ძირმაგარების სამკურნალო მალამო
- 50 გრამი კურდღლის ქონი, 5 გრამი ფუტკრის ფიჭა და 20 გრამი კრაზანას ყვავილები უნდა აურიოთ ერთმანეთში და შემოდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე, ურიოთ მასის გასქელებამდე. მიღებული მალამო უნდა გააციოთ და დღეში ორჯერ წაისვათ ინფიცირებულ ადგილზე. რამდენიმე დღეში ჩირქგროვა მომწიფდება და თავისთავად, ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე გაიხსნება. ჩირქგროვის გახსნისას ის უნდა მოასუფთაოთ ანტისეპტიკური ხსნარით და მტკივნეული ადგილები კრაზანას ნაყენით ჩამოირეცხოთ.
- ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 2 სადილის კოვზი კრაზანას ყვავილები და დაასხით 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი, კვლავ ადუღეთ 2-3 წუთი, შემდეგ კი გააციეთ და ისიც მზად არის.
ეკა სინაურიძე, თბილისი
ფურუნკული, კარბუნკული და “თმის ჩაბრუნება”
ფურუნკული (ძირმაგარა) თმის ბუდისა და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების მწვავე ანთებაა, რომელსაც ჩირქმბადი ბაქტერიები, უმთავრესად სტაფილოკოკები იწვევს.
კანის სხვა ანთებადი დაავადებებისგან განსხვავებით, ფურუნკული მხოლოდ იქ ჩნდება, სადაც თმის ფოლიკულებია განთავსებული, უმეტესად - სახეზე, კეფაზე, კისერზე, წელზე, ზედა და ქვედა კიდურებზე, საზარდულის მიდამოში.
-
კლინიკური სურათი
თავდაპირველად ქავილი იჩენს თავს, მერე კი თმის ბუდის მიდამოში ტკივილი, სიწითლე და შეშუპება აღმოცენდება. მომდევნო ეტაპზე კანზე ჩნდება მკვრივი, მტკივნეული, მუქი ალუბლისფერი მომრგვალო ანთებადი კვანძი, რომელიც კანის ზედაპირიდან წამოწეულია და პატარა კონუსს ქმნის.
პაციენტი უჩივის სუსტ ქავილს და ზომიერ ტკივილს. ფურუნკულის ზრდასთან ერთად ინფილტრატის ზომა იმატებს და ვითარდება შეშუპება. მესამე-მეოთხე დღეს ინფილტრატის შუაგულში იწყება ნეკროზი და იწყება ქსოვილების დარბილება. ნეკროზული ქსოვილები მომწვანო ფერს იღებს. ყალიბდება ფურუნკულის ნეკროზული არხი. ამ პერიოდში ტკივილი მკვეთრად იმატებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფურუნკული ფიზიოლოგიურად აქტიურ (მაგალითად, სახსრის) მიდამოში მდებარეობს. შესაძლოა მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, აღმოცენდეს თავის ტკივილი და სისუსტე.
საუკეთესო შემთხვევაში 2-3 დღის შემდეგ ჩირქოვან-ნეკროზული არხი თავისით იხსნება და წარმოიქმნება ღრმა, ზომიერად სისხლმდინარე ჭრილობა. ანთება, შეშუპება და ტკივილი მცირდება. შეხორცების შემდეგ რჩება ნაწიბური.
გართულების შემთხვევაში ჩირქოვან-ნეკროზული პროცესი თმის ფოლიკულის მიდამოს სცილდება და შესაძლოა ჩამოყალიბდეს ფლეგმონა.
თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე