არყის კვირტები ფეხის კუნთების სპაზმის დროს მდგომარეობას ამსუბუქებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არყის კვირტები ფეხის კუნთების სპაზმის დროს მდგომარეობას ამსუბუქებს

ბოლო პერიოდში გამიხშირდა ღამით ფეხის კრუნჩხვები. მეგობარმა მირჩია არყის კვირტების ნაყენი, რომელმაც შემიმსუბუქა სპაზმები.

  • ნაყენის მოსამზადებლად - გახსენით ორი ჩაის კოვზი კვირტი ერთ ჭიქა მდუღარე წყალში და დალიეთ დღეში სამჯერ.

ნინო გელაშვილი, მცხეთა

როცა ფეხები გვეკვანძება

ხანდახან მეკვანძება და მტკივა ბარძაყის მიდამო, ხან - წვივის უკანა მხარე. როცა პროთრომბინი მაღალი მაქვს, ვსვამ თრომბოასპირინს.

იქნებ მითხრათ, რა მივიღო, როცა პროთრომბინი ნორმის ფარგლებშია.

ალბათ ყველა ჩვენგანმა იცის, რა უსიამოვნო შეგრძნებაა "ძარღვის გაკვანძვა". საბედნიეროდ, უმრავლესობას ასეთი რამ იშვიათად აწუხებს, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ფეხების ხშირ კრუნჩხვას უჩივიან. რისი ბრალია ეს და როგორ ვებრძოლოთ?

ცნობილია, რომ კრუნჩხვა კუნთის კუმშვითი რეფლექსის მომატების გამო ვითარდება. ეს რეფლექსი იმატებს კუნთში მიმდინარე ცვლის პროცესების შეფერხებისას, როდესაც მასში მცირდება ენერგეტიკული სუბსტრატის - ადენოზინტრიფოსფორმჟავას (ატფ-ს) რაოდენობა, მისი შემცირება კი აქვეითებს კუნთის დამოუკიდებელი მოდუნების უნარს.

ამრიგად, კუნთებში ატფ-ს დონის დაქვეითება მხოლოდ სისხლის თვისებების ცვლილებებს (მისი სიბლანტის მომატებას) ან კუნთის მკვებავი სისხლძარღვების პათოლოგიას კი არა, არამედ გადაჭარბებულ კუნთოვან გადაღლასაც იწვევს, რომლის შედეგიც არის სწორედ კუნთის რეფლექსის მომატება და მისი უნებლიე კუმშვა. უნდა ითქვას, რომ კუნთის გადაძაბვას მხოლოდ გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა - ხანგრძლივი სიარული, ინტენსიური სირბილი, სიმძიმეების აწევა - არ იწვევს; ის შეიძლება განვითარდეს ერთი შეხედვით საშუალო ფიზიკური განვითარების ადამიანისთვის შესაფერისი ფიზიკური აქტივობის შედეგადაც და კიდურების ხანგრძლივი ტკივილები გამოიწვიოს.

ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომელიც მხოლოდ განსაზღვრულ სიტუაციებში მეორდება, არის გადაცივება, მაგალითად, ცივ წყალში ბანაობისას ან ზამთარში, დაბალი ტემპერატურის დროს. ასეთი კრუნჩხვა დაავადების ნიშანი არ არის, თანაც იშვიათია. თუ კუნთების სპაზმი განვითარდა უხერხულ პოზაში დიდხანს ყოფნის შედეგად, - კუნთის ნერვი მიიჭყლიტა კუნთის არხში, - საჭიროა მდგომარეობის შეცვლა, შეშუპებული კუნთების მოდუნება და მსუბუქი, მოთელვითი მასაჟის ჩატარება. კრუნჩხვა უმეტესად მტკივნეულია, დიდხანს არ გრძელდება, მაგრამ შეიძლება განმეორდეს მცირე ხნის შემდეგ.

მტკივნეული კრუნჩხვები აღენიშნებათ ხანდაზმულებსაც და ახალგაზრდებსაც, თუმცა უფრო მეტად მაინც ასაკოვანი ადამიანები უჩივიან. აღმოცენდება ღამით, სითბოში, ძილის დროს - სწორედ ასეთი გარემო განაპირობებს კუნთების სწრაფ და ინტენსიურ კუმშვას.

კრუნჩხვის პროვოცირება შეუძლია კუნთის აქტივობას, გადაღლას, როდესაც ერთი და იმავე ჯგუფის კუნთები ხანგრძლივად იტვირთება. ასეთი კრუნჩხვები, წესისამებრ, უვითარდებათ იმ ადამიანებს, რომელთა სამუშაოც ფეხზე დგომას მოითხოვს.

წვივის კუნთების კრუნჩხვა შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ასევე....

თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე

https://mkurnali.ge/skhvadaskhva/sindromi/1927-roca-fekhebi-gvekvandzeba.html