/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

ფიჭვი - უნივერსალური მკურნალი

ფიჭვი - უნივერსალური მკურნალი
ფიჭვნარი წელიწადის ნებისმიერ დროს ახდენს სამკურნალო და გამაჯანსაღებელ გავლენას ჩვენს ორგანიზმზე.

აქ ჰაერი ყოველთვის სურნელოვანი, გამჭვირვალე და სუფთაა და სუნთქვაც ერთიორად გვიადვილდება. ფიჭვნარში სეირნობა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სასუნთქი სისტემის რომელიმე დაავადება აწუხებს. სამკურნალო თვისებები აქვს მცენარის კვირტებსაც, ფისსაც, წიწვებსაც და მტვერსაც.

ფიჭვის ღირსებებს მთელ მსოფლიოში სცემენ თაყვანს. ჩინეთსა და იაპონიაში ეს ხე მარადიულობისა და დღეგრძელობის სიმბოლოა, მცირე აზიაში - უკვდავების და ნაყოფიერებისა, ფინეთში - სიცოცხლისა, კორეელებისთვის კი ის პრინციპულობასა და ერთგულებას განასახიერებს.

ფიჭვს უნივერსალური სამკურნალო თვისებები აქვს. მისი კვირტებისგან დამზადებულ პრეპარატებს შარდმდენი, ოფლმდენი, ამოსახველებელი და მადეზინფიცირებელი ეფექტი ახასიათებს, ამიტომაც მათ ხშირად იყენებენ ზედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გურმანები ფიჭვის ნორჩი ყლორტებისგან მურაბასაც ხარშავენ, რომელიც მხოლოდ გემრიელი სასუსნავი კი არ არის, ფილტვების ანთებისა და ზოგიერთი სხვა დაავადების წამალიც გახლავთ.

  • ფიჭვის კვირტები

ფიჭვის კვირტების ნაყენი ძალზე მარგებელია ბრონქიტის, პნევმონიის, რევმატიზმის, სახსრების, თირკმელების, შარდისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებათა დროს. ნაყენი ასე მზადდება:

* აიღეთ ერთი სადილის კოვზი კვირტი, ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ჰერმეტულად დაახურეთ სახურავი, შემდეგ 30 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში და 15 წუთით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. შეგრილებული ნაყენი დოლბანდში ან საწურში გაწურეთ და საწყის მოცულობამდე შეავსეთ მდუღარე წყლით. სვით დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ, ნახევარი ან მესამედი ჭიქა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

კვირტების ნახარშს საინჰალაციოდ და სავლებად იყენებენ ანგინისა და ზედა სასუნთქი გზების ანთების დროს, სპირტიან ნაყენს კი - ანტისეპტიკურ, ტკივილგამაყუჩებელ და ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებად. ის უებარი წამალია ტუბერკულოზური პათოლოგიის დროსაც. ფიჭვის კვირტებისგან (ხის სხვა ნაწილებთან ერთად) ამზადებენ სამკურნალო აბაზანებს, რომლებიც ნერვულ სისტემას ამშვიდებს.

  • ფიჭვის წიწვები

ფიჭვის წიწვები C ვიტამინის მდიდარი წყარო და ძალზე ეფექტური დამამშვიდებელი საშუალებაა. მისი მოგროვება წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება. გარდა ვიტამინებისა, ის მდიდარია ეთერზეთებით, ფიტონციდებით, მთრიმლავი ნივთიერებებით. წიწვის აბაზანები მატონიზებელ გავლენას ახდენს ორგანიზმზე, ნაყენი კი ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს მას. განსაკუთრებით მარგებელია ზამთარში, როცა ორგანიზმს ვიტამინები აკლია და იმუნურ სისტემას ძალების საგანგებო მობილიზება უხდება.

  • ფიჭვის მტვერი

ფიჭვის მტვერს, როგორც სიბერისგან დამცავ საშუალებას, ძველთაგანვე იცნობენ. ის მანამდე უნდა მოაგროვოთ, სანამ გადმოიფანტება. დაკრიფეთ ყვითელი გირჩები, მზეზე გაახმეთ, მტვერი გადმოყარეთ, გაცერით, გააშრეთ და ქაღალდის პარკით მშრალ, გრილ ადგილას შეინახეთ. ასე დამუშავებული მტვერი ჩაისავით დააყენეთ და მიირთვით, განსაკუთრებით - თუ სახსრების დაავადება ან რევმატიზმი გაწუხებთ. ფიჭვის მტვერს ჩირქოვან ჭრილობებზეც აყრიან. ფართოდ იყენებენ მტვრის სპირტიან ნაყენსაც.

* * *

ანგინის, ტონზილიტის (ნუშურების ანთების), ფარინგიტის (ხახის ლორწოვანი გარსის ანთების), სასისა თუ ხახის სხვა დაავადებების დროს კარგია ფიჭვის ფისის ღეჭვა და წუწვნა.

ფიჭვისგან იღებენ კუპრს, კანიფოლს, სკიპიდარს, ტერპენტინის ზეთს. სკიპიდარისგან დამზადებული მალამოები და ლინიმენტები ნევრალგიის, მიოზიტის, რადიკულიტის, რევმატიზმის დროს მტკივანი ადგილების დასაზელად გამოიყენება, სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს კი, როგორც ანტიმიკრობულ საშუალებებს, ინჰალაციისთვის იყენებენ.

კანიფოლისა და ტერპენტინისგან სამკურნალო პლასტირებსა და მალამოებს ამზადებენ, ხოლო კუპრი ჩინებული მადენზიფიცირებელი საშუალებაა ეგზემისა და კანის სხვა დაავადების დროს.

კომენტარები (5)
Mari
Gamarjoba.mainteresebs nadzvis mtveri 2-4 wlis bavshvebs ra dozit unda mivce??girchis murabis dozirebac mainteresebs am wlovanebis bavshvebistvis.da kidev magalitad tu ar uyvart arc tafli da arc rdze rashi sheidzleba gavurio mtveri??
თარიღი : 23-08-2017
გიორგი
www.pinolan.ge ამათთან ვიყიდე დაფასოებული და დოზირებული და ძალიან კმაყოფილი ვარ, სერიოზულად აჯანსაღებს იმუნიტეტს არც კი გავციებულვარ. ბავშვებიც ადვილად სვამენ ჟელატინის კაფსულეფშია რომაა.
თარიღი : 03-01-2017
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ფიჭვი - უნივერსალური მკურნალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები