/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ,ვმუშაობ ღამის სმენაში,საღამოს რვიდან ღამის 4 საათამდე,სიცხეში,ძილით მძინავს დღისით,რადგან ძალიან ვოფლიანდები და თან მუშაობის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ორ დღეში ერთხელ ძუნძულით დავრბივარ და მსუბუქად ფიზიკურად ვვარჯიშობ საკუთარი წინით ავიღე სპორტული დანამატები,ერთი არის ფხვნილის სახით,ამინო და მეორე არის აბები,ეხმარება აღდგენას და ტვინში სისხლის მიმოქცევას,ხელს უშლის დაღლილობას,მატებს ძალას და აღადგენს ენერგიას,კვებაც არ მაქვს განსაკუთრებული,პირობებიდან გამომდინარე მიწევს სულ მშრალების ჭამა,ყველა დღე შაურმა ან შაურმის ხორცი ღორისაა და ხაჭაპური,სხვას ვერაფერს ვერ ვჭამ რაცარუნდა მოვინდომო,ყველა დღე მინიმუმ 2.5 ლიტრ წყალს ვსვამ,ეს მინიმუმს ვამბობ,თუმცა დღეში ორჯერ ვშარდავ,რას მირჩევთ?დანამატებისბს სახელებია amino after load,shilajit.ბევრი სახეობის რაღაცეებს შეიცავს ორივე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

დავეხმაროთ ერთმანეთს

დავეხმაროთ ერთმანეთს
ხელების კანკალის დროს პროპოლისის ნაყენი სცადეთ

რამდენიმე ხნის წინ შევამჩნიე, რომ ხელები მიკანკალებდა. მივმართე ენდოკრინოლოგს, რომელმაც, ანალიზის პასუხებიდან გამომდინარე, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები გამორიცხა. შემდეგ ნევროპათოლოგთან ვიყავი, რომელმაც ნერვული სისტემის დაზიანება ვერ აღმომიჩინა. თუმცა მითხრა, რომ ხელების ტრემორი ზოგჯერ ნორმალური ნერვული სისტემის პირობებშიც იჩენს თავს. დამინიშნა მედიკამენტებიც, თუმცა მაინც ბუნებას მივმართე დასახმარებლად და მინდა, ჩემი რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ:

  • 50 გრამი პროპოლისი წვრილად დავჭრათ დანით, ჩავყაროთ ნახევარლიტრიან მინის ქილაში, ბოლომდე შევავსოთ არყით და 2 კვირა დავტოვოთ სიბნელეში. ქილა ყოველდღე შევანჯღრიოთ. ამის შემდეგ გადავწუროთ და მივიღოთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, და დავაყოლოთ 1 ჩაის ჭიქა წყალი. მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვეა.

ნინა ტაბიძე, ქუთაისი

წნევა აღარ მაწუხებს

მინდა, გიამბოთ, როგორ მოვიწესრიგე წნევა. გრიპის შემდეგ საკმაოდ დიდხანს ვიწექი საავადმყოფოში. წნევა ვერა და ვერ დამიქვეითეს. იქ ერთი კარდიოლოგი გავიცანი, რომელსაც კურორტის კლინიკაში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. წნევით შეწუხებულს, სწორედ მან მასწავლა ეს წამალი არტერიული წნევის მოსაწესრიგებლად:

  • შეიძინეთ აფთიაქში ქრისტესისხლა. აიღეთ მომინანქრებული ჭურჭელი (ბზარი არ უნდა ჰქონდეს, არც მინანქარი იყოს ამოცვენილი), ჩაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი და შემოდგით ცეცხლზე. როცა ადუღდება, ჩაყარეთ შიგ 1 სადილის კოვზი ქრისტესისხლა და ადუღეთ 5 წუთი. გადმოდგით, გააცივეთ და გაწურეთ. ნახარში გადაასხით მინის ჭურჭელში და შედგით მაცივარში, მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 30 დღეა. პერიოდულად იზომეთ წნევა. როდესაც დასტაბილურდება, შეგიძლიათ, 3 დღის განმავლობაში მცენარის ნახარში აღარ მიიღოთ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მკურნალობის ეფექტი 2-2,5 წელიწადს გასტანს, ოღონდ ამ ხნის განმავლობაში არ უნდა გაეკაროთ სასმელს. უკვე 87 წლის ვარ და წნევა ჯერჯერობით კვლავ ნორმის ფარგლებში მაქვს.

დავით ცანავა

კატარაქტის შეჩერება შესაძლებელია

გასწავლით, როგორ გაიუმჯობესოთ მხედველობა კატარაქტის დროს.

  • აიღეთ 1 ცალი მოზრდილი ქათმის კვერცხი და კარგად მოხარშეთ. გაფცქვენით, თავი მოაჭერით, გული გამოუღეთ, ცილა კი პატარა ჭიქაში ჩადეთ და თაფლით ამოავსეთ. დატოვეთ ერთი ღამით. დილით თაფლის ნაცვლად იქ თხელი სითხე დაგხვდებათ, რომელიც კარგად უნდა გაწუროთ და ჩაიწვეთოთ თვალში დღეში 2-3-ჯერ. ჩაწვეთების შემდეგ თვალები კარგად აამოძრავეთ, რათა წამალი თანაბრად განაწილდეს. თავი 2 წუთით უკან გადაწეული გეჭიროთ.

მკურნალობის კურსი 20-25 დღეა. შეგიძლიათ, გაიმეოროთ წელიწადში ერთხელ.

ნუცა კუტალაძე, თბილისი

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად
ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად
სახსრების ტკივილს ამ ნარევის კომპრესით უშველით
სახსრების ტკივილს ამ ნარევის კომპრესით უშველით
ხშირად მიმწვავდება მუხლის სახსრის ანთება. ტკივილგამაყუჩებლები კუჭს მატკიებს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ხალხური მედიცინის გამოყენებას, განსაკუთრებით გარეგანად მოსახმარი საშუალებების.
სრულად
წონის დაკლება ასეც შეიძლება
წონის დაკლება ასეც შეიძლება
როგორც ხდება ხოლმე, წლების განმავლობაში ვებრძოდი ჭარბ წონას და „სასწაულმოქმედ აბებსაც“ ვსვამდი.
სრულად
ვაშლის ძმარი ალერგიის სამკურნალო საშუალებაა
ვაშლის ძმარი ალერგიის სამკურნალო საშუალებაა
ბუნებრივი, გაუფილტრავი ვაშლის ძმარი მდიდარია ფერმენტებით, ანტიოქსიდანტებითა და პრობიოტიკებით, რაც მას იდეალურ პროდუქტად აქცევს
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

რამდენიმე ხნის წინ შევამჩნიე, რომ ხელები მიკანკალებდა. მივმართე ენდოკრინოლოგს, რომელმაც, ანალიზის პასუხებიდან გამომდინარე, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები გამორიცხა. შემდეგ ნევროპათოლოგთან ვიყავი, რომელმაც ნერვული სისტემის დაზიანება ვერ აღმომიჩინა. თუმცა მითხრა, რომ ხელების ტრემორი ზოგჯერ ნორმალური ნერვული სისტემის პირობებშიც იჩენს თავს. დამინიშნა მედიკამენტებიც, თუმცა მაინც ბუნებას მივმართე დასახმარებლად და მინდა, ჩემი რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ:

  • 50 გრამი პროპოლისი წვრილად დავჭრათ დანით, ჩავყაროთ ნახევარლიტრიან მინის ქილაში, ბოლომდე შევავსოთ არყით და 2 კვირა დავტოვოთ სიბნელეში. ქილა ყოველდღე შევანჯღრიოთ. ამის შემდეგ გადავწუროთ და მივიღოთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, და დავაყოლოთ 1 ჩაის ჭიქა წყალი. მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვეა.

ნინა ტაბიძე, ქუთაისი

წნევა აღარ მაწუხებს

მინდა, გიამბოთ, როგორ მოვიწესრიგე წნევა. გრიპის შემდეგ საკმაოდ დიდხანს ვიწექი საავადმყოფოში. წნევა ვერა და ვერ დამიქვეითეს. იქ ერთი კარდიოლოგი გავიცანი, რომელსაც კურორტის კლინიკაში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. წნევით შეწუხებულს, სწორედ მან მასწავლა ეს წამალი არტერიული წნევის მოსაწესრიგებლად:

  • შეიძინეთ აფთიაქში ქრისტესისხლა. აიღეთ მომინანქრებული ჭურჭელი (ბზარი არ უნდა ჰქონდეს, არც მინანქარი იყოს ამოცვენილი), ჩაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი და შემოდგით ცეცხლზე. როცა ადუღდება, ჩაყარეთ შიგ 1 სადილის კოვზი ქრისტესისხლა და ადუღეთ 5 წუთი. გადმოდგით, გააცივეთ და გაწურეთ. ნახარში გადაასხით მინის ჭურჭელში და შედგით მაცივარში, მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 30 დღეა. პერიოდულად იზომეთ წნევა. როდესაც დასტაბილურდება, შეგიძლიათ, 3 დღის განმავლობაში მცენარის ნახარში აღარ მიიღოთ.

მკურნალობის ეფექტი 2-2,5 წელიწადს გასტანს, ოღონდ ამ ხნის განმავლობაში არ უნდა გაეკაროთ სასმელს. უკვე 87 წლის ვარ და წნევა ჯერჯერობით კვლავ ნორმის ფარგლებში მაქვს.

დავით ცანავა

კატარაქტის შეჩერება შესაძლებელია

გასწავლით, როგორ გაიუმჯობესოთ მხედველობა კატარაქტის დროს.

  • აიღეთ 1 ცალი მოზრდილი ქათმის კვერცხი და კარგად მოხარშეთ. გაფცქვენით, თავი მოაჭერით, გული გამოუღეთ, ცილა კი პატარა ჭიქაში ჩადეთ და თაფლით ამოავსეთ. დატოვეთ ერთი ღამით. დილით თაფლის ნაცვლად იქ თხელი სითხე დაგხვდებათ, რომელიც კარგად უნდა გაწუროთ და ჩაიწვეთოთ თვალში დღეში 2-3-ჯერ. ჩაწვეთების შემდეგ თვალები კარგად აამოძრავეთ, რათა წამალი თანაბრად განაწილდეს. თავი 2 წუთით უკან გადაწეული გეჭიროთ.

მკურნალობის კურსი 20-25 დღეა. შეგიძლიათ, გაიმეოროთ წელიწადში ერთხელ.

ნუცა კუტალაძე, თბილისი


თუ პირის ღრუში წყლულები გაგიჩნდათ

ზოგჯერ პირის ღრუს ლორწოვანი წყლულდება, იფარება სითხიანი ბუშტუკებით, რაც ძლიერ ტკივილს და დისკომფორტს იწვევს. დროდადრო ბუშტუკები სკდება და ენაზე წყლულები ჩნდება, რომლებიც წყლის მიმართაც კი მგრძნობიარეა. მდგომარეობა ძალიან წააგავს სტომატიტს, მაგრამ მისგან განსხვავებულად მიმდინარეობს. მისი განვითარების ხელშემწყობი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. გავრცელებული მოსაზრებით, ის ზოგიერთ დაავადებას ახლავს თან. ხალხურ მედიცინაში ამ წყლულების წამალიც მოიპოვება.

  • ჭიქაში - სასურველია, იყოს კერამიკული და სქელკედლიანი - ჩაყარეთ 2 სადილის კოვზი კრაზანა და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით თავდახურული 1 საათით. როდესაც ნაყენი ლამაზ მოწითალო ფერს მიიღებს, გაწურეთ და გამოივლეთ პირის ღრუში.
  • 1 სადილის კოვზი გულყვითელა ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჭიქა ქაფქაფა წყალი, ადუღეთ 10 წუთი ძალიან დაბალ ცეცხლზე, გააცივეთ და გაწურეთ. ეს ნახარში გამოივლეთ პირის ღრუში.
  • პირის ღრუში დღეში რამდენჯერმე გამოისვით ნატურალური თაფლი. ეს ხერხი საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც პროცესი ეს-ესაა დაიწყო და პირის ღრუში მხოლოდ თითო-ოროლა ბუშტუკია.
  • კარგია ახალგამოწურული კომბოსტოს წვენიც. გამოწურეთ, გააზავეთ იმავე ოდენობის თბილი ანადუღარი წყლით და დროდადრო გამოივლეთ პირის ღრუში.

ნათელა წოწონავა

ოხრახუშს შარდმდენი თვისება აქვს

დიდი ხანია, გული მაწუხებს, რის გამოც ხშირად მიშუპდება ფეხები. ვსვამდი უამრავ წამალს, მათ შორის - შარდმდენებსაც. ერთხელაც გადავწყვიტე, მცენარეული საშუალებებიც მეცადა. წავიკითხე უამრავი სტატია შარდმდენი მცენარეების შესახებ, ვსინჯე ნიახურის ძირების ნახარში. თითქოს მომიხდა, მაგრამ დროდადრო ფუროსემიდის მიღება მაინც მჭირდებოდა. ერთხელ ახლობელმა ოხრახუშის ნახარში მირჩია. დავუჯერე, ეფექტის გასაძლიერებლად ოხრახუშს ნიახურიც დავუმატე და არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე. კარგა ხანია, შარდმდენი აბების ნაცვლად ოხრახუშისა და ნიახურის ნახარშს ვიღებ და ფეხები აღარ მიშუპდება.

  • ნახარშს ასე ვამზადებ: 1 სუფრის კოვზ გამხმარ ოხრახუშს (ფოთლებს, ღეროსა და ფესვებს) და 1 სუფრის კოვზ ნიახურის გამხმარ ძირებს ვაქუცმაცებ, ვასხამ 1,5 ჭიქა მდუღარე წყალს, წამოვადუღებ, ვაჩერებ 1/2 საათს, ვფილტრავ და ვიღებ 2 სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ.
  • ზოგჯერ ოხრახუშის თესლისგანაც ვამზადებ ნაყენს, ისიც შესანიშნავ შედეგს მაძლევს: 1/2 ჩაის კოვზ თესლს ვასხამ 2 ჭიქა ცივ წყალს, ვაჩერებ 8-10 საათს, ვფილტრავ და ვიღებ 2-3 სუფის კოვზს დღეში სამჯერ.

ლეილა ხაზარაძე

არაყის აბაზანები უძილობას შველის

ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ნერვული სტრესის გამო ღამეებს თეთრად ვათენებდი. რა არ ვცადე, მაგრამ ამაოდ. ექიმები საავადმყოფოში დაწოლას მირჩევდნენ, მაგრამ ოჯახში ისეთი სიტუაცია მქონდა, საავადმყოფოს ვერც კი ვახსენებდი. ნერვები ისეთ დღეში ჩამივარდა, ყველაფერი მივატოვე და ერთი კვირით მშობლებთან, სოფელში წავედი. მეგონა, იქაური ჰაერი მომიხდებოდა, დავმშვიდდებოდი და მშვიდ ძილს დავიბრუნებდი, მაგრამ არც ამან მიშველა. მაშინ ჩემი მკურნალობა ბებიამ აიღო საკუთარ თავზე: ღამით, ძილის წინ, სათლს თბილი წყლით მივსებდა და მასში ერთ ჭიქა არაყს ასხამდა. მე ამ წყალში ფეხებს ვაწყობდი და ნახევარი საათი ასე ვიყავი. ერთი კვირის თავზე უძილობა დავამარცხე და მას შემდეგ აღარც არყიანი აბაზანები დამჭირვებია.

მედიკო კაკაურიძე