დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ბრონქული ასთმა და ხველა

  • 1 კგ ახალ თაფლს დაამატეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული 1 კგ ჟოლო და სამწლიანი ალოეს ფოთოლი. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. სამ დღეში წამალი მზად იქნება. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სხვათა შორის, გემრიელია და ბავშვებსაც კი ძალიან მოსწონთ.
  • აურიეთ ერთმანეთში გახეხილი ვაშლი, ხახვი და ნახევარი ჭიქა თაფლი, წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე. მიიღეთ 2-2 სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
  • ხველის დროს ასევე ძალიან სასარგებლოა წინდებში ჩაყრილი მშრალი მდოგვი. ასეთი წინდები უნდა ამოიცვათ წინდიან ფეხებზე. ფეხები მთელი დღე სითბოში გექნებათ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოხუცებისა და ბავშვებისთვის.

იზო ჯოჯუა

ბროწეული - სახსრების მკურნალი

2-3 წელიწადი მაწუხებდა სახსრები. მტკიოდა მუხლები, კოჭები, იდაყვები და წელიც კი. განსაკუთრებით ცუდად იყო ჩემი საქმე ამინდის ცვლილების დროს - როგორც კი სახსრები ამტკივდებოდა, ვიცოდი, რომ ამინდი უნდა გაფუჭებულიყო. მეგობრები დამცინოდნენ კიდეც, შენი სახსრების პატრონი, სინოპტიკოსად უნდა მუშაობდეო. რა არ ვსვი - დიკლოფენაკი, იბუპროფენი, ნიმესილი. შველით კი მშველოდა, მაგრამ კუჭი ამატკივა. ვიფიქრე, გინდ სახსრებს მოვუკლავვარ, გინდ კუჭს-მეთქი, წამლების სმას თავი დავანებე და ხალხურ მედიცინას მივმართე. ბევრი რამ ვცადე, მაგრამ ყველაზე მეტად ბროწეული, უფრო სწორად, მისი ქერქი მომიხდა. მინდა, მისი რეცეპტი თქვენს მკითხველსაც ვასწავლო, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს მოჰგვრის შვებას.

  • 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბროწეულის ქერქს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათი ადუღეთ წყლის ორთქლზე, შემდეგ გაფილტრეთ, მდუღარე წყლით შეავსეთ 1 ჭიქამდე და მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე.

სახსრების ტკივილს უხდება შვრიაც: აიღეთ 1 ჭიქა, დაასხით ერთი ლიტრი წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ მეოთხედი არ ამოშრება. ნახარში გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. მარინე კვირკველია

გულძმარვა და მისი წამალი

გამუდმებით მაწუხებს გულძმარვა. ერთხანს მინერალური წყლებითა და სოდიანი წყალხსნარით ვშველოდი თავს, მაგრამ შვება რამდენიმე საათს თუ გაგრძელდებოდა. სადაც არ უნდა მივსულიყავი, ან ბორჯომს ვითხოვდი, ან სოდიან წყალს. ერთ დღეს ხალხური მედიცინით დავინტერესდი და დავიწყე კუჭის მჟავიანობის დამწევი საშუალებების ძებნა. რამდენიმე რეცეპტი მოვსინჯე, მაგრამ შვება მხოლოდ ერთმა მომგვარა. გაგაცნობთ ამ რეცეპტს:

  • აურიეთ ერთმანეთში გამომშრალი და დაქუცმაცებული 1 სუფრის კოვზი პიტნა, 1 სუფრის კოვზი კამა, 2 სუფრის კოვზი კრაზანა. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, 2 საათი გააჩერეთ, გაფილტრეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში, თითო ჯერზე - 1-2 სუფრის კოვზი.

გულძმარვისა და კუჭის ტკივილის პროფილაქტიკისთვის ამ ნაყენს ვიღებ ჭამის წინ, მაგრამ მომხდარა ისეც, რომ ჭამის შემდეგ მიმიღია და არაფერი დაშავებულა. ბესარიონ ქავჟარაძე


ძლიერი სქესის სუსტი წერტილი

მამაკაცის ყველაზე სუსტი წერტილი წინამდებარე ჯირკვალია და გამოცდილებით ვიცი, როგორ უფრთხის ძლიერი სქესი მის დაავადებებს. მამაჩემმა მასწავლა, როგორ უნდა მოვიქცე ამ სნეულებებისგან თავის დასაცავად. 40 წლიდან რეგულარულად ვიტარებ მკურნალობას, რომელიც განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს: ერთი თვის განმავლობაში, ცოტა მეტხანსაც, ყოველდღე ვსვამ ხახვის ფურცლების ნახარშს. თურმე წინათ ასე მკურნალობდნენ, რადგან ხახვის ფურცელი ასუფთავებს ორგანიზმს წიდისა და მავნე ნივთიერებებისგან. მამა გამუდმებით იღებდა მათ ნაყენს და პროსტატის პრობლემებს არასდროს შეუწუხებია. აი, რეცეპტიც:

  • წამოადუღეთ მომინანქრებულ ჭურჭელში 1/2 ლ წყალი და ჩაყარეთ მასში 1/2 ჭიქა ცივ წყლში გარეცხილი ხახვის ფურცელი. ადუღეთ 5 წუთი, გააჩერეთ 1 საათი. მიიღეთ 50-50 გ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ერთი თვის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში ათდღიანი შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსი გაიმეორეთ.
ლევან გულისაშვილი

რა აქვეითებს ქოლესტერინს

დღეს ყველამ იცის, რომ სისხლში ქოლესტერინის მომატებას ნაადრევ სიბერემდე, ათეროსკლეროზამდე და მრავალ სხვა უსიამოვნებამდე მივყავართ. მიუხედავად ამისა, ცოტა თუ მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს (უპირველეს ყოვლისა, ეს კვებას ეხება), რითაც ორგანიზმში მის დაბალანსებას მოახერხებდა. ამის შესახებ პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულად გამიუარესდა. გადავწყვიტე, თავისთვის მიმეხედა. გადავიკითხე ხალხური მედიცინის წიგნები, ავირჩიე რამდენიმე რეცეპტი და დავიწყე მათი მოსინჯვა. შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელმაც ყველაზე მეტად მარგო.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი, 1 სუფრის კოვზი ფითრი, 1 სუფრის კოვზი შვიტა, 1 სუფრის კოვზი გველის სურო, 2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი. 1 სუფრის კოვზ ამ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ წყლის აბაზანაში 15 წუთი, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ თბილ-თბილი, 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის უნდა ჩაიტაროთ თვენახევრიანი კურსები შემოდგომასა და გაზაფხულზე. რა ხდება ამ დროს ორგანიზმში, ვერ გეტყვით, მაგრამ თავს გაცილებით უკეთ რომ ვგრძნობ, ფაქტია. ეს ნაყენი კარგია ნაადრევი სიბერისგან თავის დასაცავადაც. მურმან ქერქაძე

გოგრა და ხახვი ჭიებს სპობს

რა უსიამოვნო რამაა პარაზიტები, ყველას გეცოდინებათ, მით უმეტეს, თუ მცირეწლოვანი შვილი ან შვილიშვილი გყავთ. ჩემს შვილს ხშირად სტკიოდა მუცელი, პირიდან უსიამოვნო სუნი ამოსდიოდა, ძილში კბილებს აკრაჭუნებდა. მითხრეს, ჭიები ეყოლებაო. მივედით ექიმთან და, მართლაც, დადასტურდა ეს დიაგნოზი. გამომიწერეს წამალი, დავალევინე ბავშვს და მოვარჩინე. გავიდა ხანი და იგივე სიმპტომები გაუმეორდა, მივხვდი, მიზეზი ისევ ჭიები იქნებოდა. გავიხსენე წამლის დასახელება, გადავწყვიტე, მეყიდა, მაგრამ გამახსენდა, რომ ექიმმა გამაფრთხილა, ძლიერმოქმედია და არ გადააჭარბოო (თუ არ ვცდები, მხოლოდ სამჯერ უნდა მიმეცა გარკვეული შუალედებით), ვიფიქრე, მართალია, ჭიებს სპობს, მაგრამ ალბათ სხვა რამეს ვნებს-მეთქი და დავიწყე ხალხური საშუალებების ძებნა. მასწავლეს გოგრის თესლი.

  • ვხალავდი, ვატარებდი ხორცის საკეპ მანქანაში და 1 ჩაის ჭიქას ვურევდი 1 ჩაის კოვზ თაფლსა და 1 ჩაის კოვზ სოდას, ნარევი მინის ჭურჭელში გადამქონდა და 10 დღით ვტოვებდი. ამის შემდეგ ვაძლევდი ბავშვს უზმოზე 1 ჩაის კოვზს, 3 საათის შემდეგ კი ვასაუზმებდი. ვაძლიე, სანამ ჭიებისგან საბოლოოდ არ გათავისუფლდა (3 თუ 4 კვირა დამჭირდა).

ჩემმა მეგობარმა კი ჭიებისგან შვილი ხახვით მოარჩინა. ამ რეცეპტსაც შემოგთავაზებთ: აიღეთ საღამო ხანს საშუალო ზომის ხახვი, გაფცქვენით, წვრილად დაჭერით და ჩაყარეთ ჭიქაში. დაასხით ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით გაფილტრეთ და დაალევინეთ ბავშვს უზმოზე. ცისანა ცერცვაძე