/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

ნუში ყველაზე ელიტური კაკალი

ნუში ყველაზე ელიტური კაკალი
ნუშს სამეფო კაკალსაც უწოდებენ - თავდაპირველად ის განსაკუთრებული მოწონებით სამეფო კარზე სარგებლობდა და ზეპური საზოგადოების ნუგბარად ითვლებოდა.

ეგვიპტელები ნუშს უმატებდნენ ფქვილს, რომლისგანაც ფარაონისთვის განკუთვნილ პურს აცხობდნენ.

ნუშის სამშობლოდ აზია მიიჩნევა, თუმცა მისი წარმოშობის ზუსტი ადგილი უცნობია, ევროპელები კი მის გაცნობას არაბებს უნდა უმადლოდნენ. მე-13 საუკუნეში იტალიელმა მოგზაურმა მარკო პოლომ ნუში ცენტრალური აზიის ტრამალებზე შეამჩნია. მას შემდეგ სამეფო კაკალი მოგზაურთა ძირითად საკვებად იქცა. მრავალ ქვეყანაში ნუში წარმატების, სიყვარულისა და ბედნიერების მომტან კულტურად ითვლება, ამიტომაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება საქორწილო, ნათლობისა თუ რელიგიურ ცერემონიებზე. მაგალითად, ინგლისში არსებობს ნუშის ჩამორიგების ტრადიცია - ქორწილში სტუმრებს ურიგებენ ხუთ ცალ ნუშს - ეგრეთ წოდებულ პატარძლის საჩუქარს, რომლებიც სიმბოლურად ჯანმრთელობას, სიმდიდრეს, სიუხვეს, ბედნიერებასა და დღეგრძელობას განასახიერებს.

  • სასარგებლო და სამკურნალო

ნუში, გარდა იმისა, რომ გემრიელია, სასარგებლოც არის. საერთოდ, ყოველგვარი კაკალი ცილებისა და მინერალების (რკინა, თუთია, მაგნიუმი) წყაროა, ნუშის გული კი, ამასთან ერთად, მდიდარია E ვიტამინით, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სიმსივნურ დაავადებათა განვითარებას. ნუში კალციუმისა და B ჯგუფის ვიტამინების წყაროც არის, შეიცავს შაქარს, გლიკოზიდ ამიგდალინს, ფერმენტ ემულსინს და ცხიმებს.

ნუშის გულს აქვს დამარბილებელი, შემომგარსველი, ტკივილგამაყუჩებელი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება. შუააზიურ მედიცინაში შაქარში არეულ დანაყილ ნუშს წარმატებით იყენებენ სისხლნაკლებობისა და ასთმის, ხველის, უძილობის, თავის ტკივილის, ხელ-ფეხის დაბუჟების სამკურნალოდ. კლასიკურ მედიცინაში ნუშის ემულსია, როგორც შემომგარსველი, დამარბილებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ინიშნება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ნუშის ზეთისგან ამზადებენ მალამოებს. გარდა ამისა, ის ნაზი საფაღარათო საშუალებაც არის და ნუშის რძესთან ერთად კოსმეტოლოგიაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

  • ნუშის ზეთი

ნუშის ზეთს ორი სახეობის - ტკბილი და მწარე - ნუშისგან ხდიან. ის წარმოადგენს სასიამოვნო გემოს მქონე მოყვითალო ფერის გამჭვირვალე უსუნო სითხეს. მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ფიტოსტეროლს, ამიგდალინს, ტოკოსტეროლს, ტრიოლეინს, ლინოლენის მჟავას გლიცერიდს და სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებს. ნუშის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც აფერხებს უჯრედთა დაბერებას, აცხრობს კანის ანთებით პროცესებს და F ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას, ხელს უშლის ფორების გაფართოებას, უნარჩუნებს თმას ელასტიკურობასა და ბზინვარებას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

ნუშის ზეთი არეგულირებს კანში წყლისა და ლიპიდების ცვლას, ეპიდერმული ბარიერის განვლადობას, ააქტიურებს უჯრედთა რეგენერაციის პროცესს. საუკეთესო საშუალებაა მასაჟისათვის. გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა ზეთებთან კომბინირებულად ცელულიტის სამკურნალოდ. კარგად შეიწოვება კანიდან, აქვს ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული და მატონიზებელი მოქმედება, ამშვიდებს, კვებავს და ატენიანებს კანს. რეკომენდებულია მგრძნობიარე და მშრალი კანის გასაწმენდად, ნაწოლების სამკურნალოდ, მშრალი თმის მოსავლელად. მისი რეგულარული შეზელა აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, აჯანსაღებს და ბზინვარებას მატებს მას. ეფექტურია ნაოჭების (განსაკუთრებით - თვალის ირგვლივ არსებულთა) საწინააღმდეგოდ. კარგია თერმული დამწვრობის, კანის მიკროტრავმების სამკურნალოდაც.

  • ცხელი ზეთოვანი ნიღაბი

აიღეთ ბამბის ფთილა, დაასველეთ ცხელ წყალში და კარგად გაწურეთ. წაუსვით 20-25 მლ ნუშის ზეთი, დაიფინეთ სახესა და ყელზე. დაიფარეთ ხაოიანი პირსახოცი, გაიჩერეთ 20-30 წუთს. კანის ელასტიკურობისა და დრეკადობის შესანარჩუნებლად ასეთი პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია თვეში 2-3-ჯერ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ინტენსიურად იყენებთ ხელოვნურ კოსმეტიკურ საშუალებებს ან უკვე გადააბიჯეთ 40 წელს.

  • ჰერპესული გამონაყარის დროს

ასევე დაგაინტერესებთ
სასარგებლოა თუ არა წონის კლებისთვის ნუშის რაციონში დამატება
სიმსივნის პროფილაქტიკისთვის კვირაში ორჯერ 6-6 ცალი ნუში მიირთვით

ნუშის ზეთს დაამატეთ იმავე ოდენობის ლავანდის, ჩაის ხის ან გვირილის ეთერზეთი. დღეში 4-5-ჯერ შეიზილეთ ჰერპესული გამონაყარით დაფარულ უბნებში.

კომენტარები (2)
maia
როგორ მივიღო ნუში ცელულიტების საწინააღმდეგოდ?
თარიღი : 28-04-2015
ნუკი
ნუშის ზეთი რომ შეურიოთ სახის კრემში სასრგებლო თვისება ექნება?
თარიღი : 09-02-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ლეგენდები მასაჟის შესახებ
ლეგენდები მასაჟის შესახებ
მასაჟი მარტივია, მისი შესწავლა ყველას შეუძლია - მართლაც, ერთი შეხედვით მასაჟი არის მარტივი,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ნუში ყველაზე ელიტური კაკალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები