დავეხმაროთ ერთმანეთს
პაროდონტოზს მცენარეული ნაკრებით ვუშველით
რამდენიმე წლის წინ შევამჩნიე, რომ კბილების გამოხეხვისას მდიოდა სისხლი. თავდაპირველად ყურადღება არ მიმიქცევია, ვიფიქრე, თავისით გაივლის-მეთქი, მაგრამ როდესაც უკეთესობა ვერ შევამჩნიე, მივმართე სტომატოლოგს, რომელმაც პაროდონტოზის დიაგნოზი დამისვა, თანაც ამიხსნა, რამდენად სერიოზული იყო ეს დაავადება. მეგობარმა ერთი მცენარეული წამალი მირჩია. მისი წყალობით ღრძილებიდან სისხლდენა შემიწყდა. გთავაზობთ რეცეპტს:
- აიღეთ და დააქუცმაცეთ 1 პეშვი ნაძვის წიწვი, 1 სუფრის კოვზი ხახვის ფურცელი და ასკილი. ყველაფერი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1,5 ლ წყალი, ადუღეთ 15 წუთი ნელ ცეცხლზე. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, გამოივლეთ პირის ღრუშიც.
ისე მოხდა, რომ განავალში ჭიის კვერცხები აღმომაჩნდა. ვიცოდი, რომ ჭიის საწინააღმდეგო წამლები ძალზე ტოქსიკურია, ამიტომ გადავწყვიტე, მესინჯა შინაური, მცენარეული წამალი, რომელიც მეზობელმა მასწავლა:
- ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და ერთმანეთში აურიეთ 1/4 ჩაის კოვზი ნიგოზი, კოჭა, ტკბილი წითელი წიწაკა, კარდამონი, 1/2 ჩაის კოვზი მარილი და დაფქული ყავა. ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, კარგად აურიეთ და დალიეთ. მიიღეთ თითო ულუფა დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ.
მათთვის, ვისაც გული და უძილობა აწუხებს
რამდენიმე წელია, შემაწუხა გულმა, დამჩემდა ქოშინი, გულისცემის გახშირება, უძილობა. ექიმმა გულის იშემიური დაავადების დიაგნოზი დამისვა. ზაფხულში, აგარაკზე, ერთმა დამსვენებელმა მირჩია ამ მცენარეული ნაყენის მიღება, რომელიც ძალიან მომიხდა:
- ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 1/2 ჩაის ჭიქა კამის თესლი, 1 სუფრის კოვზი კატაბალახას ფესვი, დაასხით ნარევს 1 ლიტრი მდუღარე წყალი, კარგად შეფუთეთ და გააჩერეთ ერთი დღე-ღამე. შემდეგ ამ ნაყენში გახსენით 1 ჩაის ჭიქა ნატურალური თაფლი. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე, სანამ ნაყენი არ გათავდება.
პანკრეატიტი მეტად უსიამოვნო დაავადებაა. ამ დროს არ შეიძლება ბევრის ჭამა, მეტადრე - ღამით, ასევე უნდა ვერიდოთ ცხიმიან და შემწვარ კერძებს. დაავადების პროგრესირების შეჩერება მცენარეული წამლებითაც შეიძლება:
- წვრილად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ თანაბარი ოდენობის ნეგოს ბალახი, გულყვითელას ყვავილი, სიმინდის ფუჩეჩი და ასკილი. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. 40 წუთის შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ 2 კვირის განმავლობაში.
- ჭარბი ოფლიანობა აღარ მაშინებს
- ბუნებრივ ანტიპერსპირანტად გამოგადგებათ მწვანე ჩაი: 2 ჩაის კოვზს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე, დააყენეთ, დაუმატეთ 1 ლიმონის წვენი, გაფილტრეთ და ამ ნაყენით დაიზილეთ სხეულის ის პრობლემური ადგილები, რომლებიც ყველაზე ძლიერ გიოფლიანდებათ. ამგვარი პერსპირანტის გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ, მთელი დღე მშვიდად იყოთ.