დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ნახარშის მოსამზადებლად 100 გ კუნელის ნაყოფს ვაქუცმაცებთ, ვასხამთ 0,5 ლ მდუღარე წყალს, ვაჩერებთ 30 წუთს და ვსვამთ 50-100 მლ-ს დღეში 3-ჯერ. თუ კუნელით მკურნალობას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ იგი აქვეითებს წნევას. თუმცა ეს ალბათ ყველამ იცის. ბევრს ისიც გაგონილი ექნება, რომ კუნელი გულის წამალია. ერთ-ერთ წიგნში ისიც ამოვიკითხე, რომ კუნელი არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას. ასე რომ, მოიმარაგეთ ამ არაჩვეულებრივი მცენარის ნაყოფი საზამთროდაც. ამისთვის ახალმოკრეფილი კენკრა უნდა გამოაშროთ ღუმელში და შეინახოთ ქაღალდის პარკში. ასე იგი 8 წელსაც კი გაძლებს. კუნელის ყვავილების შენახვის ვადა კი მხოლოდ 2 წელია. ზაირა დიდიძე

არავითარი კვანძი!

რამდენიმე ხნის წინ მქონდა ლიმფური კვანძების ანთება (ექიმები ლიმფადენიტს უწოდებენ) და ვმკურნალობდი. ერთ დღეს გამახსენდა, რომ ბაბუაჩემი ხალხური მედიცინით იყო გატაცებული და რეცეპტებს რვეულებში იწერდა. დავინტერესდი და დავიწყე მათი შესწავლა. ბევრი რამ შევიტყვე ამა თუ იმ დაავადების მკურნალობაზე, ამოვიწერე ლიმფადენიტის სამკურნალო რეცეპტები, ვიმკურნალე და არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე. მინდა, თქვენი ჟურნალის მკითხველსაც გავანდო ისინი, ეგებ მათაც გამოადგეთ. მცენარეთა ერთ-ერთ ნაკრებს, რომლისთვისაც ბაბუას “ოთხეული” დაურქმევია, სისხლიდან, ლიმფიდან და ნაწლავებიდან უვარგისი ნივთიერებები გამოაქვს. ნაყენი ასე მზადდება: ერთმანეთში აურიეთ 100-100 გ კრაზანა, გვირილა, ნეგო, არყის ხის კვირტი, საღამოს აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ნარევი, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, თერმოსში გააჩერეთ 3-4 საათი, გაფილტრეთ და კარგად გამოწურეთ. მიიღეთ ეს ნაყენი საღამოობით, ჭამამდე, 1/3 ჭიქა, შეიძლება დაატკბოთ თაფლით. სვით რამდენიმე დღე (სანამ მცენარეული ნარევი არ გათავდება). ეს ნაყენი, რომელსაც ბაბუა “ახალგაზრდობის ელექსირად” იხსენიებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, წმენდს სისხლძარღვებს ცხიმისა და სხვა ნადებისგან და ელასტიკურობას უბრუნებს. ლიმფადენიტს უხდება ღვიაც, მაგრამ მისი ჭამა საჭიროა კურსობრივად. პირველ დღეს უნდა მიირთვათ 5 ცალი კენკრა, შემდეგ ყოველდღე მიუმატოთ თითო და ასე ახვიდეთ 15-მდე. ამის შემდეგ უნდა დაიწყოთ ყოველდღე თითო კენკრის მოკლება. კარგია ასეთი ჩაიც: 1 ჩაის კოვზ ჭინჭრის დედას ვასხამთ 250 მლ მდუღარეს და ჩაისავით ვაყენებთ. ეს 2 დღის ულუფაა, შემდეგ ახალი უნდა მოამზადოთ. ასეთი მკურნალობის შედეგად ანთება მალე ჩამიცხრა და თავს უკვე მშვენივრად ვგრძნობ. ბაია ქემოკლიძე


ზაფხულში ოფლიანობა აღარ შეგაწუხებთ

ბავშვობიდან მაწუხებდა ოფლიანობა. საკმარისი იყო, ტემპერატურა 20 გრადუსზე მაღლა ასულიყო, რომ ოფლი ღვარად მდიოდა. სხვათა შორის, სიცივეშიც, თუ დიდხანს მომიწევდა სიარული, ვოფლიანდებოდი. არაერთ ექიმთან გავიარე გამოკვლევა. ყველა ერთხმად მეუბნებოდა, რომ არაფერი მჭირდა, რომ უბრალოდ ასეთი ნივთიერებათა ცვლა მქონდა, მაგრამ როგორი საქმეა, ახალგაზრდა ქალი გამუდმებით იმის შიშში იყო, ოფლის სუნი არ აგდიოდეს? თავდაპირველად ოფლის საწინააღმდეგო საშუალებები ვცადე, მაგრამ არ მიშველა, მერე დიეტა დავიცავი და წონა დავიკელი - ესეც ამაო აღმოჩნდა. გადავწყვიტე, მცენარეებით მკურნალობაც მეცადა. დავიწყე ხალხური რეცეპტების შესწავლა და მივაგენი კიდეც საჭირო საშუალებას. ძილის წინ, კვირაში 2-3-ჯერ, ასეთ აბაზანას ვიღებდი: ვურევდი ერთმანეთში 3 ჩაის კოვზ თავშავას, 4 ჩაის კოვზ ჭინჭარს, 5 ჩაის კოვზ შავბალახას, 5 ჩაის კოვზ მატიტელას და 4 ჩაის კოვზ სვიის გირჩას. ამ ნარევს ვასხამდი 2 ლ მდუღარე წყალს, ცოტა ხანს ვაჩერებდი, ვფილტრავდი და ვასხამდი თბილი წყლით სავსე აბაზანაში. ცალკე დავიწყე ფეხების აბაზანების კეთება: 1 ლ მდუღარე წყალში ვურევდი 1/2 ჭიქა დაქუცმაცებულ მუხის ქერქს, ვადუღებდი 15 წუთს, ვაჩერებდი 30 წუთს, ვფილტრავდი და ვამატებდი 10 მლ პროპოლისის 30%-იან ნაყენს. როცა ეს ნაზავი 38 გრადუსამდე შეგრილდებოდა, ჩავყოფდი შიგ ფეხებს 20 წუთით. 10-12 დღე საკმარისია, რომ მთელი ზაფხული ფეხების ოფლიანობამ არ შეგაწუხოთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ოფლიანობა დამოკიდებულია ვეგეტაციურ ნერვულ სისტემაზე, ამიტომ მისი მოძლიერებაა საჭირო. ამისათვის საუკეთესო საშუალებაა დილაობით კონტრასტული (ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობით) შხაპის მიღება. ამ სამმა საშუალებამ მარტო ოფლიანობისგან კი არ მიხსნა, არამედ გამაკაჟა კიდეც. მოთმინებასა და მიზანდასახულობას მართლაც რომ სასწაულის მოხდენა შესძლებია. ქ. კაკალაშვილი

ადენოიდების დროს

ერთი წლის წინ შევამჩნიე, რომ ჩემს 8 წლის შვილს პირღიას ეძინა და დღისითაც სულ ღია ჰქონდა პირი. რომ მივუთითებდი, მიპასუხებდა, პირმოკუმული ვერ ვსუნთქავო. მივიყვანე ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან, რომელმაც ცხვირში ჩახედა და მითხრა, ადენოიდები აქვს გადიდებული და იმის ბრალიაო. ადენოიდებს კი თურმე კვეთენ. ექიმმა ისიც მითხრა, გარკვეული ასაკის შემდეგ თავისთავად დაპატარავდება და გადაგვარდება, მაგრამ მანამდე შეიძლება გართულებები გამოიწვიოს - სუნთქვა რომ უჭირს, ტვინამდე სათანადო რაოდენობის ჰაერი ვერ მიდის და სწავლა გაუჭირდებაო. ოპერაციისგან მაინც თავი შევიკავე, ვიფიქრე, ცოტა ხანს დავაკვირდები, თუ შევამჩნიე, რომ მდგომარეობა დამძიმდა, ქირურგს მერე მივმართავ-მეთქი. ჩემმა მეგობარმა, რომელსაც ამავე ასაკის შვილი ჰყავს, გაიგო ჩვენი ამბავი, დამამშვიდა და მასწავლა წამალი, რომელიც ძალიან მოუხდა ჩემს ვაჟს. მინდა, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ. ადენოიდების მკურნალობის ეს მეთოდი სამციკლიანია: 2 კვირის განმავლობაში ბავშვს დღეში 3-ჯერ უნდა ჩააწვეთოთ თითოეულ ნესტოში 1/2-1/2 პიპეტი ქაცვის ზეთი; მომდევნო 2 კვირის განმავლობაში - 3-3 წვეთი კედრის წიწვების ზეთი; კიდევ 2 კვირის განმავლობაში - ჩაის ხის ზეთი. ზეთის ჩაწვეთებამდე საჭიროა ნესტოების გამორეცხვა მარილწყლით (1 ჩაის კოვზი მარილი ერთ ჭიქა გადადუღებულ წყალზე). ბავშვმა ცხვირით უნდა შეისრუტოს ეს ხსნარი და პირიდან გადმოაფურთხოს. 15 წუთის შემდეგ, თუ ცხვირი კვლავ გაჭედილია, უნდა ჩააწვეთოთ ნაფტიზინი ან პინოსოლი. ამ პროცედურიდან 15 წუთის შემდეგ შეიძლება ზეთის ჩაწვეთება. ბელა დარსალია

უებარი ვაშლის ძმარი

უკვე 85 წლის გახლავართ, მაგრამ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. არადა, რა არ მჭირდა: რევმატიზმი, ვენების გაგანიერება, კოლიტი... ათი წლის წინ გადავწყვიტე, საკუთარ თავზე თავად მეზრუნა. შევუდექი დილაობით ვარჯიშს, ვცდილობდი, მეცხოვრა მშვიდად, წონასწორობა არ დამეკარგა და, რაც მთავარია, დავიწყე ვაშლის ძმრის მიღება. თანდათანობით მომიწესრიგდა კუჭის მუშაობა. შემდეგ მასწავლეს, ვაშლის ძმრით ფეხები დაიზილე და ვენების პრობლემაც გაივლისო, მართლაც ასე მოვიქეცი და დროთა განმავლობაში ფეხებში შვება ვიგრძენი. ახლა ყოველ დილით 1 სუფრის კოვზ თაფლიან წყალში განზავებულ ვაშლის ძმარს ვიღებ. ვაშლის ძმრის მომზადება ცოტა საწვალებელი კია, მაგრამ არავის ვენდობი და მაინც თვითონ ვამზადებ: გარეცხეთ ვაშლი, მოაშორეთ დამპალი, ჭიანი და გაშავებული ადგილები. გასრისეთ და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. გადაიღეთ მინის ქილაში, დაასხით თბილი წყალი (1:1 ანუ ერთ კგ გახეხილ ვაშლზე 1 ლ წყალი), ყოველ ლიტრზე დაამატეთ 100 გ თაფლი ან შაქარი, ასევე 10 გ პურის საფუარი და 20 გ მშრალი შავი პური. დადგით თავახდილი ბნელ ოთახში, 20-30 გრადუსზე, გააჩერეთ 10 დღე და დღეში 2-3-ჯერ ხის კოვზით ურიეთ, შემდეგ გადაწურეთ, ჩაასხით ფართოპირიან ჭურჭელში, ყოველ ლიტრზე დაამატეთ 50-100 გ თაფლი ან შაქარი, აურიეთ, დოლბანდით მოუკარით პირი და დადგით სითბოში დუღილის გასაგრძელებლად. როცა დუღილი შეწყდება, ძმარიც მზად იქნება. ამას დაახლოებით 40-60 დღე დასჭირდება. გაფილტრეთ, გადაასხით ბოთლებში და შეინახეთ სიგრილეში. ზაირა გოთუა