/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიტოთერაპია

უმკურნალეთ სიმსუქნეს და გაახალგაზრდავდით

გასულ საუკუნეში მედიკოსებმა ოცდამეერთე საუკუნის დაავადებად ნევროზი დაასახელეს, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, მან ადგილი მეორე, ძალზე სერიოზულ პათოლოგიას

- ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და ამით გამოწვეულ სიმსუქნეს - დაუთმოს. ნევროზებისა და სიმსუქნის მკურნალობა საკმაოდ ძნელია, თუმცა შეუძლებელი სულაც არ არის.

ამჯერად გვინდა, მკითხველის ყურადღება მკურნალობის იმ მეთოდზე შევაჩეროთ, რომელსაც ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ოთარ წიწილაშვილი გვთავაზობს.

ბატონი ოთარი, რომელმაც სიცოცხლის 55 წელი მცენარეების მოლეკულურ დონემდე შესწავლას შეალია, მკითხველისთვის უკვე ცნობილია როგორც "ზრდის ფაქტორისა" და "ოთომალის" შემქმნელი. ახლა კი ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან დამზადებულ სასწაულმოქმედ ჯემ "გრაციას" გაგაცნობთ, რომლის საშუალებითაც ოთარ წიწილაშვილი ადამიანებს ჭარბი წონისგან თავის დაღწევაში ეხმარება.

  • ბატონო ოთარ, პირველი კითხვა ასეთი იქნება: როგორ და რისთვის უნდა გამოიყენოს ადამიანმა "გრაცია"?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- "გრაცია" ორგვარად გამოიყენება: პირველი - წონის დასაკლებად. ამ დროს ის ჭამის დამთავრებისთანავე, ბოლო ლუკმად უნდა მიიღოთ. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ხუთი წუთიც რომ გავიდეს ჭამიდან, მნიშვნელობა აღარ ექნება, მიიღებთ თუ არა ჯემს. ამიტომ როცა ჭამისთვის ემზადებით, იქვე უნდა დაიდოთ ერთი ჩაის კოვზი ჯემი და დაამთავრებთ თუ არა ჭამას, მიაყოლოთ. გაითვალისწინეთ: კვების პროცესი დასრულებული უნდა იყოს, ანუ ყველაფერი - ძირითადი საკვები თუ დესერტი - მიღებული უნდა გქონდეთ.

ჯემი უნდა მიიღოთ თითო ჩაის კოვზი დღეში სამჯერ: დილით, შუადღისას და საღამოს. ამასთანავე, შეიძლება, ამ სამი ულუფიდან ერთი დანაყრების გარეშე მიიღოთ. ამას მაშინ ვურჩევ პაციენტს, როცა ის ჩაის ან ყავას სვამს. ფუნდამენტური კვების დროს კი ჯობს, ნორმალურად დანაყრდეთ. თუ ადამიანი დღისით და საღამოს იკვებება, ხოლო შუადღისით - არა, მაშინ ჯემის მიღებაც არ არის აუცილებელი.

მიღების მეორე წესი კი ითვალისწინებს იმ შემთხვევას, როცა წონის კლება გამორიცხული უნდა იყოს, მაგრამ ადამიანს აქვს ყაბზობა, ძლიერი შეკრულობა. ამ შემთხვევაში ვურჩევ, დღეში ორჯერ - საუზმესა და სადილს და სადილსა და ვახშამს შორის - მიიღოს "გრაცია". ამ დროს ადამიანი წონას არ იკლებს, მაგრამ კუჭ-ნაწლავის მოქმედება წესრიგდება.

  • თქვენს ჯემს გვერდითი ეფექტი ხომ არ აქვს?

- მისი მიღების შემდეგ კუჭის აშლილობა არ უნდა განვითარდეს, ადამიანს უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული, გაფორმებული, ჩვეულებრივი განავალი, პლუს კუჭის მოქმედება დღეში ორ-სამჯერ. თუ ხუთჯერ ან ექვსჯერ მოუწევს კუჭში გასვლა, ჯემის დოზას უნდა მოვუკლოთ, ანუ ჩაის კოვზი უნდა იყოს არა სავსე, არამედ ნაკლული. მიღებით კი ისევ და ისევ დღეში სამჯერ უნდა მიიღონ. ძალზე იშვიათად შეიძლება, ადამიანმა ჯემი ორ დღეში ერთხელ მიიღოს ჭამის შემდეგ. კუჭის აშლილობა კი შეიძლება ასიდან ერთ, მაქსიმუმ ორ ადამიანს გამოუვლინდეს. აქვე ერთ საინტერესო ფაქტსაც გამცნობთ: მათთვის, ვისაც ქრონიკული კუჭის აშლილობა აწუხებს, მაქვს ნაყენი, რომლის რამდენიმე წვეთი მართლაც სასწაულს ახდენს. იგი მუხის ქერქს, ბროწეულის კანს, კაკლის უღელს და მთრიმლავ ნივთიერებათა შემცველ სხვა მცენარეულ ნედლეულს შეიცავს. ზოგიერთი მცენარის ყვავილიც შედის მასში, მაგალითად, აკაციისა. ის მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებითაც და იოდითაც, ასე რომ, ეს წვეთები ჩიყვით დაავადებულთათვისაც არის სასარგებლო. გარდა ამისა, ის ხსნის ნევროზულ გამოვლინებებს.

  • ბატონო ოთარ, ისევ ჯემს დავუბრუნდეთ. რამდენად სწრაფად მივიღებთ შედეგს?

- ეს მეტად ინდივიდუალურია. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი ულუფა ჯემის (ერთი ულუფა 29-31 დღე ჰყოფნით) მიღების შემდეგ 6-12 კილოგრამი დაუკლია პაციენტს - ეს სავსებით ნორმალურია. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა ერთი ულუფის მიღების შემდეგ 35 კილოგრამამდე დაუკლია ადამიანს. სიმართლე გითხრათ, მე, როგორც ფიზიოლოგიური საკითხების არცთუ ისე ცუდად მცოდნე ადამიანს, მიმაჩნია, რომ ეს მეტისმეტად ბევრია.

  • პრივატულ საუბარში თქვენ კიდევ ერთი საინტერესო რამ ბრძანეთ: ეს მართლაც რომ სასწაულმოქმედი ჯემი მხოლოდ ზედმეტად ცხიმიანი ადგილებიდან აშორებს ცხიმს და სხვა ადგილებს არ ეხებაო. ეს როგორ?

- "გრაცია" ააქტიურებს სპეციფიკურ ფერმენტებს, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ ცხიმებზე, ანუ ინელებენ მხოლოდ და მხოლოდ ცხიმებს, სხვა ქსოვილებს კი არ ეხებიან. წონის დაკლების შემდეგ პაციენტები ინარჩუნებენ მიღწეულ შედეგს. გარდა ამისა, უმრავლესობა კიდევ ერთ ფაქტს აღნიშნავს: "გრაციის" გამოყენების შემდეგ ნაოჭები სწორდება, ქრება. საბოლოოდ, მინდა გითხრათ, რომ ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება, ზედმეტი წონის მოშორება, შეკრულობის მოხსნა, ორგანიზმიდან წიდის გამოდევნა და საერთოდ, ცხოვრების ჯანსაღი წესი ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას, მთლად გაახალგაზრდავებას თუ არა, დაბერების პროცესის შენელებას უწყობს ხელს. თავად გახლავართ ამის მაგალითი: ჩემზე ვერავინ იტყვის, რომ 77 წლის ვარ. გარდა ამისა, გადატვირთული გრაფიკის გამო ვერაფრით ვახერხებ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას, მაგრამ საკუთარი ჯემის წყალობით, რომელსაც წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, განტვირთვისთვის ვიყენებ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. თქვენც იმავეს გისურვებთ.

კომენტარები (8)
იზოლდა
ახლაც ამზადებენ ამ ჯემს?სად შევიძინო
თარიღი : 05-06-2024
serpentarius
ჯემი და კალის მურაბა....თან ჯადოსნური
თარიღი : 30-09-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

უმკურნალეთ სიმსუქნეს და გაახალგაზრდავდით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები