დავეხმაროთ ერთმანეთს
თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.
-
უძილობასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ
მინდა, უძილობასთან ბრძოლის ჩემეული მეთოდი გაგაცნოთ. თავიდან სისხლის განდევნას ძილის წინ საყელოს ზონის მასაჟი აუმჯობესებს. უმჯობესია, ის გააკეთოთ ლიაპკოს ნემსისებური იპლიკატორით, რომელიც აფთიაქებში იყიდება. დაიორთქლეთ ტერფები. ამისთვის წყალი უნდა იყოს ძალიან ცხელი. ფეხები თანდათანობით ჩაყავით წყალში. დაიწყეთ ქუსლებით. პროცედურა მოითხოვს 20-30 წუთს. ამის შემდეგ ძილის კლანჭებისგან თავს ვეღარ დაიძვრენთ.
თუ თვალები დაგიმძიმდათ, დროს ნუ დაკარგავთ, მაშინვე ჩაწექით, რადგან ძილი მატარებელს ჰგავს - თუ ჩაიქროლა, ვეღარ დაეწევით. ძილის წინ გაიკეთეთ თბილი, 36-37-გრადუსიანი მარილის (უმჯობესია ზღვის მარილის) აბაზანა. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში საპირისპირო ეფექტს მიიღებთ.
- განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა ძილის წინ კატაბალახას ნაყენის შესუნთქვა ასეთი წესით: იყიდეთ კატაბალახას ნაყენი ფართოყელიანი ბოთლით და კარგად შეანჯღრიეთ. თითით დაიცეთ ცალი ნესტო, მეორით კი რაც შეიძლება დიდხანს შეისუნთქეთ ნაყენის სურნელი. არ იჩქაროთ. ამოისუნთქეთ მეორე ნესტოთი. იგივე გაიმეორეთ საპირისპირო მხარეს. ამ პროცედურიდან 20 წუთის შემდეგ რული მოგეკიდებათ.
ნერვული სისტემის გასაძლიერებლად ძალიან სასარგებლოა ასეთი კოქტეილი:
- შავბალახას ნაყენი - 1 ფლაკონი;
- კატაბალახას ნაყენი - 1 ფლაკონი;
- კუნელის ნაყენი - 1 ფლაკონი;
- იორდასალმის ნაყენი - 1 ფლაკონი;
ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, ერთი საჩაროზე კოვზი გააზავეთ 1/2 ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, აუცილებლად - ძილის წინ. ნარევს შეგიძლიათ დაუმატოთ კორვალოლის წვეთებიც. მკურნალობის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ სრულიად გამიქრა კარდიონევროზი, რომელიც არ დაექვემდებარა ქიმიურ პრეპარატებს. დაავადებებს წლების განმავლობაში ვიმკით, მათგან მორჩენა კი სწრაფად გვსურს. ასე არ ხდება, გზა პირველი ნაბიჯით იწყება და ამ ნაბიჯს თქვენ გარდა ვერავინ გადადგამს.
-
დავიცვათ ღვიძლი ჰეპატიტისა და ციროზისგან
მამაჩემი მთელი სიცოცხლე სოფლის მეურნეობას მისდევდა. ჰქონდა საკუთარი ვენახი, ყოველ წელიწადს აყენებდა ღვინოს და ბლომადაც სვამდა. როგორც ჩანს, მისმა ღვიძლმა დატვირთვას ვეღარ გაუძლო - რამდენიმე წლის წინ ექიმებმა ქრონიკული ჰეპატიტისა და ციროზის დიაგნოზი დაუსვეს. ცხადია, დაუნიშნეს მკურნალობაც, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ერთხანს სვა ექიმის გამოწერილი წამლები, მაგრამ მერე ვეღარ აუვიდა ხარჯს და თავი მიანება. გადავწყვიტეთ, შინაური საშუალება გვეცადა. ცოტა - ექიმის წამალმა, ცოტა - ჩვენმა, მდგომარეობა, ასე თუ ისე, მოუწესრიგა. გთავაზობთ ამ რეცეპტს - იქნებ თქვენც გამოგადგეთ.
- აიღეთ 3 კგ ქერი, გაარჩიეთ, გაასუფთავეთ, დაასხით 6 ლ წყალი და 2 საათი გააჩერეთ. შედგით ქურაზე და ადუღეთ ნელ ცეცხლზე, სანამ წყალი არ გამეოთხედდება. გადმოდგით ქურიდან, გააცივეთ და გადაწურეთ. გამოწურეთ დარჩენილი ქერიც. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
-
დაღლილობას და მეხსიერების გაუარესებას ასე გაუმკლავდებით
1 სადილის კოვზ ასფურცელას გამხმარ ყვავილს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და დადგით 2 საათი. მიიღეთ თითო სადილის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ამ ენერგიის მომგვრელი ჩაის დალევა განუსაზღვრელი ხნის განმავლობაში შეიძლება. ასე რომ, სვით ასფურცელას ნაყენი და დაღლილობა ვეღარაფერს დაგაკლებთ. თუ დაღლილობამ მეხსიერებასაც შეუტია, ქერი და ახალგაღვივებული ხორბალი გამოგადგებათ.
- უნდა აიღოთ დაახლოებით 100 გრამი ქერი, დაასხათ 300 მლ წყალი და კარგად მოხარშოთ, გადაწუროთ და ნახარშს დაუმატოთ 1 სადილის კოვზი თაფლი. ნაყენი უნდა გაყოთ ორ ნაწილად და დილა-საღამოს სვათ. ამის პარალელურად ახალგაღვივებულ ხორბალს უნდა მოაჭრათ მწვანე ღეროები და დღეში რამდენჯერმე მიირთვათ. ასე უნდა განაგრძოთ ორი კვირა. მეხსიერების სწრაფ აღდგენას ასეც შეუწყობთ ხელს:
- აიღეთ რამდენიმე საშუალო ზომის სტაფილო და გახეხეთ წვრილად, დაახლოებით 100-150 გრამი რომ გამოვიდეს. დაასხით ბლომად მზესუმზირას ზეთი. მიღებული მასა გაყავით ორად. ნახევარი მიირთვით დილით, უზმოზე, ნახევარი კი სამხრად, ცარიელ კუჭზე. მკურნალობა გრძელდება 2-3 კვირა. სტაფილოთი მკურნალობა აკრძალულია მათთვის, ვისაც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება აქვს.
-
ნაწოლებმა რომ არ შეგაწუხოთ
ნაწოლები ყველა მწოლიარე ავადმყოფის პრობლემაა, ამიტომ გადავწყვიტე, ეს რეცეპტი თქვენთვისაც გამეცნო.
- მინის ქილაში მოათავსეთ 100 გრამი კრაზანას ხმელი, დაქუცმაცებული ყვავილი, დაასხით 200 მლ ზეითუნის ზეთი, თავზე დაახურეთ და დააყენეთ სინათლეზე ორი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ ნაყენი გაწურეთ და თავდახურული ჭურჭლით დადგით სიბნელეში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაწოლებით დაზიანებული კანის კომპრესებისა და სახვევებისთვის.
შეგიძლიათ, ასეთი წამალიც სცადოთ: აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი ხახვის წვენი, სარეცხის საპონი, თაფლი და რძე, გამოიყენეთ კომპრესებისთვის დღეში 2-3-ჯერ.
ხეჭრელი კუჭ-ნაწლავს კურნავს
დისბაქტერიოზსა და მასთან დაკავშირებულ უსიამოვნო სიმპტომებს ხეჭრელის ჩაის წყალობით გავუმკლავდი.
- აიღეთ 50 გრამი ხეჭრელის დაქუცმაცებული ქერქი და დაასხით 50 მლ 30%-იანი სპირტი, დააყენეთ 5-6 დღე, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 20-40 წვეთი ჭამამდე დღეში ერთხელ.მოქმედება ნაყენის მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ დაიწყება.
- აიღეთ 3 წილი ხეჭრელის ქერქი, 2 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 1 წილი ფარსმანდუკის ბალახი, ამ მცენარეთა 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩ. ჭ. მდუღარე, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა ძილის წინ როგორც ქრონიკული შეკრულობის, ისე სხვადასხვა სახის კოლიტისა და ენტეროკოლიტის დროს.
ხეჭრელის დიდხანს მიღება არ შეიძლება ორსულთათვის. ამასთან, იგი შეჩვევას იწვევს, ამიტომ ერთი თვის შემდეგ სასურველია სხვა წამლით შეცვალოთ.
-
კუჭის ტკივილი აღარ მაწუხებს
მაქვს ქრონიკული გასტრიტი. ხშირად მტკიოდა კუჭი და მაწუხებდა გულძმარვა. წინათ მინერალური და სოდიანი წყლით ვშველოდი, მაგრამ ეს შვება რამდენიმე საათს თუ გრძელდებოდა. მერე ხალხური მედიცინით დავინტერესდი და დავიწყე გულძმარვის საწინააღმდეგო საშუალების ძებნა. მრავალი რეცეპტი მოვსინჯე, მაგრამ შვება მხოლოდ ერთმა მათგანმა მომგვარა. გაგაცნობთ ამ რეცეპტს.
- აურიეთ ერთმანეთში გამხმარი, დაქუქმაცებული 1 ჩაის კოვზი პიტნა, 1 ჩაის კოვზი კამა, 2 ჩაის კოვზი კრაზანა. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი, გაფილტრეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში, ერთ ჯერზე - 1-2 სუფრის კოვზი.
გულძმარვისა და კუჭის ტკივილის პროფილაქტიკისთვის ამ ნაყენს ჭამის წინ ვიღებ, მაგრამ მომხდარა ისეც, რომ ჭამის შემდეგ მიმიღია და ამით არაფერი დაშავებულა.
-
თამბაქოს მიტოვებაში ევკალიპტი და მრავალძარღვა დაგეხმარებათ
ამისთვის საჭიროა ევკალიპტის ფოთლების ნაყენი, რომელიც ასე მზადდება:
- 1 სადილის კოვზ ევკალიპტის ფოთოლს უნდა დაასხათ 2 ჭიქა მდუღარე, დააყენოთ 1 საათით, გაწუროთ, დაუმატოთ 1 სადილის კოვზი თაფლი, 1 სადილის კოვზი გლიცერინი და მიიღოთ 1/4 ჭიქა დღეში 5-6-ჯერ 3-4 კვირის განმავლობაში. მკურნალობის პირველ სამ დღეს არ შეიძლება მლაშე, ხორცისა და შებოლილი პროდუქტების მიღება. რამდენჯერაც სიგარეტის მოწევა მოგინდებათ, პირში გამოივლეთ სოდის წყალხსნარი - 1 სადილის კოვზი სოდა 1 ჭიქა წყალზე.
- მრავალძარღვას ახალგაზრდა ფოთლები მოათავსეთ მინის ჭიქაში, დაასხით არაყი, დააფარეთ მინა და დადგით მზეზე. ორი კვირის შემდეგ სითხე პატარა ბოთლში გადაასხით. ეს ბოთლი მუდამ თან იქონიეთ ნატეხ შაქართან ერთად. მოწევა მოგინდებათ თუ არა, შაქარს დააწვეთეთ მრავალძარღვას ნაყენი და მოწუწნეთ. რამდენიმე ხნის შემდეგ (ორგანიზმის ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით) მოწევის სურვილი გაქრება, ხოლო სიგარეტის კვამლი არასასიამოვნო გახდება და გულისრევასაც კი გამოიწვევს.
-
გაიკაჟეთ ორგანიზმი
გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ყველა დაავადებას ერთი და იმავე საშუალებით - ალოეთი წამლობდნენ. მისი საშუალებით მკურნალობდნენ პოდაგრასაც და ხველასაც, გულსაც და სახსრებსაც. მეც ხშირად ვიყენებ ამ მცენარეს ძალ-ღონისა და იმუნიტეტის აღსადგენად.
- წამლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სამწლიანი ალოეს სამი საკმაოდ მსხვილი ფოთოლი. მათ მოჭრამდე მცე-ნარე ერთი კვი-რა არ მორწყოთ. მოჭრილი ფოთლები დარეცხეთ, ეკლები დააჭერით, გაატარეთ ხორცსაკეპ მან-ქანაში და გამო-წურეთ. გამონა-წური 300 გ მაინც უნდა იყოს. დაამატეთ 1/2 კგ ნატურალური თაფლი და 1 ბოთლი კაგორი (სადესერტო წითელი სამარკო ღვინო). ეს ნარევი 1 კვირით დადგით სიბნელეში.
პირველი 5 დღის განმავლობაში მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 1-ხელ, შემდეგ - თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 10 დღიდან 2 თვემდეა. მე წელიწადში ერთხელ ვიტარებ და თავს მშვენივრად ვგრძნობ.