დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

წითელი ქარი შინაური საშუალებითაც შეიძლება მოვირჩინოთ

რამდენიმე თვის წინ ფეხი ვიტკინე, მერე კი წითელი ქარი დამემართა. მომცა მაღალი სიცხე, ფეხი დამიწითლდა, შემიშუპდა, საშინლად მტკიოდა. ისე ცუდად ვიყავი, დაუხმარებლად საპირფარეშომდეც კი ვერ მივდიოდი. დამინიშნეს ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკების ნემსები. სიცხემ კი დამიწია, მაგრამ ფეხზე კანი კვლავ წითელი, გაღიზიანებული და მტკივნეული დამრჩა. ბოლოს მეზობელმა მასწავლა წამალი, რომელმაც ანთება მომირჩინა. გთავაზობთ ამ წამლის რეცეპტს:

  • აიღეთ 1 წილი ცარცის ფხვნილი, 1 წილი გვირილის დაფხვნილი ყვავილი, 1 წილი წითელი აგურის ფხვნილი, 1 წილი დაფხვნილი სალბის ფოთოლი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში, ნარევი დააყარეთ ბამბის ქსოვილზე და დაზიანებულ ადგილზე დაიდეთ. სახვევი გამოიცვალეთ დღეში 4-ჯერ ჩაბნელებულ ადგილას, რათა მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდეს.

როგორ მოვათვინიერე ეგზემა

სამი წლის განმავლობაში ხელებზე ეგზემური გამონაყარი მქონდა. განსაკუთრებით აუტანელი იყო ქავილი, რომელსაც ვერაფერს ვშველოდი. ცოტა ხნის წინ კი ისე იოლად მოვერიე, თვითონაც არ მჯეროდა. ამ წამლის გამოყენებისას აუცილებელია ერთადერთი პირობის განუხრელი დაცვა: მკურნალობისას არ უნდა დაიბანოთ ხელები. ბევრი დიასახლისი გაიკვირვებს და იტყვის: არა, ეს საჩემო არ არის; როგორ გავჩერდე ხელების დაუბანლად, როცა დილიდან საღამომდე ამდენ საქმეს ვაკეთებო? - მაგრამ როდესაც საქმე ჯანმრთელობაზე მიდგება, საოჯახო ვალდებულებები ცოტა ხნით შეიძლება დავივიწყოთ.

  • აი ჩემი რეცეპტიც: ხელზე უნდა დაისხათ და შეიზილოთ 9-პროცენტიანი ძმარი, რომელიც უნდა განაზავოთ წყალში, შეფარდებით 1:2, ანუ 1 წილი ძმარი 2 წილ წყალზე.

ეს ნაზავი ხელებს ისე არბილებს, რომ ისინი ყოველგვარ მალამოს შესანიშნავად იწოვენ. ხსნარს რომ წაისვამთ, ხელები 3-4 საათი არ უნდა დაისველოთ. მერე შეგიძლიათ აუცილებელი საქმეები გააკეთოთ, მოგვიანებით, ძილის წინ კი იმავე პროცედურის გამეორებაა საჭირო.

ასეთივე ხსნარით შეგიძლიათ დაისველოთ ქუსლები, თუ გიშრებათ და გისკდებათ. ხსნარი წაისვით ღამით, ძილის წინ, და ფეხებზე ბუნებრივი, ბამბის წინდები ამოიცვით. ძმრის წყალხსნარით ეგზემის მკურნალობისას აუცილებელია, რაციონიდან ამოიღოთ ზოგიერთი პროდუქტი, განსაკუთრებით ისეთები, რომელთა მიღებასაც, ჩვეულებრივ, ექიმი არ გირჩევთ.

სელის თესლი ბუნების საოცრებაა

ჩვეულებრივი სელის პაწაწინა თესლს უდიდესი სამკურნალო ძალა აქვს. წინათ ბუნების ამ საოცრებას მხოლოდ გასტრიტის სამკურნალოდ ვიყენებდი. მისი მიღების შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობდი, კუჭისა და ნაწლავების ტკივილი კარგა ხანს აღარ მაწუხებდა. ერთხელ კი, ნახარშის ხანგრძლივი მიღების შემდეგ, შევამჩნიე, რომ მხოლოდ კუჭი კი არა, სახსრებიც ნაკლებად მტკიოდა. გავიფიქრე: იქნებ მხოლოდ დამთხვევაა-მეთქი, - მაგრამ მომდევნო კურსის შემდეგ ეჭვი გამეფანტა - დიახ, ნახარში სახსრების ტკივილსაც უხდებოდა. მოგვიანებით ხელში ჩამივარდა წიგნი, სადაც ავტორი გვიყვებოდა, როგორ იყენებდა სელის თესლს გასტრიტის, ართროზისა და ართრიტის სამკურნალოდ და სიამაყე ვიგრძენი, რომ ყოველივე ამას გაცილებით ადრე, პირადი გამოცდილების შედეგად მივხვდი. სელის თესლით მკურნალობისას 3 კგ მოვიკელი, თუმცა არავითარი დიეტა არ დამიცავს, არც თავი შემიზღუდავს რამით. ნახარში ასე მზადდება:

  • აიღეთ 1 ჭიქა სელის თესლი, დაასხით 3 ლ ცივი (სასურველია, წყაროს) წყალი, შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ, მერე კი 2 საათი ადუღეთ წყლის აბაზანაში, ძალიან დაბალ ცეცხლზე. მზა ნახარში უნდა გაწუროთ და სვათ 100 მლ დღეში 6-8-ჯერ.

მკურნალობის კურსი 18 დღეა. 3 დღეში ერთხელ აუცილებელია ახალი ნახარშის მომზადება. ასეთი წამალი აჩქარებს კუჭის დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, გარდა ამისა, წმენდს ორგანიზმს მარილებისგან, ამცირებს ანთებით პროცესს და სწორედ ამის შედეგია, რომ სახსრებში ტეხის შეგრძნება და ტკივილი თანდათან ქრება.

ცოტა ხნის წინ კი წავიკითხე, რომ სელის თესლის ფაფას ძვლის ტვინის ანთების და ძნელად შეხორცებადი ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდაც იყენებენ. სამკურნალო ფაფის მოსამზადებლად აიღეთ მეოთხედი ჭიქა სელის თესლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე და შეფუთეთ. ასე გააჩერეთ მთელი ღამე. დილით ფაფა მზად იქნება. ის უნდა გაახვიოთ სელის სტერილურ ხელსახოცში, - უმჯობესია ძველში, რადგან იგი ახალზე გაცილებით რბილია, თხელია და შესანიშნავად იწოვს ტენს, - დაიდეთ დაზიანებულ სახსარზე, ძვალზე, ჭრილობაზე და გააჩერეთ, ვიდრე არ გაშრება. ასეთი საფენი უნდა გაიკეთოთ დღეში 2-3-ჯერ.


სამყურა სტომატიტს შველის

სამყურას ნაყენსა და ნახარშს უხსოვარი დროიდან იყენებენ უამრავი დაავადების სამკურნალოდ. ამ მცენარეს ნერვული სისტემის დამამშვიდებელი, კრუნჩხვებისა და სპაზმების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მის გამოყენებას სპეციალისტები ისეთი დაავადებების დროს გვირჩევენ, როგორებიცაა სტენოკარდია, ათეროსკლეროზი, კორონარული სისხლძარღვების თრომბოზი, უძილობა, თავის ტკივილი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა. განსაკუთრებით კარგია კლიმაქსის პერიოდში.

სამყურას მიღებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი შხამიანია, ამიტომ აუცილებელია დოზირების ზუსტი დაცვა. უმჯობესია, იგი სხვა მცენარეთა ნარევთან ერთად გამოიყენოთ. მე სამყურათი სტომატიტს ვუმკურნალე. ადრე პირის ღრუში ხშირად მიჩნდებოდა გამონაყარი. თავდაპირველად მზა წამლებს ვიყენებდი. გამონაყარი ქრებოდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ ჩნდებოდა, უბრალო გაციებაც კი ამწვავებდა. ერთხელ დეიდამ მირჩია, სამყურა მესინჯა. აღმოჩნდა, რომ ლორწოვანი გარსის ანთებისას კარგია ნაყენი, რომელიც სამყურას, ტუხტის ფესვებისა და სამკურნალო გვირილის ნარევისგან მზადდება.

  • თანაბარი რაოდენობით ავურიოთ ერთმანეთში სამყურას, გვირილისა და ტუხტის ფესვები. 1 წილ ნარევს დავუმატოთ 3 წილი სელის თესლი. შემდეგ ავიღოთ 1 სადილის კოვზი ნარევი და დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე. გავაჩეროთ 15 წუთი, გადავწუროთ და თბილ-თბილი გამოვივლოთ პირსა და ყელში დღეში რამდენჯერმე, ოღონდ ერთხელ - აუცილებლად ძილის წინ.

მკურნალობა საჭიროა, ვიდრე ლორწოვანი გარსი მთლიანად არ მოშუშდება. ეს ნაყენი ეფექტიანია ანგინის დროსაც.

ოროვანდი სიმსივნისგან დაგიცავთ

ამ წამლის მომზადება მართლმადიდებელმა მღვდელმა მასწავლა. იგი შესანიშნავი საშუალებაა კიბოსწინარე დაავადებებისგან თავის დასაცავად, - ისეთებისა, ხალხში კეთილთვისებიან სიმსივნეებს რომ უწოდებენ. მისი მიღება ყველას შეუძლია, რათა კიბოსწინარე დაავადებები ავთვისებიან წარმონაქმნებად არ გადაგვარდეს. წამლისთვის საჭიროა ოროვანდის ფოთლები, მაგრამ თუ შეატყვეთ, რომ საკმარისი რაოდენობით ვერ მოაგროვეთ, შეგიძლიათ ღეროებიც მიამატოთ. უმჯობესია, ფოთლები დაკრიფოთ მცენარის აყვავებამდე, მაისში ან ივნისის დასაწყისში, წვიმის შემდეგ - ნაწვიმარზე წვენი ფოთლებში გაცილებით მეტია. მოგროვილ ფოთლებს ნუ გარეცხავთ, - დოლბანდით ან რაიმე სუფთა ნაჭრით გაწმინდეთ და ისე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. გატარებული მასა კი გამოწურეთ. აუცილებელია იმდენი მცენარე, რომ 4 ლიტრი წვენი მოგიგროვდეთ.

  • წვენს უნდა დაამატოთ 0,5 კგ მაისის საუკეთესო თაფლი და 0,5 ლ სამედიცინო სპირტი, კარგად აურიოთ და მაცივარში შედგათ. სვით თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, ვიდრე არ გათავდება.