დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

.

თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.

  • დაფნის ფოთოლი პატარებს ყურის ტკივილს დაუამებს

ჩემს გოგონას ზოგჯერ ყური სტკივა. ექიმთანაც მყავდა, მაგრამ ვერავითარი პათოლოგია ვერ დაუდგინეს. პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი მაინც დაგვენიშნა. ცოტა ხანს გვიშველა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ყურის ტკივილმა მაინც შეგვაწუხა. ბოლოს დედაჩემმა ერთი წამალი მასწავლა, რომლითაც თურმე პატრაობისას მე და ჩემს დას გვიამებდა ყურის ტკივილს.

    • მომინანქრებულ ქვაბში ჩაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ჩაყარეთ 5 ცალი დაფნის ფოთოლი, დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. გადმოდგით ქურიდან, კარგად შეფუთეთ და 2-3 საათი გააჩერეთ. ჩააწვეთეთ ბავშვს მტკივან ყურში 8-10 წვეთი, ხოლო 2-3 სუფრის კოვზი დაალევინეთ. პროცედურა გაიმეორეთ 2-3-ჯერ.

  • ღრძილებს წითელი მოცვის ნაყენი უხდება

რამდენიმე ხნის წინ დამეწყო ღრძილების შესივება, მფეთქავი ტკივილი და რამდენიმე კბილი მომერყა კიდეც. მაშინვე წავედი ექიმთან, რომელმაც პაროდონტოზის დიაგნოზი დამისვა. მკურნალობის კურსიც ჩავიტარე და ერთხანს აღარაფერს შევუწუხებივარ, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ჩივილები გამიმეორდა. მაშინ კი დახმარებისთვის ბუნებას მივმართე და ასეთი ნაყენით დავიწყე მკურნალობა:

    • ვიღებთ წითელი მოცვის გამომშრალ ფოთოლს - 6 გრამს, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და ვადუღებთ 20 წუთის განმავლობაში. გადმოვდგამთ ქურიდან, ვაცივებთ, გადავწურავთ და თავდაპირველ მოცულობამდე - 200 მლ-მდე - ვავსებთ გადადუღებული წყლით.

ეს ნაყენი უნდა ივლოთ პირში ყოველ 2-3 საათში ერთხელ.

  • თმის ცვენის დროს ოროვანდი გიშველით

40 წელიწადია, ვიღებავ თმას. ადრე ბუნებრივი საშუალებები იყო და თმის ცვენას არ შევუწუხებივარ, ახლა კი, რაც ეს ქიმია შემოვიდა და მათი გამოყენება დავიწყე, შევამჩნიე, რომ ალაგ-ალაგ თმა შემითხელდა. სასწრაფოდ დავიწყე წამლის ძებნა. ჩემმა მეგობარმა, რომელსაც შესანიშნავი თმა აქვს, ოროვანდის ფესვის ნახარშის შეზელა მირჩია. ასეც მოვიქეცი და შედეგით კმაყოფილი დავრჩი. გთავაზობთ ამ რეცეპტს:

    • აიღეთ 20 გრამი ოროვანდის ფესვი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ, ვიდრე ნახევარი არ აორთქლდება. დაუმატეთ იმდენივე უმარილო ღორის ქონი, მოათავსეთ კერამიკულ ჭურჭელში, დაახურეთ თავზე და შედგით ღუმელში 3-4 საათით. რომ გაცივდება, წყალი გადაღვარეთ და დარჩენილი მასა თმაშეთხელებულ ადგილებზე წაისვით.

  • კამის თესლი ჯიბლიბოს მოგირჩენთ

ჯიბლიბო ყველამ იცის. თუ არ გქონიათ, ნანახი მაინც გექნებათ. ცოტა ხნის წინ მეც დამემართა. თანამშრომელმა, ამ მდგომარეობაში რომ დამინახა, კამის თესლის ნაყენის საფენები მირჩია. ვსინჯე და მართლაც ძალიან მომიხდა. რეცეპტი ასეთია:

    • აიღეთ 1 ჩაის კოვზი კამის თესლი, დანაყეთ როდინში და დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი, წამოადუღეთ და 5 წუთი დატოვეთ ცეცხლზე. გადაწურეთ და გააცივეთ. დაასველეთ ამ ნაყენში ბამბის ტამპონი, გაწურეთ და დღეში რამდენიმეჯერ დაიდეთ ჯიბლიბოზე.