ვარდი მკურნალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვარდი მკურნალი

 ვარდის ფურცლებზე დაყენებული ძმრით ინფიცირებულ ჭრილობებს მკურნალობდნენ, ღვინოს კი კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოსაწესრიგებლად სვამდნენ.

არომათერაპიაში ვარდს განსაკუთრებული ადგილი უკავია, თანამედროვე ფიტოთერაპევტები კი მას სასუნთქი სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ გვთავაზობენ. წარმატებით იყენებენ ხველებისა და რესპირატორული, განსაკუთრებით - ალერგიული წარმოშობის (ასთმა), დაავადებათა თერაპიისთვის. კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების დროს ვარდის ზეთი აქრობს ანთებას და ხელს უწყობს ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნას, ხსნის გულისრევას და ყაბზობას.

ვარდის ზეთი ძალიან ძვირად ფასობს, რადგან ძნელად მოიპოვება - ერთი წვეთი ზეთის მისაღებად 30-მდე ყვავილის გვირგვინია საჭირო. ვარდის ეთერზეთი მდიდარია B, C, E, K ვიტამინებით, ტანინებით, უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ბუნებრივი მცენარეული ცხიმების საუცხოო კომპოზიციებით. ის 300-მდე კომპონენტს შეიცავს, რომელთაგან მხოლოდ 100-ის ქიმიური შემადგენლობაა განსაზღვრული.

ვარდს აქვს:

  • ანტიდეპრესიული,
  • სედაციური (დამამშვიდებელი),
  • სპაზმოლიზური (სპაზმების მომხსნელი),
  • გამწმენდი,
  • ამოსახველებელი,
  • ანტიბაქტერიული,
  • ანტივირუსული,
  • ანტისეპტიკური,
  • ანთების საწინააღმდეგო,
  • სისხლძარღვთა ფუნქციის მარეგულირებელი,
  • თირკმელებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მასტიმულირებელი,
  • მენსტრუალური ციკლის დამარეგულირებელი,
  • ლიბიდოს გამაძლიერებელი მოქმედება.

გამოიყენება:

  • ნევროზის სამკურნალოდ,
  • შრომისუნარიანობის ასამაღლებლად,
  • ენდოკრინული (შინაგანი სეკრეციის) ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებისათვის,
  • ჰორმონული ბალანსის მოსაწესრიგებლად,
  • ორგანოებში მიმდინარე სკლეროზული პროცესების შესაფერხებლად,
  • უჯრედთა რეგენერაცია (განახლება) - გაახალგაზრდავებისთვის,
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად,
  • ლორწოვანი გარსის შეხორცების დასაჩქარებლად,
  • კუჭის ფერმენტული უკმარისობისა და დისბაქტერიოზის ლიკვიდაციისათვის.

    ქალებისთვის მეტად სასარგებლოა ვარდის ზეთით წელის დაზელა. მისი მასაჟი შესანიშნავია მოსადუნებლად და განსატვირთავად. ვარდის ზეთიანი აბაზანა საუცხოოდ ხსნის სტრესს და დაძაბულობას.

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

1. ტონზილიტის (ნუშურების ანთების) სამკურნალოდ ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ხმელი ან ცოცხალი ვარდის ფურცლები და თაფლი. ეს ყვავილოვან-თაფლოვანი მასა რაც შეიძლება მეტხანს ღეჭეთ და შემდეგ გადააფურთხეთ (არავითარ შემთხვევაში არ გადაყლაპოთ).

2. სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების) დროს წვრილად დაჭერით 3-4 სადილის კოვზი ვარდის ფურცელი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ და გადაწურეთ. ნაყენი დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ პირში.

3. ბრონქული ასთმის დროს აიღეთ 10 სადილის კოვზი ვარდის ფურცელი, 0,5 კგ გახეხილი გოგრა, მრავალძარღვას 1 სადილის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული ფოთოლი, 2 სადილის კოვზი თაფლი, 1 ლიტრი მშრალი წითელი ღვინო. აურიეთ ერთმანეთში და შემოდგით ნელ ცეცხლზე. ადუღებას რომ დააპირებს, გადმოდგით (არ აადუღოთ!). მიღებული მასა უნდა მიირთვათ სამი დღის განმავლობაში, თითო სადილის კოვზი დღეში 5-ჯერ, შემდეგ შეისვენოთ.

4. შეკრულობის დროს ვარდის რამდენიმე ფურცელი კარგად უნდა დაღეჭოთ და გადაყლაპოთ. ეს უნდა გააკეთოთ დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ცნობისათვის

ძველ რომში ძალიან უყვარდათ შაქარში არეული ყვავილებით ყელის ჩაკოკლოზინება. ჩაროზად არა მხოლოდ ვარდის, არამედ მიხაკის, ყოჩივარდასა და ლავანდის ფურცლებსაც მიირთმევდნენ. რომაელი პატრიციუსების საყვარელი ნუგბარი ვარდის ჩაშაქრებული კოკრები გახლდათ. აღმოსავლეთში საგანგებო სტუმრებს ვარდის მურაბითა და ვარდის ფურცლების ნაყენით უმასპინძლდებოდნენ. ვარდის მურაბას დღესაც მრავალ ქვეყანაში ამზადებენ. მას საუცხოო არომატსა და სურნელთან ერთად სამკურნალო თვისებებიც აქვს.