დავეხმაროთ ერთმანეთს

გრეიპფრუტი სისხლძარღვების საიმედო მცველია
არაერთხელ გავუოცებივარ იმ მცენარეთა მრავალფეროვნებას, რომლებიც ადამიანს ჯანმრთელობის შენარჩუნებასა თუ სხვადასხვა დაავადებისგან განკურნებაში ეხმარება. მთელი ეს საგანძური ჩვენს ხელთაა; მთავარია, ვიცოდეთ, რომელი რაში გამოვიყენოთ. ციტრუსები რომ სასარგებლოა, ყველამ იცის, მაგრამ როგორც კი მათზე ჩამოვარდება საუბარი, ყველა რატომღაც ლიმონს, ფორთოხალსა და მანდარინს იხსენებს. გრეიპფრუტს ჩვენში იშვიათად მიირთმევენ, არადა იგი გაცილებით მდიდარია სასარგებლო კომპონენტებით, ვიდრე მისი რომელიმე თანამოძმე.
ჩემი და გამუდმებით მირჩევდა, მესვა გრეიპფრუტისგან მომზადებული წამალი, რადგან ქოლესტერინი მომატებული აღმომაჩნდა. თავდაპირველად, ცოტა არ იყოს, მეზარებოდა, ამიტომ თვითონვე მომიმზადა და მეც თვინიერად მივიღე. შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა - რამდენიმე ხნის შემდეგ სისხლში ქოლესტერინის დონის მაჩვენებლებმა საგრძნობლად დაიწია. გრეიპფრუტში დიდი რაოდენობით არის ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი), რომელიც აძლიერებს და არეგულირებს ქოლესტერინულ ცვლას. გარდა ამისა, ეს ვიტამინი აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ, თავდაცვით ძალებს.
- აიღეთ 3-3 ცალი საშუალო ზომის გრეიპფრუტი და ლიმონი, დაჭერით სქლად და კურკები გამოაცალეთ. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ 3 სადილის კოვზი თაფლი, აურიეთ, ნარევი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და 24 საათით სიბნელეში, ოთახის ტემპერატურაზე დადგით. მიიღეთ 1-2 ჩაის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მკურნალობა ასეთი სქემით მიმდინარეობს: 1 კვირა წამალს იღებთ, მეორე კვირას ისვენებთ, შემდეგ ისევ იღებთ. მას,
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ვისაც გასტრიტი ან კუჭის წყლულოვანი დაავადება აქვს, ანდა, უბრალოდ, ალერგიის გამო ვერ იტანს ციტრუსებს, ეს წამალი, სამწუხაროდ, არ გამოადგება, დანარჩენებს კი მისი მიღება თამამად შეგიძლიათ.
დიაბეტს ჭინჭარი შველის
წინათ მეგონა, შაქრიანი დიაბეტი მათ ემართებოდათ, ვინც დიდი რაოდენობით ტკბილს მიირთმევდა. ეს დიაგნოზი ჩემს დედამთილს რომ დაუსვეს, მაშინღა შევიტყვე, რომ ტკბილეულს ბრალი არ მიუძღვის - თურმე ამ დროს კუჭქვეშა ჯირკვალი აღარ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ინსულინს ანდა, უბრალოდ, მცირდება უჯრედების მიმღებლობა ამ მეტად საჭირო ჰორმონის მიმართ.
გლუკოზა ორგანიზმის თავისებური საწვავი ყოფილა, ინსულინი კი გასაღები, რომელიც უჯრედებს გლუკოზის მისაღებად აღებს.
ჩემი დედამთილი პირველ ხანებში აქტიურად იღებდა ყველა წამალს, რომლებიც ექიმმა გამოუწერა. შემდეგ პარალელურად სამკურნალო მცენარეების გამოყენებაც დაიწყო. მის აფთიაქში საპატიო ადგილი ეკავა ჭინჭარს - მცენარეს, რომელსაც მრავალი ჩვენგანი გვერდს ისე ჩაუვლის, ვერც კი წარმოიდგენს, რამდენი სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ მსუსხავ ბალახს. დღეს დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სამკურნალო თვისებებით იგი არც ერთ მცენარეს არ ჩამოუვარდება. სპეციალისტებმა მასში მაღალი ბიოლოგიური აქტივობის მქონე 100-მდე ნაერთი აღმოაჩინეს.
ჩვენში ჭინჭარს ისეთი ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ, რომელთა დროსაც დაქვეითებულია დაავადების გამომწვევი ფაქტორებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი. სასარგებლოა იგი სისხლდენებისა და ანემიების დროს, რადგან ზრდის სისხლში ერითროციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობას. დადგენილია მისი დადებითი გავლენა ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ორგანოების ფუნქციობაზე. კარგია ტუბერკულოზის დროსაც. მაგრამ ის, რომ ამ მცენარის ფოთლები სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს, ბევრმა არ იცის.
- ჭინჭრის 100 გრამი ნედლი ფოთოლი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხათ 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამით და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. 10-14 დღეზე მეტხანს ნაყენის სმა არ შეიძლება, რადგან ჭინჭარი ზრდის სისხლის შედედების უნარს. ერთ კურსს რომ ჩაიტარებთ, შეგიძლიათ, იმავე წესით მოამზადოთ კრაზანას, მარწყვის ან ხენდროს ფოთლების ნაყენი.
პერიოდულად აუცილებელია სისხლში შაქრის დონის გაზომვა.
სასწაულმოქმედი ქრისტესისხლა
გამარჯობა, ძვირფასო რედაქციავ. მკითხველთა წერილებს დიდი ხანია გატაცებით ვკითხულობ, მე თვითონ არასდროს მიმიწერია, მაგრამ ამჯერად ცდუნებას ვერ გავუძელი და გადავწყვიტე, ამ კეთილ საქმეში მოკრძალებული წვლილი მეც შემეტანა. ამ ზაფხულს გადავწყვიტე, საზამთროდ ატმის კომპოტი გამეკეთებინა. როდესაც ქილას ვხუფავდი, კიდე მოემტვრა, ამოყირავდა და ქაფქაფა წყალი ზედ გადამესხა. აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. საათ-ნახევარი ვენტილატორის წინ გავატარე. მერე ავიღე ქრიტესისხლა, ბამბა მის წვენში დავასველე და დამწვარი კანის ნაზად წმენდა დავიწყე. დაფუფქული კანი ნელ-ნელა მცილდებოდა და თითქოს ტკივილიც იკლებდა. ბოლოს დავმშვიდდი და ცოტა ხნით ჩამეძინა. რომ გამეღვიძა, კიდევ ერთხელ გავიწმინდე დამწვარი კანი. ასე გავაგრძელე დაახლოებით 10 დღე. დამწვარი ადგილისთვის ქრისტესისხლას წვენის გარდა არაფერი მიმიკარებია და ისე მოშუშდა, ნაწიბურიც არ დარჩენილა.
კარგად გახსოვდეთ ერთი რამ: ქრისტესისხლას წვენში დასველებული ბამბა დამწვარზე კი არ უნდა დაიდოთ, არამედ ნაზად უნდა გაიწმინდოთ მტკივანი არე, როდესაც შეშრება, ისევ გაიწმინდოთ და ასე შემდეგ.
- მას შემდეგ ყოველთვის მაქვს შინ ქრისტესისხლას წვენი: როგორც კი მცენარე აყვავდება, ფესვიანად ვგლეჯ, ვრეცხავ, ვაშრობ, ვჭრი და ხორცსაკეპ მანქანაში ვატარებ. შემდეგ ვწურავ, წვენს მინის ბოთლში ვასხამ და თავზე რამეს ვაფარებ (მჭიდროდ დაცობა საჭირო არ არის). წვენი დუღილს დაიწყებს, დაახლოებით 5-6 დღე დუღს, შემდეგ გადავასხამ, გადავწურავ და ვინახავ გრილ ადგილას, ზოგჯერ მაცივარშიც. წვენი 1-2 წელი ძლებს.
არყის ხის ყვავილების წვენი ცისტიტის წამალია
ზამთარში გავცივდი, დამეწყო გახშირებული შარდვა, წვა და ტკივილი შარდვის დროს. ისე ცუდად ვიყავი, რომ საპირფარეშოში შესვლისა მეშინოდა. ჩავიცვი თბილად, დავითბილე ფეხები და ჩავწექი, საღამოს კი მეზობელმა შემომიტანა არყის წვენი, თან მასწავლა, როგორ უნდა მიმეღო და მომემზადებინა.
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული არყის ყვავილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
არყის წვენი ასტიმულირებს თირკმელების ფუნქციას, წმენდს შარდის გამომყოფ გზებს და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
შავ წერტილებს შვრია მოგაცილებთ
კარგა ხანია, გარდატეხის ასაკიდან გამოვედი, სახის კანის პრობლემებს, მუწუკებსა და ფერიმჭამელებს, თითქოს აღარ უნდა შევეწუხებინე, მაგრამ ეს შავი წერტილები ვერაფრით მოვიშორე. საბედნიეროდ, ჩემმა მეგობარმა, კოსმეტოლოგმა, შვრიის საშუალებით მათი მოშორება მასწავლა.
- აიღეთ 1 ჩაის კოვზი შვრია, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და 1 სუფრის კოვზი მასა გახსენით თბილ წყალში, ფაფის მიღებამდე. ეს ფაფა თითებით წაისვით სახეზე და მსუბუქად, წრიული მოძრაობებით დაიზილეთ, სანამ კანიდან არ ჩამოსრიალდება. ჩამოიბანეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. საკმარისია პროცედურა გაიმეოროთ კვირაში 1-ჯერ.
კომბოსტო-თერაპია კვლავ აქტუალურია
უამრავი რამ მქონდა წაკითხული კომბოსტოს მარგებლობის შესახებ, მაგრამ არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ გამოვცადე. ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა: დედაჩემს ფეხზე, მუხლის ზევით, დიდი ზომის წანაზარდი გამოუვიდა. ხელის დადებაზეც სტკიოდა და შეუხებლადაც. ორი თვე რით აღარ უმკურნალეს ექიმებმა - ერთი მალამო რომ არ შველოდა, ახლა მეორეს დაადებდნენ, მერე - მესამეს და ასე... ერთ საღამოს შეწუხებულმა დედამ თავისი გასაჭირი მეზობელს შესჩივლა, მან კი ურჩია, მტკივან ადგილზე ნედლი კომბოსტოს ფურცელი დაედო. 12 დღის განმავლობაში იტარებდა დედა კომბოსტოთერაპიას. ყოველ დილით თავად ვადებდი წანაზარდზე კომბოსტოს ფოთოლს, მეორე დილით კი ვუცვლიდი. მე-13 დღეს წანაზარდის ირგვლივ წითელი წერტილები გაჩნდა. მეზობლისგან ვიცოდი, რომ ეს კარგის ნიშანი იყო. რამდენიმე დღეში წითელი წერტილები კანის ზევით გაიხსნა, წანაზარდისგან აღარაფერი დარჩა, ყველაფერი უკვალოდ გაიწოვა.