადვილად ემორჩილება ამ წამლის მოქმედებას.

მოვაგროვე ალუბლის ხის მოჭრილი ტოტები, მოვაცილე კანი, გამოვაშრე და მისგან ნაყენი მოვამზადე. 2 კვირის განმავლობაში ვმკურნალობდი მაჯის სახსრის ანთებას და წამლის ეფექტიანობაში დავრწმუნდი. მარცხენა ხელის სახსარი, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა, საერთოდ აღარ მაწუხებს.

  • აიღეთ 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული და დანაწევრებული ალუბლის ხის ქერქი, დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი და 4-5 საათი გააჩერეთ, შემდეგ შემოდგით ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი. გაწურეთ. მიიღეთ 200 მლ დღეში 2-3-ჯერ.

სანდრო ირემაშვილი, ზესტაფონი

მარილების დაგროვებას ასე ვშველი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უკვე საკმაოდ ხანდაზმული ვარ, მაგრამ არ მინდა, ამას შევეგუო. ვიდრე შვილები მყავდა გასაზრდელი, საკუთარი ჯანმრთელობა არ მანაღვლებდა. როცა ისინი წამოიზარდნენ და მეც 50-ს გადავაბიჯე, მაშინ კი დაავადებებმა ერთბაშად შემახსენა თავი და მკურნალობაზე ფიქრიც აუცილებლობად მექცა. სწორედ ამ ასაკში გავიგე ჯანმრთელობის ჭეშმარიტი ფასი და საკუთარ თავზე ზრუნვაც დავიწყე. ყველაზე მეტად ქვედა კიდურების ტკივილი მაწუხებდა.

  • სიმძიმის გრძნობის გასაქარვებლად, ახლობლის რჩევით, ვატარებდი წინდებს, რომლებშიც ჩაფენილი მქონდა ვირისტერფას ახალი ფოთლები. წინდებს ისე ვივსებდი ფოთლებით, რომ მთელი ტერფი დაეფარათ და ასე დავდიოდი მთელი დღე. ძილის წინ თბილ აბაზანას ვიღებდი, რომლის შემდეგაც მსუბუქად ვიზელდი მთელ ტერფს ისეთი ძალით, რომ სასიამოვნო ტკივილი მეგრძნო.
  • ასევე ახლობლის რჩევით, ყოველ შემოდგომაზე, მთელი ოქტომბერი, ვსვამ მზესუმზირას ფესვების ნახარშს, რათა ორგანიზმიდან, განსაკუთრებით - ძვლებიდან, გამოიდევნოს ნივთიერებათა ცვლის დაქვეითების გამო დაგროვილი არასასურველი მარილები.

ამის შემდეგ წელის ტკივილებიც მიკლებს და კისერიც ისე აღარ ტკაცუნობს, ქვედა კიდურები კი თავისუფლად იხრება. დღეში რამდენჯერმე ფეხებს 20-30 წუთით ვასვენებ და მაღლა ვწევ, რათა ვენებში სისხლი არ შეგუბდეს და ვარიკოზული დაავადება არ გამიჩნდეს.

ოლია ლათიბაშვილი, ლაგოდეხი

კომენტარები (1)
მაიკო
ქალბატონო ოლია თუ შეიძლება გარკვევით მოგვაწოდეთ ინფორმაცია როგორ ამზადებთ მზესუმზირის ფეცვებიდან ნაყენს.
თარიღი : 21-08-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად
გასტრიტის დროს ეფექტური უძველესი ხალხური საშუალება - გოგრის ფაფაა
გასტრიტის დროს ეფექტური უძველესი ხალხური საშუალება - გოგრის ფაფაა
მაწუხებს გასტრიტი და მაქვს კუჭის მაღალი მჟავიანობაც.
სრულად
ნერვებს ასეც მარტივად დაიმშვიდებთ
ნერვებს ასეც მარტივად დაიმშვიდებთ
ეს ნაყენი არეგულირებს გულისცემას და აწყნარებს გაღიზიანებულ ნერვებს:
სრულად
უკანა ტანის ნახეთქებს ამ ოყნის საშუალებით გაუმკლავდებით
უკანა ტანის ნახეთქებს ამ ოყნის საშუალებით გაუმკლავდებით
ხშირი ყაბზობის შედეგად, როდესაც განავალი ძალიან მკვრივდება და რთული ხდება კუჭში გასვლა, ზიანდება სწორი ნაწლავი და როგორც ექიმმა მითხრა,
სრულად
პირშუშხა ტკივილს აბებზე უკეთ დაგიამებთ
პირშუშხა ტკივილს აბებზე უკეთ დაგიამებთ
უკვე წლებია, რაც ქრონიკული ართრიტი მაწუხებს. გაზაფხულსა და შემოდგომით რამდენჯერმე ჩავიტარე სერიული მკურნალობის კურსი, როცა სახსრები ყველაზე მეტად მაწუხებდა.
სრულად
ქოლესტერინს კისერს ლიმონი მოუგრეხს
ქოლესტერინს კისერს ლიმონი მოუგრეხს
მინდა, გაგაცნოთ საინტერესო და ძალიან სასარგებლო რეცეპტი, რომლის დახმარებითაც მშვენივრად რეგულირდება სისხლში ქოლესტერინის დონე:
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : რჩევები

-სახლში უკვე რამდენოხანია ვამშნევ რარაკანს ვიფიქრე ეტყიბა შემთხვევით მოხვდა ფანჯროდანთქო მერე კიდევ ასე ვიფიქრე მწბანილს მოყვა ამ ასე შემდეგ მოკლედ და უკვე ნერვოზო მაქვს ყოველნდღე თუ არა დღე ჩაგდებით მაინც ვპოულობთ დილაობით სამზარეულოს ონკანის ძორში სადაც ბრეცხავთ ჭირჭელს შოგნით და ოქვე მაგიდასთან ხან.უმეტესად ონლანთან თითო ტარაკანსმ გულიღა მერევა ყველაფერზე.არვიცი რაბქნა.ალერგიულები ვართ და წამალს ბერ მივასხავთ.არც წასასვლელი ჰვაქბს სადმე რომ დავტოვოზტ სახლო ცოტახანს ლამოს ჰალიცინაცია დამეწყოს ომდღეს დედა წამოვახტუნე მძინარე ტარაკანა დადოს საწოლში ადექითქო..მირჩიეთ რამე რა გყხოვთ.შეწამლოსნგარეშე როგორ ვიპოვო ბიდე მათი ვერ ვპოულობ.კედლებზე არადიან არც სხვაგან.მხოლოდ ონკანთან და მაგიდაზეა სამზარეულოშო არც ჭირჭლოს კარადაში არ მინახავს კასწაბლეძტ ოსეთინსადუალება თუ იცით რომ ალერგიულნადამოანებს არავნოს ნითინარარსებისბ.წავიკითხე აქ ინტერნეტზდინრომ დაფნის ფოტოლიო კაოაო და რავიცი ჯერ არგანიკეზტებია.სხვა რჩევა არიყო.შველის?

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ჩვეულებრივ, გაზაფხულობით აგარაკზე ხეებს ყოველთვის ვაჭრი ზედმეტ ტოტებს. ერთ დილით მეზობელთან საუბრისას გავარკვიე, რომ ალუბლის ხის ქერქისგან მეტად საჭირო და სასარგებლო წამლის დამზადება ყოფილა შესაძლებელი. წამალი განსაკუთრებით უხდება სახსრების ანთებას. ტკივილი, შეშუპება, მოძრაობისას დისკომფორტი, რაც დამახასიათებელია ართრიტისთვის, ადვილად ემორჩილება ამ წამლის მოქმედებას.

მოვაგროვე ალუბლის ხის მოჭრილი ტოტები, მოვაცილე კანი, გამოვაშრე და მისგან ნაყენი მოვამზადე. 2 კვირის განმავლობაში ვმკურნალობდი მაჯის სახსრის ანთებას და წამლის ეფექტიანობაში დავრწმუნდი. მარცხენა ხელის სახსარი, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა, საერთოდ აღარ მაწუხებს.

  • აიღეთ 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული და დანაწევრებული ალუბლის ხის ქერქი, დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი და 4-5 საათი გააჩერეთ, შემდეგ შემოდგით ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი. გაწურეთ. მიიღეთ 200 მლ დღეში 2-3-ჯერ.

სანდრო ირემაშვილი, ზესტაფონი

მარილების დაგროვებას ასე ვშველი

უკვე საკმაოდ ხანდაზმული ვარ, მაგრამ არ მინდა, ამას შევეგუო. ვიდრე შვილები მყავდა გასაზრდელი, საკუთარი ჯანმრთელობა არ მანაღვლებდა. როცა ისინი წამოიზარდნენ და მეც 50-ს გადავაბიჯე, მაშინ კი დაავადებებმა ერთბაშად შემახსენა თავი და მკურნალობაზე ფიქრიც აუცილებლობად მექცა. სწორედ ამ ასაკში გავიგე ჯანმრთელობის ჭეშმარიტი ფასი და საკუთარ თავზე ზრუნვაც დავიწყე. ყველაზე მეტად ქვედა კიდურების ტკივილი მაწუხებდა.

  • სიმძიმის გრძნობის გასაქარვებლად, ახლობლის რჩევით, ვატარებდი წინდებს, რომლებშიც ჩაფენილი მქონდა ვირისტერფას ახალი ფოთლები. წინდებს ისე ვივსებდი ფოთლებით, რომ მთელი ტერფი დაეფარათ და ასე დავდიოდი მთელი დღე. ძილის წინ თბილ აბაზანას ვიღებდი, რომლის შემდეგაც მსუბუქად ვიზელდი მთელ ტერფს ისეთი ძალით, რომ სასიამოვნო ტკივილი მეგრძნო.
  • ასევე ახლობლის რჩევით, ყოველ შემოდგომაზე, მთელი ოქტომბერი, ვსვამ მზესუმზირას ფესვების ნახარშს, რათა ორგანიზმიდან, განსაკუთრებით - ძვლებიდან, გამოიდევნოს ნივთიერებათა ცვლის დაქვეითების გამო დაგროვილი არასასურველი მარილები.

ამის შემდეგ წელის ტკივილებიც მიკლებს და კისერიც ისე აღარ ტკაცუნობს, ქვედა კიდურები კი თავისუფლად იხრება. დღეში რამდენჯერმე ფეხებს 20-30 წუთით ვასვენებ და მაღლა ვწევ, რათა ვენებში სისხლი არ შეგუბდეს და ვარიკოზული დაავადება არ გამიჩნდეს.

ოლია ლათიბაშვილი, ლაგოდეხი


ვმკურნალობთ კონიუნქტივიტს

წინათ ხშირად მაწუხებდა კონიუნქტივის ანთება. თვალები პერიოდულად მიწითლდებოდა, ქუთუთოები მიშუპდებოდა. ბებიამ მასწავლა, როგორ დამემარცხებინა ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ:

  • უნდა აიღოთ 3 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ალთეს ფესვი და დაასხათ 1 ჭიქა ცივი ადუღებული წყალი, გააჩეროთ 8 საათი, მერე საგულდაგულოდ გარეცხოთ და ოდნავ შეათბოთ.

ამ ნაყენში უნდა დაასველოთ 2 ცალი ბამბის ან დოლბანდის ტამპონი და დაიდოთ გაღიზიანებულ ქუთუთოებზე 15-20 წუთით დღეში რამდენჯერმე. ანთება სწრაფად დაიხევს უკან. ეს წამალი სამწვერა ნერვის ანთებასაც შველის, ოღონდ ამ დროს მტკივან ადგილებზე თბილ ნახარშში დასველებული დოლბანდი უნდა დაიდოთ და თბილად შეიხვიოთ.

ლუკა სადრაძე, რუსთავი

როგორ გავიმაგროთ თმის ძირები

თმის ძირების გასამაგრებლად, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ბუდობრივი ალოპეცია ემუქრება, რეკომენდებულია თავის დაბანის წინ ჭინჭრის კომპრესების დადება.

  • აიღეთ ახალი, მწვანე ჭინჭარი, კარგად გახეხეთ - ისე, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა, აავსეთ ნახევარლიტრიანი მინის ქილა სამ მეოთხედზე, პირამდე შეავსეთ ვაშლის ძმრით ან რძის შრატით და 2-3 დღე გააჩერეთ.

პროცედურის წინ ეს ფაფა სხეულის ტემპერატურამდე უნდა გაათბოთ, მოათავსოთ რბილი ქსოვილის ნაჭერზე და დაიდოთ თავზე ისე, რომ მთელი თმოვანი საფარი დაიფაროს, ზემოდან კი კომპრესის ქაღალდი ან რბილი პირსახოცი დაიფაროთ. გაიჩერეთ 2-3 საათი. უმჯობესია, ეს პროცედურა ჩაიტაროთ საღამოს, ძილის წინ. თავი უნდა ჩამოიბანოთ თბილი წყლით, მაგრამ არა შხაპის ქვეშ, არამედ ზევიდან დასხმით. შამპუნის ნაცვლად უნდა გამოიყენოთ მდოგვი ან ქათმის კვერცხის გული - ათქვიფოთ წყალში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და ასე დაისხათ თმაზე.

სცადეთ, თავად ნახავთ, როგორ გაამაგრებს თმის ძირებს ჭინჭარი.

ლელა საბაური, თიანეთი

თუ დეპრესიამ შემოგიტიათ

ვის არ ჰქონია სევდის, დათრგუნვილობის, უღონობისა და უგუნებობის პერიოდები. ეს ყველაფერი ნიღბებია საკმაოდ სერიოზული დაავადებისა - დეპრესიისა, რომელიც საფუძვლიან მკურნალობას მოითხოვს. თუ საკუთარ თავში მასთან საბრძოლველად ძალას ვერ პოულობთ, შესაძლოა, ხალხური მედიცინა დაგეხმაროთ.

  • ნერვული გადაძაბვისა და უძილობისას ძალიან მოგიხდებათ პიტნის ჩაი: 1 ჩაის კოვზ პიტნას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ 10 წუთი. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ - დილით და საღამოს, ძილის წინ.
  • ნერვულ სისტემას ამშვიდებს ბალახების ნაყენი. შემოგთავაზებთ ორიოდე რეცეპტს.

აიღეთ თანაბარი რაოდენობით:

  • სამყურასა და პიტნის ფოთლები და კატაბალახას ფესვი, ან კატაბალახას ფესვი, გვირილის ყვავილი და კვლიავის ნაყოფი. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი და 20 წუთით დააყენეთ. მერე გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დილით და საღამოს.

გიული სარალიძე, თბილისი