პროსტატიტის დროს ნიგვზის უღლების ნაყენი დაგეხმარებათ
მეგობრის რჩევით ვიღებ კაკლის უღლების ნაყენს, რომელიც ჩემს შემთხვევაში ეფექტური აღმოჩნდა:
- 2 სუფრის კოვზ კაკლის უღელს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 20 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. გადმოდგით და გააჩერეთ 1-2 საათი. რეკომენდებულია 100 მლ ნაყენის დალევა დღეში 3-ჯერ.
ზაზა მიქელაძე, ბათუმი
პროსტატის დაავადებები
რა ფუნქცია აკისრია პროსტატას, რატომ ხშირდება მისი დაავადებები ასაკთან ერთად, როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა?
ამ და სხვა საკითხებზე ბერმანის კლინიკის უროლოგი დავით კობერიძე
გვესაუბრება.
- რა არის პროსტატა და რა ფუნქცია აკისრია მას?
- პროსტატა, წინამდებარე ჯირკვალი, მამაკაცის სასქესო ორგანოა. ის შარდის ბუშტის ყელის ქვემოთ მდებარეობს და ჯირკვლოვან-კუნთოვანი აგებულება აქვს, წონით კი 20 გრამია (+ 4 გრამი).
წინამდებარე ჯირკვალში გადის შარდსადენი - ურეთრა. წინამდებარე ჯირკვალი გამოყოფს სეკრეტს, რომელიც შეადგენს სპერმის დიდ ნაწილს და აუცილებელია სპერმატოზოიდების მოძრაობისა და კვებისათვის.
- წინამდებარე ჯირკვლის რომელ დაავადებებს გამოყოფდით?
- წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები პირობითად შეიძლება დავყოთ ორ დიდ ჯგუფად - ანთებით და სიმსივნურ პათოლოგიებად. ანთებითი დაავადებები ხანგრძლივობისა და მიმდინარეობის კვალობაზე შესაძლოა იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული, ხოლო სიმსივნეთა შორის განასხვავებენ კეთილთვისებიან (ადენომა) და ავთვისებიან (კიბო) დაავადებებს.
- ჩვენს მკითხველთა უმრავლესობა პროსტატიტს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს უკავშირებს. რამდენად საფუძვლიანია ეს შეხედულება?
- პროსტატიტი ხშირად მართლაც სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს უკავშირდება, მიზეზი კი შარდსადენიდან წინამდებარე ჯირკვალში ინფექციის გავრცელებაა. აღნიშნული დაავადებების შედეგად აღმოცენებული ურეთრიტის - შარდსადენის მწვავე ანთების - დაგვიანებული და ზოგჯერ არასწორი მკურნალობა ხელს უწყობს ანთებითი პროცესის გავრცელებას პროსტატაზე, ჯერ მწვავე, შემდეგ კი ქრონიკული პროსტატიტის აღმოცენებას.
- რომელი მიკროორგანიზმები იწვევენ პროსტატიტს, შესაძლებელია თუ არა, დაავადების კლინიკური გამოვლინების მიხედვით ვივარაუდოთ, რომელია მისი გამომწვევი მიკროორგანიზმი?
თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე
https://mkurnali.ge/mamakaci/urologia/1343-prostatis-daavadebebi.html