დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

კარტოფილი თირკმელებს შველის

უკვე რამდენიმე წელია, თირკმელკენჭოვანი დაავადების დიაგნოზი დამისვეს. რა აღარ ვცადე _ ხან არაყზე დამზადებული წამლები ვსვი, ხან შარდმდენი ნაყენები. ყველაზე უვნებელი საშუალება კი კარტოფილი აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ ხალხური მედიცინა მას დიდი ხანია თირკმელკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ იყენებს. ოღონდ გახსოვდეთ, წამლის დასამზადებლად ვარგისია მხოლოდ უსასუქო, ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე მოყვანილი ბოსტნეული.

  • აიღეთ ორი ცალი საღი კარტოფილი და საგულდაგულოდ გარეცხეთ. ძალიან ფრთხილად მოაცილეთ კანი, გაჭერით შუაზე და ხარშეთ, სანამ კარგად არ დარბილდება. ნახარში გადაასხით ჭურჭელში და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ ჭამის წინ.

როგორ ავწიოთ ჰემოგლობინი

ჩემი ქალიშვილისთვის როცა კი არ უნდა გამეკეთებინა ჰემოგლობინის ანალიზი, მისი მაჩვენებელი ყოველთვის ნორმაზე დაბალი იყო. ყველას რჩევა-დარიგებას ვთხოვდი, მინდოდა, სისხლში მისი შემცველობა ხალხური საშუალებებით ამეწია. ბოლოს ასეთი რეცეპტი მასწავლეს:

  • უნდა აიღოთ 25 გრამი ასკილის გამომშრალი ნაყოფი და ჩაისავით დააყენოთ. უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ, თითო ჭიქა.
  • მდგომარეობის გამოსწორება შვრიითაც შეიძლება. უნდა აიღოთ 1 ჭიქა შვრია, დაასხათ 3 ჭიქა წყალი და 20 წუთი ხარშოთ. უნდა მიიღოთ თითო ჭიქა დღეში 2-ჯერ.

ლიმონი და ნიორი ათეროსკლე-როზის წამალია

ათეროსკლეროზი, ალბათ ყველამ იცის, სისხლძარღვების ქრონიკული დაავადებაა. დედაჩემსაც დაუსვეს ასეთი დიაგნოზი, დაუნიშნეს მედიკამენტები. დავიწყე ამ დაავადების შესახებ ლიტერატურის კითხვა და აღმოვაჩინე, რომ მას უხდება ლიმონი და ნიორი. მოვამზადე წამალი და მივაღებინე დედას ისე, როგორც რეცეპტში ეწერა. გთავაზობთ ამ რეცეპტს:

  • აიღეთ ერთი თავი ნიორი, გახეხეთ, დაუმატეთ ერთი ცალი ლიმონის გამონაწური და ორი ჩაის კოვზი თაფლი. ნარევი გაყავით ორად და მიიღეთ დილით და საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ფრჩხილის სოკო შინაური წამლითაც შეგიძლიათ მოირჩინოთ

რამდენიმე წლის წინ უეცრად შევამჩნიე, რომ ფეხის ფრჩხილის ფერი შემეცვალა, მოჭრისას სხვა ფრჩხილებთან შედარებით უფრო გარქოვანებული და სქელი იყო და თითქოს ფქვილივით იშლებოდა. მეგობარმა დამხედა თუ არა, მაშინვე მითხრა, რომ სოკოვანი დაავადება მქონდა და ასეთი მალამოს მომზადება მასწავლა:

  • ნახევარლიტრიან ქილაში ჩადეთ კვერცხი, დაასხით 70%-იანი ძმრის ესენცია _ იმდენი, რომ კვერცხი დაფაროს და შედგით მაცივარში, ვიდრე კვერცხის ნაჭუჭი მთლიანად არ გა-იხსნება. შემდეგ დაუმატეთ 200 გრამი ნაღების კარაქი ან ნე-ბისმიერი ცხიმი, კარგად აურიეთ და წაისვით ძილის წინ დაბანილ ფეხებზე, მხოლოდ დაზიანებულ ადგილებზე, რომ საღი კანი არ დაგეწვათ. ამოიცვით ბამბის წინდები და ისე დაიძინეთ.

მოცვის ნაყენი ფაღარათის დროს შვებას მოგგვრით

ძალიან სუსტი კუჭ-ნაწლავი მაქვს. ხშირად მაწუხებს ფაღარათი. მაცივარში მუდამ მიდგას მოცვის ნაყენი, რომელსაც ასეთ დროს ვიღებ და შედეგით კმაყოფილი ვარ. გთავაზობთ რეცეპტს:

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი ხმელი მოცვი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი და გააჩერეთ 8 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

კრიტიკული დღეების სიმძიმეს წითელი ძახველი შეგიმსუბუქებთ

კრიტიკული დღეების დროს, გარდა მუცლის არეში უსიამოვნო შეგრძნებისა, მაწუხებს ჭარბი გამონადენიც. ამ დროს დედა მიმზადებს წითელი ძახველის ქერქის ნახარშს, რომლის რეცეპტს სიამოვნებით ვასწავლი თქვენს მკითხველებსაც.

  • აიღეთ ოთხი ჩაის კოვზი წითელი ძახველის დაქუცმაცებული ქერქი და დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ადუღეთ ნახევარი საათი და მაშინვე გადაწურეთ. შემდეგ საწყის ოდენობამდე შეავსეთ გადადუღებული წყლით და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ოცი წუთით ადრე.

ქუთუთოების ანთებას ქრიზანთემის ყვავილით ვმკურნალობ

სამუშაოს გამო თვალები სულ დაძაბული მაქვს. ხშირად ვმუშაობ კომპიუტერთან, ხელოვნური განათებაც თითქმის მთელი დღე მჭირდება. ალბათ, ამის გამოც დამემართა ქუთუთოების ანთება. კოლეგამ ქრიზანთემის ნახარშის საფენები მირჩია. რეცეპტი ასეთია:

  • ავიღოთ ერთი სუფრის კოვზი ქრიზანთემის ყვავილი, ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი. დავდგათ ნელ ცეცხლზე თავდახურული ჭურჭლით, მივიყვანოთ ადუღებამდე და 15 წუთის განმავლობაში ვადუღოთ. გადმოვდგათ, გავაჩეროთ კიდევ 15 წუთი და გადავწუროთ. გავიკეთოთ ამ ნახარშის საფენები.