/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პედიატრია

ყურის ტკივილი ბავშვებთან

ყურის ტკივილი ბავშვებთან
ბავშვის ყური, უფრო კონკრეტულად, ევსტაქის მილი, ისეა მოწყობილი, რომ ბევრმა ფაქტორმა შეიძლება დაარღვიოს ამ სათუთი და ადვილად დასაზიანებელი ორგანოს მუშაობა. სწორედ ამიტომ 3 წლამდე ასაკის ბავშვების 75%-ს შესაძლებელია მსგავსი პრობლემები ჰქონდეს.

შესაძლო მიზეზებიდან აღსანიშნავია:

  • ბანაობა, თუ ყურში მოხვდა წყალი, განსაკუთრებით - ცივი ან დაბინძურებული;
  • უცხო სხეული;
  • ყურის ტრავმა (დაჟეჟილობა, დამწვრობა, მწერის ნაკბენი, დაფის აპკის გახეთქვა და ა.შ.);
  • სმენის გასავალში გოგირდის მსხვილი საცობის წარმოქმნა;
  • გაციება.

შინაგანი ფაქტორებია:

  • ბავშვების ყურის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი ოტიტია: შეიძლება იყოს შუა-, როდესაც ანთება შუა ყურშია და ხშირად რინოფარინგიტის შედეგია, ან გარე-, როდესაც გარეთა სმენის არხის ანთებაა, რომელიც სმენის გასავალში ფურუნკულის ან ჭრილობის შემდეგ ვითარდება;
  • ოტომიკოზი (სოკო);
  • ევსტაქიიტი - ევსტაქის მილის ანთება;
  • ვირუსული ინფექცია;
  • გაციება;
  • ქუნთრუშა, სინუსიტი, ანგინა ან კბილის პრობლემები;
  • სმენის ნერვის დაზიანება;
  • სიმსივნური პროცესები;
  • მეზობელი ორგანოების (თავის ტვინი, თვალი, ცხვირი, ყელი, კისერი, ახლოს მდებარე სისხლძარღვები სხვადასხვა პათოლოგია);
  • არტერიული და ქალაშიდა წნევის მატება, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ჰიპოტონია.

ძალიან ხშირად ბავშვების გაციება ყურის ტკივილით, ანუ მისი ანთებით რთულდება. 4 წლამდე ასაკში ბავშვები განსაკუთრებით ხშირად ავადობენ ამ დაავადებით. როგორც წესი, გაციების გავლის შემდეგ ყურის ტკივილიც აღარ აღინიშნება. ამასთან, ძალიან ხშირად იწევს ტემპერატურა, ვლინდება მცირე შემაგრება და ყურის მიდამოს სიწითლე. დაავადების ამ სტადიაში დაფის აპკის ზედა ნაწილის ანთება იკვეთება. თუ დაავადება დროულად გამოვლინდება და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, გამოჯანმრთელებაც არ დააყოვნებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოტიტის - ყურის ანთების - პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. თუ ეს დაუყოვნებლივ შეუძლებელია, მაშინ, უპირველესად, ბავშვს ტკივილი უნდა შეუმსუბუქდეს. შესაძლებელია ყურთან თბილი სათბურის მოთავსება ან ტკივილგამაყუჩებლის მიცემა. ტემპერატურის დასაქვეითებლად კი საჭიროა სიცხის დამწევი საშუალება.

ზოგჯერ ანთებითი დაფის აპკი სკდება და ყურიდან გამოიყოფა თხევადი ჩირქი, რომელიც დილით ბავშვის ბალიშზე შეიძლება აღმოაჩინოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ხნით ადრე დაწყებული აბსცესი გასკდა.

ხშირად ბავშვები არ უჩივიან ყურის ტკივილს, ამიტომ ძნელია იმის განსაზღვრა, რომელ სტადიაზეა ანთება. ჩირქის გამოყოფისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია. დამოუკიდებლად შეიძლება მხოლოდ ყურის ფაქიზად გაწმენდა, რომ ჩირქი კანზე არ დარჩეს.

ყურის ანთების დროს დაავადების დაწყებიდან რამდენიმე დღეში შესაძლებელია, ბავშვს სმენა დაუქვეითდეს. თუმცა დროული და სწორი მკურნალობით ანთება სწრაფად გაივლის და სმენაც აღდგება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ყურის ტკივილი ბავშვებთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები