/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

ბაღის პიტნა

ბაღის პიტნა
ბაღის პიტნა (Mentha) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. მისი მრავალი სახეობა არსებობს. საქართველოში

ველურად ხარობს მხოლოდ ოთხი: ომბალო, მინდვრის, წყლისა და ტყის პიტნა. ბაღის პიტნა XVII საუკუნეში ველური ჯიშების ჰიბრიდიზაციის გზით გამოიყვანეს ინგლისში. ის ტენისა და სინათლის მოყვარული ფესურიანი მცენარეა, ცუდად იტანს ყინვას.

ბაღის პიტნა ორი ჯიშის კულტურას აერთიანებს: შავს, რომელსაც მუქი მოწითალო-მოიისფრო ღერო და ფოთლები აქვს და თეთრს, რომელიც ხასხასა მწვანე ღეროთი და ფოთლებით გამოირჩევა. თეთრი პიტნა შავზე ადრე ყვავილობს, გაცილებით ნაზი სურნელი აქვს, არც ფოთლების უხვმოსავლიანობით გამოირჩევა და არც დიდი რაოდენობის ზეთს იძლევა, ამიტომ მრეწველობაში უმთავრესად შავ პიტნას იყენებენ. უფრო სწორად, მის ფოთლებს, რომლებსაც მცენარის დაკვირტვის ფაზაში, ყვავილობის დაწყებისას კრეფენ.

  • შემადგენლობა და სამკურნალო თვისებები

ბაღის პიტნას საოცარი სურნელი და მძაფრი გემო აქვს, ღეჭვისას პირის ღრუში ხანგრძლივად ტოვებს სიცივის შეგრძნებას. მცენარის ყველა მიწისზედა ორგანო მდიდარია ეთერზეთებით, რომელთაც გამაგრილებელი, მაცოცხლებელი გემო და სურნელი აქვთ.

ეთერზეთების ძირითადი კომპონენტია მენთოლი. გარდა ამისა, პიტნის ფოთლები უხვად შეიცავს კაროტინს (40 მგ%), ბეტაინს, ფლავონოიდებს, ტრიტერპენულ შენაერთებსა და სხვადასხვა მჟავას.

  • პიტნის მენთოლი

მენთოლი, რომელიც უხვადაა პიტნის ფოთლებში, გამოირჩევა ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური და ანტისეპტიკური მოქმედებით, იწვევს გულის გვირგვინოვანი არტერიების - კორონარული სისხლძარღვების - რეფლექსურ გაფართოებას.

შინაგანად მას იყენებენ სტენოკარდიის, კუჭისა და ნაწლავების ტკივილის დროს, გარეგანი გამოყენებისთვის კი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური საშუალება, რეკომენდებულია კბილის, აგრეთვე ნევრალგიური ხასიათის ტკივილის, ბრონქიტისა და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

კატაბალახა მენთოლის ეთერში (ვალიდოლი) გამოიყენება სტენოკარდიის დროს. მენთოლის ხსნარი პარაფინთან ნარევში (ფანქრების სახით) რეკომენდებულია შაკიკის დროს.

მენთოლი შედის საგულე (ვალოკორდინი) თუ ცხვირის წვეთების, მალამოებისა და აბების შემადგენლობაშიც. მენთოლის სპირტი ნაჩვენებია ნეიროდერმიის სამკურნალოდ.

პიტნის ფოთლების ნაყენი რეკომენდებულია გულისრევისა და ღებინების დროს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს მადას, აყუჩებს თავის ტკივილს, აქვს ნაღველმდენი და სიცხის დამწევი მოქმედება, ასტიმულირებს გულის მუშაობას, ხსნის სპაზმს.

  • პიტნის ზეთი

პიტნის ეთერზეთებს დიდი მნიშვნელობა და განსაკუთრებული ეფექტი აქვთ ინჰალაციების სახით.

სასარგებლოა პიტნის ზეთის (სპირტხსნარი, თანაფარდობით 1:4) კანში შეზელა ანთებითი პროცესების, თავის ტკივილის, შაკიკის დროს, ინჰალაცია რესპირატორული დაავადებების დროს.

მას ფართოდ იყენებენ არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ პარფიუმერია-კოსმეტიკაში, ფხვნილებისა და კბილის ჰიგიენის საშუალებების, საკონდიტრო წარმოებაში. თავად პიტნას ფართო გამოყენება აქვს კვების მრეწველობაში როგორც სანელებელს.

  • პიტნის ნაყენი

პიტნის ფოთლების ნაყენი გემრიელი და ამავე დროს მეტად სასარგებლო სასმელია. თუ ყოველდღიურად ყლუპ-ყლუპად დალევთ 250 მლ-ს, 10-12 დღეში მოგიწესრიგდებათ კუჭ-ნაწლავის ფუნქცია, გაგივლით მეტეორიზმი.

ნევროზით დაავადებულთათვის პიტნის აბაზანებია რეკომენდებული. როგორც დამაწყნარებელი საშუალება, ის შეიძლება სხვა მცენარეებთან ერთადაც გამოვიყენოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ბაღის პიტნა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები