რევმატიულ ტკივილებს ნიახური დაგიამებთ
- 1 სადილის კოვზი ახალდაქუცმაცებულ ნიახურის ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი და შეფუთეთ 4 საათის განმავლობაში.შემდეგ გადაწურეთ და ნაყენი სვით 2-2 სადილის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
შეგიძლიათ, ნიახურის ფესვების ნაყენი ცივი წყლითაც მოამზადოთ, ოღონდ ასეთი მეთოდით დამზადებული წამალი უნდა დალიოთ მეოთხედი ჭიქა, 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.
კ. ღ., ლამისყანა
-
რევმატიზმი
რევმატიზმი (სოკოლოვსკი-ბუიოს დაავადება) წარმოადგენს ზოგად ინფექციურ-ალერგიულ დაავადებას, რომელიც ხასიათდება
შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი დაზიანებით, უპირატესად - გულ-სისხლძარღვთა სისტემაში ლოკალიზაციით და ხშირად პათოლოგიურ პროცესში ორგანიზმის სხვა სისტემებისა და ორგანოების ჩართვით.
გარკვეულ ეტაპზე აუტოალერგიული პროცესების გამო დაავადება იძენს ქრონიკულ, მორეციდივე ხასიათს. რეციდივი თითქოს გამქრალი მოვლენის გამეორებაა, დაავადების ერთგვარი შემობრუნება.
რა იწვევს რევმატიზმს
რევმატიზმის ეტიოლოგია უკავშირდება A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზურ სტრეპტოკოკს. ბოლო ხანს დაავადების ქრონიკული და მეტისმეტად გახანგრძლივებული ფორმების გახშირების გამო პათოლოგიის სტრეპტოკოკთან კავშირი ხშირად ვერ დასტურდება. ასეთ შემთხვევებში სავარაუდოა, რომ გულის რევმატულ დაზიანებას სხვაგვარი ბუნება აქვს, კერძოდ, ალერგიული (სტრეპტოკოკთან და, საზოგადოდ, ინფექციურ აგენტთან დაუკავშირებელი), ინფექციურ-ტოქსიკური, ვირუსული და სხვა, თუმცა მთავარ როლს რევმატიზმის ეტიოლოგიაში მაინც ბეტა-ჰემოლიზურ სტრეპტოკოკს აკისრებენ.
დაავადების პათოგენეზში ანუ წარმოშობისა და განვითარების თანამიმდევრობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ალერგიას. ნებისმიერი ალერგიული რეაქცია წარმოადგენს დაუყოვნებელი და შენელებული ტიპის რეაქციათა ურთიერთგარდამავალ ჯაჭვს. რევმატიზმის დროს ორივე ტიპის ალერგიული რეაქცია აღინიშნება. სტრეპტოკოკით ან სხვა აგენტით სენსიბილიზაცია (ორგანიზმის მგრძნობელობის გაზრდა) თავდაპირველად იწვევს დაუყოვნებელი ტიპის ალერგიულ რეაქციას, რომელიც დამახასიათებელია რევმატიზმის მწვავე და ექსუდაციური ფორმებისათვის. ამის შემდეგ ვითარდება შენელებული ტიპის ალერგიული რეაქცია, რომელიც ქრონიკული, გახანგრძლივებული და დუნედ მიმდინარე ფორმების ჩვეული ნიშანია.
რევმატიზმის ფაზები და მიმდინარეობა
დღეისთვის მიღებულია რევმატიზმის კლასიფიკაცია, რომლის მიხედვითაც გამოყოფენ დაავადების აქტიურ და არააქტიურ ფაზებს.
თემის გაგრძელებას ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/kani-kunthebi-dzvlebi/revmatologia/3871-revmatizmi.html