დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ართრიტისა და რადიკულიტის დროს სალბის აბაზანა სინჯეთ

რამდენიმე წელია, მაწუხებს წელისა და სახსრების ტკივილი. საკმარისია, რამდენიმე ხანს ფეხზე მომიწიოს დგომა, რომ ტკივილი დაბარებულივით შემახსენებს თავს. ბევრი რამ ვცადე. ექიმთანაც ვიყავი, რომელმაც ხერხემლის ოსტეოქონდროზისა და ართრიტის დიაგნოზი დამისვა. ვიყენებდი მალამოებს, ტკივილგამაყუჩებელ, ქონდროპროტექტორულ საშუალებებს, თუმცა შვება ბუნებისგან ბოძებულ საშუალებაში ვპოვე.

  • აიღეთ 200 გრამი წვრილად დაჭრილი სალბის ფოთოლი, დაასხით 2 ლიტრი წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე. ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე, გადმოდგით ქურიდან, გააჩერეთ ნახევარი საათი. ნახარში თუშფალანგზე გადაწურეთ, ჩაასხით 370ჩ ტემპერატურის აბაზანაში და ჩაწექით მასში ნახევარი საათით. ჩაიტარეთ პროცედურა დღეგამოშვებით. კურსი 15 აბაზანაა.

მარიამ გაგოშიძე, ქუთაისი

თავი დავაღწიოთ თავის ტკივილს

ბოლო დრომდე, როგორც ყველა, თავის ტკივილის დროს მეც ვსვამდი ცნობილ ტკივილგამაყუჩებლებს, მაგრამ მათი მიღებით უფრო მძიმე დაავადების საფრთხის წინაშე დავდექი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, თავის ტკივილის საწინააღმდეგო ხალხური საშუალება მეპოვა და მივაგენი კიდეც:

  • თანაბარი რაოდენობით ავიღოთ პიტნა, რეჰანი და მიხაკი, ორ სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 15 წუთი და გადავწუროთ. ნაყენი შეიძლება დავატკბოთ და ისე მივიღოთ. გადაწურვის შემდეგ დარჩენილი კოპტონი, ჯერ კიდევ თბილი, მივიდოთ მტკივან თავზე. ტკივილი მალე გაივლის.

ნათელა კობეშავიძე, თელავი

ნაძვის გირჩების მურაბა ხველის უებარი წამალია

შემოდგომის დადგომისთანავე მეწყებოდა მტანჯველი ხველა, რომელიც გაზაფხულამდე მიგრძელდებოდა. რა არ ვიღონე, მაგრამ ყველაფერი ამაო გამოდგა. ბოლოს დედაჩემს ურჩიეს, ჩემთვის ნაძვის გირჩების მურაბა მოეხარშა და შვებით ამოვისუნთქე.

  • ნაძვის გირჩა შეაგროვეთ 15 მაისიდან 15 ივნისამდე. 50-60 ცალი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ორი ლიტრი წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე და ხარშეთ ორი საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. ამის შემდეგ გირჩები ამოიღეთ, ნახარში გააცივეთ, დაუმატეთ 2 კგ შაქარი და კიდევ საათ-ნახევარი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 10 წუთით ადრე გამოჯანმრთელებამდე.

ლელა გოგოჭური, ახმეტა


მარილების დაგროვებას ეს ნარევი უხდება

სამოც წელს მივუკაკუნე. ბოლო ხანს ძალიან შემაწუხა წელის ტკივილმა. ექიმმა ხერხემლის ოსტეოქონდროზის დიაგნოზი დამისვა, რასაც ხალხში მარილების დაგროვებას ეძახიან. თანამშრომელმა მასწავლა ამ დაავადების წამალი, რომელიც ასე მზადდება:

  • სახეხზე გახეხეთ 250 გრამი ოხრახუშის ძირი და ერთი ცალი ლიმონი კანიანად, დაამატეთ 100 გრამი წვრილად დაჭრილი ოხრახუში და 300 გრამი თაფლი. კარგად აურიეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის კურსი 1 თვეა. ეს წამალი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

მაყვალა კობერიძე, თბილისი

თუ შარდკენჭოვან დაავადებას ებრძვით

შარდვასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად და მიზეზის დასადგენად ექიმს მივმართე. ჩავიტარე გამოკვლევაც. დამისვეს შარდკენჭოვანი დაავადების დიაგნოზი. მეზობელმა, რომელსაც იგივე დაავადება ჰქონდა, მირჩია წამალი, რომელიც, როგორც თვითონ მითხრა, ძალიან მოუხდა და, უნდა ვაღიარო, არც მე დავრჩენილვარ უკმაყოფილო. წამალი ასე მზადდება:

  • აურიეთ ერთმანეთში წვრილად დაჭრილი 300 გრამი არყის ფოთოლი, 150 გრამი სამყურა, ამდენივე ჭანგას ფესვი, შვიტას ბალახი და კამის თესლი. ორი სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე, ადუღეთ 5 წუთი ნელ ცეცხლზე, მერე გადმოდგით და ერთი საათის შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 150 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1,5 თვის განმავლობაში. მერე 10 დღე შეისვენეთ და გაიმეორეთ. შეგიძლიათ, შესვენებებით 2-3 ასეთი კურსი ჩაიტაროთ.

ოთარ კენჭაძე, ბათუმი

ჰეპატოზით დაზიანებულ ღვიძლს ეს ნაყენი მიაშველეთ

რამდენიმე წლის წინ ჩემს მეუღლეს ღვიძლის ჰეპატოზის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც, როგორც ექიმმა აგვიხსნა, ღვიძლის უჯრედებში ზედმეტი ცხიმის ჩალაგებისა და ამ ორგანოს უჯრედების კვდომის შედეგია. დაავადება საკმაოდ მძიმეა. გადავწყვიტე, ექიმის დანიშნული წამლებისა და დიეტისთვის მცენარეული საშუალებებიც წამეშველებინა და ასეთ რეცეპტს მივაგენი:

  • წვრილად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ 3-3 სუფრის კოვზი კამა და პიტნა, 2-2 სუფრის კოვზი გვირილისა და ნეგოს ყვავილი, კუნელისა და ასკილის ნაყოფი. 2 სუფრის კოვზ ამ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი ორთქლის აბაზანაში, გადაწურეთ, გამოწურეთ დარჩენილი ნედლეულიც, შეავსეთ მიღებული ნაყენი ანადუღარი წყლით 1 ჩაის ჭიქამდე და მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამიდან 1 საათის შემდეგ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 3 კვირა, შემდეგ 1 კვირა შეისვენოთ და გაიმეოროთ. ასეთი შესვენებებით იმკურნალეთ ნახევარი წელი.

რაც შეეხება კვების რეჟიმს და დიეტას, საჭიროა დღეში 5-6-ჯერ ჭამა მცირე ულუფებით. რაციონში უნდა იყოს ბოსტნეულის წვნიანი, ფრინველის კანგაცლილი ხორცი, უცხიმო თევზი, რძის ნაწარმი, მცენარეული ზეთით შეზავებული ახალი ბოსტნეულის სალათები, ზღვის პროდუქტები, ხილი. ერიდეთ ახალ პურს, ხორცის ნახარშს, შაშხს, ძეხვეულს, ნაღებს, არაჟანს, ცხიმიან ხაჭოს და ყველს, კვერცხს, მწნილს და ცხარე სანელებლებს.

მეგი მაისურაძე, თბილისი

თხმელის ქერქი კუჭის აშლილობის დროს გიშველით

ხშირად მაწუხებს დიარეა. საკმარისია, ხილი, ბოსტნეული ან ტკბილეული ცოტა ზედმეტი მომივიდეს, რომ მაშინვე კუჭი მეშლება. ქიმიური მედიკამენტების წამდაუწუმ სმა არ მინდა, ამიტომ ისევ ბუნებას მივმართე და ეს რეცეპტი ვიპოვე:

  • თხმელის ქერქი დააქუცმაცეთ, 1 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. გადაიღეთ თერმოსში, 3-4 საათი გააჩერეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 4-ჯერ.

ნელი ახვლედიანი, ზუგდიდი