/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ექიმები ხუმრობენ

გამარჯობა, ქეთო, შენს ქმართან მოვედი!

გამარჯობა, ქეთო, შენს ქმართან მოვედი!
რუბრიკის სტუმარია ექიმი-თერაპევტი, ასოცირებული პროფესორი დავით ნემსიწვერიძე.
  • "ახალი რუსი" კვდება.

მომაკვდავის სასთუმალთან მისი ნათესავები, მეგობრები, ბიზნეს-პარტნიორები არიან შეკრებილნი. პაციენტი ბოდავს, უხეშადაც ილანძღება:

- ქურდებო, მკვლელებო, ბანდიტებო, ყაჩაღებო...

- მდგომარეობა არც ისე უიმედოა, - ამბობს მკურნალი ექიმი, - თავისიანებს ჯერ კიდევ ცნობს!

  • წყვილი ავტოავარიაში მოხვდა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მამაკაცი რამდენიმე ნაკაწრით გამოძვრა თითქოსდა გამოუვალი მდგომარეობიდან, ქალი კი რეანიმაციაში მოხვდა. რამდენიმე დღის შემდეგ ქმარი საავადმყოფოში მივიდა და რეანიმაციული განყოფილების კარში მდგომ ახალგაზრდა რეანიმატოლოგს მეუღლის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო:

-"სიტუაცია ძალზე მძიმეა. თქვენი ცოლი კომაშია. სავსებით შესაძლებელია, ამგვარ მდგომარეობაში მომდევნო 20-25 წლის განმავლობაში იყოს. მთელი ამ ხნის მანძილზე თქვენ უნდა მოუაროთ: საკვები სპეციალური მილის საშუალებით მისცეთ, დაბანოთ, ყოველ 2-3 საათში გადააბრუნოთ - გვერდი უნდა უცვალოთ, რომ ნაწოლები არ გაუჩნდეს... ამ ხნის შემდეგ თქვენი მეუღლე შეიძლება კომიდან გამოვიდეს, თვალი გაახილოს, მაგრამ ისევ თქვენ რომ დაგინახავთ, კვლავ კომაში ჩავარდეს".

მამაკაცი გაშტერებული შესცქერის ექიმს, ის კი ექედნურად უკრავს თვალს და ღიმილით "ამშვიდებს":

- კარგი რა, მეგობარო, ტყუილად ნერვიულობ, გეხუმრე. მოკვდა შენი ცოლი, მოკვდა!..

  • ექიმი პრაქტიკანტს ავადმყოფობის ისტორიას ავსებინებს.

ასევე დაგაინტერესებთ
სიყვარულის რეცეპტი - ექიმები ხუმრობენ

- ჩაწერეთ: "პაციენტს აღენიშნება თავის ქალას ტრავმა..."

- ექიმო, იქნებ უფრო სწორი იყოს ქალა-ტვინის ტრავმა? - უცერემონიოდ ჩაეკითხა მკურნალს ჭკვიანი პრაქტიკანტი.

- მას ტვინის ნასახიც კი არ აქვს, ამას შემოწმებაც არ უნდა, - პასუხობს ექიმი, - ეს უტვინო ცოლის დაბადების დღეზე საყვარელთან ერთად მიბრძანდა...

  • ავტოსერვისიდან შრომის ბირჟაზე დარეკეს:

- ავტომექანიკოსი გვჭირდება.

- მექანიკოსი არ გვყავს, მხოლოდ ერთი გინეკოლოგის განცხადება დევს ჩვენთან, - უპასუხეს ყურმილის მეორე მხრიდან, - აიყვანეთ, მექანიკოსობას შეძლებს, თანაც ფული ძალიან სჭირდება. იცოდეთ, არ წააგებთ...

მოკლედ, დიდი კამათისა და ხვეწნა-მუდარის შემდეგ გინეკოლოგი სამუშაოზე აიყვანეს. მეორე დღეს კი ისევ რეკავენ ბირჟაზე:

- კიდევ ორი გინეკოლოგი გვჭირდება, გენაცვალე, თუ გამოგვიგზავნი, პატივისცემა ჩემზე იყოს.

- გუშინ საერთოდ არ იღებდით და ახლა ორი დაგჭირდათ?!

- იცით, რაშია საქმე? გუშინ მანქანა მოგვიყვანეს, გასაღების დატოვება კი დაავიწყდათ, ჰოდა, თქვენმა გინეკოლოგმა ორ საათში "გლუშიტელიდან" მთელი მატორი თავიდან გადააწყო!

  • ერთი ჩემი მეგობრის ქმარი ავად გახდა და რაღაც ნემსები გამოუწერეს.

ნემსების გაკეთება მეზობლად მცხოვრებ ექთანს სთხოვეს. იმ დღეს ოჯახში სტუმრად შორეული ნათესავი ეწვიათ, რომელმაც არაფერი იცოდა არც მასპინძლის ავადმყოფობის და შესაბამისად, არც ნემსების გაკეთების შესახებ. მოკლედ, სხედან სამზარეულოში ცოლ-ქმარი, სტუმარი და ჩაის სვამენ. კარზე ზარია. ქეთი (ცოლი) კარს აღებს. როგორც ყველა პატარა ბინაში, მათთანაც შემოსასვლელი სამზარეულოს ებჯინება. სტუმარს მოსული ქალის ხმა ესმის: - გამარჯობა, ქეთო, შენს ქმართან მოვედი! ალბათ, შინ უკანალის "სმაზკისთვის" რამე მოგეძევებათ!

  • ფსიქიატრიულში ორი პაციენტი ერთმანეთს ესაუბრება.

- რა გქვია? - ეკითხება ერთი მეორეს.

- თუ მოფერებით და მოკლედ - ოლეგი.

- და სრული სახელი?

- ოლიგოფრენი (ოლიგოფრენია - თანდაყოლილი ჭკუასუსტობა, - დ.დ.).

  • ექიმი - პაციენტს:

- თქვენ სასწრაფოდ უნდა დაიკლოთ წონაში. ამისათვის კი მკაცრი დიეტა უნდა დაიცვათ: მიირთვათ მხოლოდ მჭლე ხორცი, უარი თქვათ ტკბილზე, პურ-ფუნთუშეულზე, მკურნალობის კურსის დროს არანაირი ალკოჰოლი, სიგარეტი, ყავა, ჩაი, გეკრძალებათ სექსუალური ურთიერთობაც... ჰო, ყველაზე მთავარი დაიმახსოვრეთ, - უფრო მეტად უნდა შეჰხაროდეთ ცხოვრებას, ჩემო ძვირფასო!!!

  • ექიმი პაციენტს სინჯავს და თავისთვის ბურდღუნებს:

- ასე-ე, კარგია... გადასარევია... - და მოულოდნელად პაციენტს ეუბნება: - იცი რა, მეგობარო, მოდი, პათოლოგანატომთანაც შეიარე...

პაციენტი შიშისაგან გალურჯდა:

- რატომ?

- იცით, მგონი, მასთან დამრჩა ავტოკალამი!

sicili.jpg

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

 მეოთხე პალატაში მოათავსეთ!
მეოთხე პალატაში მოათავსეთ!
ფსიქიატრიულში პაციენტი მიჰყავთ. ექიმი ეკითხება: "თქვენ ვინ ხართ?" "ნაპოლეონი, ბატონო". "გასაგებია...
სრულად
რა უნდა იცოდნენ ქალებმა, როცა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
რა უნდა იცოდნენ ქალებმა, როცა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
სოცილურ ქსელში ვრცელდება დიდი პოპულარობით სარგებლობს "მანიფესტი" ქალებისათვის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით.
სრულად
კაცო, რა აზრი აქვს შეძახილებს - "დინამო", "დინამო"? ახლა ჩემმა ცოლმა რომ მიძახოს: ირაკლი, ირაკლიო, მეშველება რამე?!
კაცო, რა აზრი აქვს შეძახილებს - "დინამო", "დინამო"? ახლა ჩემმა ცოლმა რომ მიძახოს: ირაკლი, ირაკლიო, მეშველება რამე?!
მსოფლიო ჩემპიონატის ვნებათაღელვაა და ალბათ უადგილო არ იქნება რამდენიმე კურიოზს თუ გავიხსენებთ. ღიმილი და იუმორი ხომ სიცოცხლეს ახანგრძლივებს:
სრულად
რას წერდნენ სოციალურ ქსელში მიწისძვრის შემდეგ
რას წერდნენ სოციალურ ქსელში მიწისძვრის შემდეგ
სოციალური ქსელი დღევანდელი საზოგადოების ცხოვრების წესად იქცა, აქ ამზეურებენ ადამიანები თავიანთ ტკივილსა
სრულად
ექიმს ჯვარი წერია, არც ექთანი და სანიტარი  გაჭაჭანებულა, ბუზიც კი არ შემოფრენილა, რომ დამეთვალა მაინც
ექიმს ჯვარი წერია, არც ექთანი და სანიტარი გაჭაჭანებულა, ბუზიც კი არ შემოფრენილა, რომ დამეთვალა მაინც
"გურიის მოამბე" ოზურგეთის სოფელ ლიხაურში მოხდარ ტრაგიკომიკურ ამბავზე წერს:
სრულად
გადაიყვანა (ნახეთ სახალისო ვიდეო)
გადაიყვანა (ნახეთ სახალისო ვიდეო)
გადაიყვანა (ნახეთ
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ექიმები ხუმრობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმები ხუმრობენ

.

  • მკვდარსაც შეიძლება სისხლი სდიოდეს!

მეგობარი, პროფესიით ფსიქიატრი, მიყვება: "პაციენტი მყავდა, რომელსაც აკვიატებული ჰქონდა, რომ მკვდარი იყო. დიდხანს ვესაუბრე, ვუმტკიცე, რომ არ შეიძლება, მკვდარი ლაპარაკობდეს, იცინოდეს, ბრაზობდეს, საჭმელს ჭამდეს, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, პაციენტს არაფრის გაგონება არ სურდა.

მოულოდნელად ბრწყინვალე იდეამ გამიელვა და ავადმყოფს ვკითხე: მკვდარს სისხლი თუ სდის-მეთქი? არაო, მიპასუხა. ვტაცე ხელი ქინძისთავს და ხელში ვუჩხვლიტე. რა თქმა უნდა, სისხლი წამოუვიდა. აი, ხომ ხედავ, სისხლი წამოგივიდა, ესე იგი ცოცხალი ხარ-მეთქი, - შევძახე გახარებულმა. პაციენტმა ცოტა ხანს იფიქრა, შემდეგ კი მთელი სერიოზულობით მითხრა: "მაპატიეთ, ექიმო, დავრწმუნდი, რომ... (მე, სახეგაბადრული, უკვე გამარჯვებას ვზეიმობ) მკვდარსაც შეიძლება სისხლი სდიოდეს!.."

ჩემს სახეს რა მოუვიდოდა, ალბათ ყველა მიხვდება".

sicili.jpg

  • ფსიქიატრს შეიძლება ბოლომდე ენდოთ

პაციენტი: "ექიმო, მეშინია, გაგენდოთ..." ექიმი: "არ ინერვიულოთ, ყველაფერი მომიყევით. ფსიქიატრს შეიძლება ბოლომდე ენდოთ". "მაშ კარგი... უკვე დიდი ხანია მეჩვენება, რომ მუშაობისას ვიღაც უცნობი ადამიანები ფეხდაფეხ დამყვებიან..." "ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას. ისე, რა პროფესიის ბრძანდებით?" "მუზეუმში ვმუშაობ, ექსკურსიამძღოლად..."

sicili.jpg

  • მე გენიოსი ვარ, უბრალოდ გენიოსი

"ექიმო! დამეხმარეთ! რატომ მეუბნება ყველა, რომ განდიდების მანია მაქვს?" - ლამის ტირის აღშფოთებული მამაკაცი. "მაინც ვინ ბრძანდებით? - ეკითხება ფსიქიატრი. "მე გენიოსი ვარ, უბრალოდ გენიოსი". "კარგი, შეგიძლიათ, აღარ განაგრძოთ. ჩვენ განდიდების მანია არ გვაქვს. ჩვენ, გენიოსები, ამით არ ვიტანჯებით!"

sicili.jpg

  • გგონიათ, მარტო თქვენთან ვმკურნალობ?

ნარკოლოგს ახალი პაციენტი მიმართავს: "ექიმო, ასე ცხოვრება აღარ შემიძლია. იქნებ, მეც მეშველოს რამე!" "დღეში რამდენს სვამთ?" - დაინტერესდა ექიმი. "ასე, ორ ლიტრამდე". "კეთილი. ამიერიდან დღეში მხოლოდ ორას გრამს დალევთ, არც ერთი წვეთით მეტს".

რამდენიმე დღის შემდეგ, განმეორებით კონსულტაციაზე, გადაკრულში მყოფი პაციენტი ღიღინ-ღიღინით შევიდა ექიმის კაბინეტში. "ეს რას ჰგავს! - აღშფოთდა ექიმი, - ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ორას გრამზე მეტს აღარ დალევდით?!" პაციენტმა ეშმაკურად გაიღიმა: "გგონიათ, მარტო თქვენთან ვმკურნალობ?.."

sicili.jpg

  • თავის მოჭრა კანონით არის აკრძალული

ხანში შესული ქალი პლასტიკურ ქირურგს მიმართავს: "ექიმო, არ შეგიძლიათ, თქვენი ჯადოსნური საშუალებებით გარეგნობა გამიუმჯობესოთ?" ექიმი ერთხანს ყურადღებით ათვალიერებს პაციენტს და შეწუხებული ეუბნება: "სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხმარებით, ჩვენს ქვეყანაში თავის მოჭრა კანონით არის აკრძალული".

sicili.jpg

  • კბილები სასთუმალთან, წყლიან ჭიქაში მეწყო

დიალოგი თერაპევტის კაბინეტში: "ექიმო, ვერ ვარ კარგად, იქნებ, სხვა წამლებიც გვეცადა?" "ისევ გაციებდათ, ბატონო?" "დიახ". "ისევე, როგორც გუშინწინ? ისევ კბილს კბილზე აცემინებდით?" "ამაზე ვერაფერს გეტყვით, ექიმო, კბილები სასთუმალთან, წყლიან ჭიქაში მეწყო".

sicili.jpg

  • ძველ დეკორაციებში ახალი სპექტაკლის თამაში არ შემიძლიაო

"იცით, ექიმო, ოციოდე წელია, გათხოვილი ვარ, - შესჩივის სექსოპათოლოგს შუა ხნის ქალბატონი, - ბოლო ხანია, ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში პრობლემები გაგვიჩნდა. ვიფიქრე, ვიფიქრე და მეუღლეს დელიკატურად ვუთხარი: პირველ აქტში არა გიშავს, ძვირფასო (პროფესიით მსახიობია), მეორე აქტში კი ფარდა გივარდება-მეთქი. იცით, რა მიპასუხა? - ძველ დეკორაციებში ახალი სპექტაკლის თამაში არ შემიძლიაო!.."

sicili.jpg

  • ეს კლიმაქსის ნიშანი ხომ არ არის?

წყვილი ნევროლოგთან მიდის. მამაკაცი: "ექიმო, როცა ცოლთან ვწევარ, ხან მცხელა, ხან მცივა. ეს კლიმაქსის ნიშანი ხომ არ არის?" "საოცარია! - უკვირს ექიმს, - მოდით, თქვენს მეუღლესაც მოვუსმინოთ". ცოლი: "გასაოცარს ვერაფერს ვხედავ, ის ხომ წელიწადში მხოლოდ ორჯერ წევს ჩემთან: ერთხელ - იანვარში, ხოლო მეორედ - ივლისში!.."

sicili.jpg