/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

მუმიო და აბზინდა ტროფიკულ წყლულებს შველის

უკვე მრავალი წელია, მაწუხებს ვენები. ზაფხულობით ტროფიკული წყლულებიც კი მიჩნდებოდა. უამრავ ექიმს მივმართე და უამრავი სამკურნალო საშუალებაც გამოვცადე. ზოგმა ნამდვილად მომგვარა შვება, ზოგმა კი ვერაფერი მიშველა. წამალი, რომლის რეცეპტსაც გიგზავნით, სწორედ ზედგამოჭრილია ჩემისთანა ადამიანებისთვის. მერწმუნეთ, მას მართლაც შეუძლია შველა.

  • ერთმანეთში კარგად უნდა აურიოთ 6-10 გრამი მუმიო და 100 გრამი თხევადი ნატურალური თაფლი, ამ ნარევში დაასველეთ დოლბანდის ტამპონი და დაიდეთ ჭრილობაზე. ზემოდან შეგიძლიათ შეიხვიოთ. ამგვარი კომპრესი უნდა გამოიცვალოთ დღეში ერთხელ რამდენიმე დღის განმავლობაში და გაიჩეროთ 24 საათი.
  • კარგია მწარე აბზინდაც: აიღეთ მაისში მოგროვილი ბალახი, გამოაშრეთ და დააქუცმაცეთ ან დაფქვით, დაიყარეთ ტროფიკულ წყლულებსა და ძნელად შეხორცებად ჭრილობებზე, შეიხვიეთ და 24 საათი გააჩერეთ.

ნინელი ქირია, ზუგდიდი

გულყვითელას სიკეთე არასდროს დამავიწყდება

გულყვითელა მართლაც რომ ბუნების საოცრებაა. რაც უფრო მეტად ვინტერესდები სამკურნალო მცენარეებით, მით უფრო მეტს ვიგებ ამ საოცარი მცენარის სამკურნალო თვისებების შესახებ. დავასკვენი, რომ სახლში, როგორც იოდი ან რომელიმე სხვა ანტისეპტიკური საშუალება, ყოველთვის უნდა გვქონდეს გულყვითელას ნაყენიც.

  • აიღეთ მცენარის ღეროები და ფოთლები, დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ მინის ქილაში, დაასხით სპირტი ან არაყი და დადგით ბნელ, გრილ ადგილას, 2 კვირა გააჩერეთ და ნაყენი მზად არის. ის უხდება ნაღრძობს, მტკივან სახსრებს, კისრის ტკივილს. საკმარისია, მტკივანი ადგილი ნაყენით დაიზილოთ და თბილად შეიხვიოთ.

მისი გამოყენება შეიძლება კანის ზედაპირული დამწვრობის დროსაც.

ლაურა კირკიტაძე, ქუთაისი

ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა შინაც შეიძლება

ფრჩხილის ჩაზრდა ნამდვილ სატანჯველად მექცა. სალონებსა და დერმატოლოგებთან სიარულმაც დამღალა. ერთხანს ამის საშუალება აღარ მქონდა და გადავწყვიტე, სხვა გზა მეპოვა. ბევრი ძებნა არ დამჭირვებია. ეს წამალი 83 წლის ქალბატონმა მასწავლა და შვებით ამოვისუნთქე. პროცედურის დაწყებისას უნდა დაიბანოთ ფეხი სარეცხის საპნით და სოდიანი წყლით, კარგად გაიწმინდოთ და შეიმშრალოთ.

  • მშრალ თითზე უნდა დაიდოთ 1 სადილის კოვზი კარაქი ან მარგარინი, შემოიხვიოთ პოლიეთილენის ნაჭერი, ისე, რომ ფრჩხილი მთლიანად იფარებოდეს ცხიმით და გაიჩეროთ მთელი ღამე.

დილით მოიწმინდეთ ცხიმი, აიღეთ წინასწარ სპირტით გაწმენდილი ბასრპირიანი ქლიბი და ფაქიზად სცადეთ ფრჩხილის კანქვეშიდან გამოღება. თუ პროცედურისას კვლავ ტკივილს იგძნობთ, იგივე პროცედურა გაიმეორეთ და შემდეგ კიდევ სცადეთ ფრჩხილის მოჭრა. 2-3 პროცედურის შემდეგ ჩაბრუნებული ფრჩხილის ამოწევასაც და მოჭრასაც ადვილად მოახერხებთ.

ესმა ინაური, თბილისი

მრავალძარღვას თესლი თვალების სიწითლეს აცხრობს

დიდი ხანი არ არის, რაც ხალხური რეცეპტების შეგროვება დავიწყე. ერთგვარი კოლექციაც კი მაქვს, სადაც მხოლოდ საკუთარ თავზე გამოცდილ საშუალებებს ვინახავ. სწორედ ამ კოლექციიდან არის ეს რეცეპტიც.

  • თუ თვალები ხშირად გიწითლდებათ, უნდა მოამზადოთ ჩვეულებრივი ხახვის ნახარში, დაუმატოთ ცოტა თაფლი, კარგად აურიოთ და თვალები დღეში 4-5-ჯერ ამ ხსნარით გაიწმინდოთ.
  • თუ ამან შედეგი არ გამოიღო, აიღეთ 2 ჩაის კოვზი მრავალძარღვას დაფქული თესლი, დაასხით 2 ჩაის კოვზი ცივი წყალი და 6 სადილის კოვზი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ასე 1 საათი, გადაწურეთ და მიღებული ნარევი გამოიყენეთ საფენებისთვის.

გურამ შავდია, თბილისი


ნაღრძობ ფეხს მარილი და ძმარი მოგიშუშებთ

ზაფხულში მეგობართან ერთად აჭარის მაღალმთიან სოფელში ვისვენებდი. ერთ საღამოს ფეხი დამიცდა, მთიდან დავგორდი და ფეხი ვიღრძე. ტკივილზე მეტად ის მაწუხებდა, რომ უკვე ღამდებოდა და ვერაფრით მოვახერხებდი საავადმყოფოში წასვლას, ჩემი მასპინძლების შეწუხებულ სახეებს რომ ვუყურებდი, ტკივილი მიათმაგდებოდა. ჩემი ამბავი მეზობლებმაც შეიტყვეს. მოხუცი ბებიაც კი მოვიდა ჩემს სანახავად, ყველა დაგვამშვიდა და გვითხრა, ნატკენ ფეხს რამდენიმე წუთში დაგიამებო.

  • აიღო 2 სადილის კოვზი მარილი, დაასხა 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დაამატა 1 სადილის კოვზი ძმარი და კარგად აურია, ამ ნარევში დაასველა ბამბის ქსოვილის ნაჭერი და ზუსტად ერთი საათით დამადო ნატკენ ფეხზე, შემდეგ მომხსნა და იგივე კიდევ ერთხელ გაიმეორა.

არ დაიჯერებთ და ტკივილმა პირველივე პროცედურის შემდეგ გამიარა, შუშეპებაც კი დამიცხრა. სილურჯე რომ არ დამრჩენოდა, ამავე ქსოვილზე დამადო ყინული, რომელიც ორი საათის შემდეგ მომხსნა. ბოლოს კი მტკივანი ადგილი ქაფურის სპირტში დასველებული ტამპონით გამიწმინდა. მე და ჩემი მეგობარი თვალებს არ ვუჯერებდით...

ნია ღვალაძე, თბილისი

მწერის ნაკბენი ნუ შეგაშინებთ

მწერის ნაკბენი არ გაგირთულდებათ, თუ ცაცხვის ყვავილის ნაყენს დაიხმარებთ.

  • აიღეთ 1 სადილის კოვზი ცაცხვის ყვავილი და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, 2 საათი გააჩერეთ, მერე გაწურეთ და ნაყენი ბნელ, გრილ ადგილას შეინახეთ.

თუ მწერმა გიკბინათ, არ დაახანოთ, დაასველეთ ბამბის ტამპონი ამ ნაყენში და ნაკბენი ადგილი საგულდაგულოდ გაიწმინდეთ.

ცაცხვის ნაყენს აქვს კუჭის წვენის გამოყოფის გამაძლიერებელი თვისებაც, შეუძლია მეტეორიზმითა და აირების დაგროვებით გამოწვეული მუცლის ტკივილისა და ნაწლავების სპაზმების მოხსნა, ოღონდ ამისთვის შედარებით კონცენტრირებული ნაყენია საჭირო. იგი ასე მზადდება:

  • აიღეთ 4 სადილის კოვზი ცაცხვის ყვავილი და დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, დადგით. უნდა მიიღოთ თბილ-თბილი, ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ.

ლია ნიორაძე, გორი

ბარდა გულძმარვის დროს სოდას შეგიცვლით

ბოლო ხანს მეტისმეტად შემაწუხა გულძმარვამ. დავიწყე სოდიანი წყლის სმა, შემდეგ წამლებზე გადავედი, მაგრამ მათ შესაძენად ჯიბე მუდამ სავსე უნდა გქონდეს. აღარ მახსოვს, ვინ მირჩია ჩვეულებრივი ბარდის გამოყენება. თავიდან არ დავუჯერე, მაგრამ როდესაც ვსინჯე, დავრწმუნდი, რომ მართლაც ეფექტურია. მინდა, ეს რეცეპტი თქვენც გასწავლოთ:

  • ერთ მუჭა ბარდას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. 2 საათის შემდეგ წყალი გადაღვარეთ. როგორც კი გულძმარვა შეგაწუხებთ, მაშინვე ჩაიდეთ პირში 2-3 ბარდის მარცვალი და ღეჭეთ. რამდენიმე წუთში გულძმარვა გაგივლით. დამდუღრული ბარდა შეინახეთ მაცივარში.

გიგლა კუნჭულია, ოზურგეთი