/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ექიმები ხუმრობენ

ვარგისია ხელჩართული ბრძოლისათვის

ვარგისია ხელჩართული ბრძოლისათვის
რუბრიკის-ექიმები ხუმრობენ- სტუმარია ექიმი-თერაპევტი ასოცირებული პროფესორი გიორგი ასლამაზიშვილი.

sicili.jpg

  • ქალი, რომელიც ძალიან მიყვარს

"აი, მოდის ქალი, რომელიც ძალიან მიყვარს", - ეუბნება ერთი ექიმი მეორეს. "მერე რატომ ცოლად არ შეირთავ?" "ფინანსური მოსაზრებით - ის ჩემი საუკეთესო პაციენტია".

sicili.jpg

  • ბრმა მეთოდი

შეკითხვა: - რა არის ბრმა მეთოდით გამოკვლევა?

პასუხი: - ეს ის არის, როცა ქირურგი კარდიოგრამას უყურებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შეკითხვა: - რაღაა გამოკვლევა ორმაგი ბრმა მეთოდით?

პასუხი: - ეს ის არის, როცა ქირურგს არ ეუბნებიან, რომ ეს კარდიოგრამაა.

sicili.jpg

  • ბუჩქებიდან კვნესა ისმის

ორი ფსიქოლოგი პარკში სეირნობს. მოულოდნელად ბუჩქებიდან კვნესა ესმით. ხედავენ, მიწაზე საშინლად ნაცემი და დასახიჩრებული მამაკაცი გდია. ფსიქოლოგები ერთმანეთს უყურებენ, მათ თვალებში შიში და თანაგრძნობა იკითხება: "ვინც ეს გააკეთა - სასწრაფოდ ჩვენი დახმარება სჭირდება!.."

sicili.jpg

  • ნაპოლეონი, ბატონო

ფსიქიატრიულში პაციენტი მიჰყავთ. ექიმი ეკითხება: "თქვენ ვინ ხართ?" "ნაპოლეონი, ბატონო". "გასაგებია... მეოთხე პალატაში მოათავსეთ!" რამდენიმე წუთის შემდეგ საშინლად აღგზნებულ პაციენტს ექიმთან აბრუნებენ. "რა მოხდა, ეს რა ამბავი აგიტეხიათ?" - კითხულობს ექიმი. "ეს სად გამიშვით?" - უარესად ირევა ავადმყოფი. "ამ პალატაში ხომ ყველა ნაპოლეონია..." "თქვენ ვერ გამიგეთ, ექიმო, - მშვიდდება პაციენტი, - მე ნამცხვარი ვარ, ნამცხვარი!"

sicili.jpg

  • ტალახით მკურნალობის ცენტრი

ასევე დაგაინტერესებთ
სიცილის დადებითი და უარყოფითი მხარეები
იუმორის გრძნობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

დამლაგებლების უშედეგო ძებნის შემდეგ თბილისის რამდენიმე საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გადაწყვიტა, საავადმყოფოები ტალახით მკურნალობის ცენტრებად გადააკეთონ.

sicili.jpg

  • საწყალი მაშინვე ფეთქდება

ქუთაისში მეგობართან ვარ სტუმრად. სუფრასთან უნებურად ასეთ საუბარს მოვკარი ყური: "ბუჯო, ჩვენი მეზობელი როა, ვასილიჩი, რატო არ მევიდა, არ გვიკადრა, თუ?!" "არა კაცო, წნევა ჰქონია იმისთანა მაღალი, იმისთანა მაღალი, კოღო რომ აჯდება კანზე, საწყალი მაშინვე ფეთქდება თურმე!.."

sicili.jpg

  • არც თქვენ ხართ, ექიმო, კალმით ნახატი

ექიმი პაციენტს სინჯავს და დანანებით იქნევს თავს: "რაღაც არ მომწონს თქვენში..." "არც თქვენ ხართ, ექიმო, კალმით ნახატი!.."

sicili.jpg

  • სჯობს ქირურგს მიმართოთ

- სამწუხაროდ, მე თქვენს სიმელოტეს ვერაფერი გავუგე, შესაბამისად, მისი მკურნალობა ჩემს ძალებს აღემატება. სჯობს ქირურგს მიმართოთ.

- მერედა მიშველის?

- ყოველ შემთხვევაში, იმდენს მოგაჭრით, რომ დარჩენილი ნაწილისთვის თმა აუცილებლად გეყოფათ.

sicili.jpg

  • სინამდვილეში ის პროფესორია

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექიმის კაბინეტის კარი ექთანმა შეაღო:

- ექიმო, მეორე პალატაში სავსებით ნორმალური პაციენტი წევს. ის ამბობს, რომ ბაზარში მუშაობს ხორცის გამყიდველად.

- მაგ კაცს განდიდების მანია სჭირს, - სინანულით იქნევს თავს ექიმი, - სინამდვილეში ის პროფესორია.

sicili.jpg

  • ვარგისია ხიშტით ხელჩართული ბრძოლისათვის

სამედიცინო კომისია. თვალის ექიმი: "ამ ასოებს ხედავთ?" "ვერა". "ცოტა ახლოს მიიწიეთ. ახლა ხედავთ?" "ვერა, ექიმო". "წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგით. ხედავთ რამეს?" "ვერა, ბატონო". "კარგი, მთლად ახლოს მიბრძანდით. ახლა თუ ხედავთ რამეს?" "დიახ, მგონი, ასოების მოხაზულობას ვარჩევ". "ძალიან კარგი. მანძილი - 50 სანტიმეტრი. ჩავწეროთ: ვარგისია ხიშტით ხელჩართული ბრძოლისათვის".

sicili.jpg

  • სიყვარულის გაზიარებას თავი ანებეთ

ოთახში ტელეფონის ზარი გაისმის. ავტომოპასუხე: "გაუმარჯოს, დღეს არაჩვეულებრივი დღეა, მე ვტკბები დღევანდელი დღით და ამიტომ ტელეფონთან მოსვლა არ შემიძლია. ვიმედოვნებ, თქვენც კარგად ბრძანდებით. ჩემი დღევანდელი დღის ლოზუნგია: "ყველას უწილადე სიყვარული". ილაპარაკეთ სიგნალის შემდეგ! პი-პი-პი..." "იცით, მე ვენდისპანსერიდან გირეკავთ... თქვენი ანალიზი მზად არის და სამწუხაროდ, შედეგი დადებითია... ჰოდა, სიყვარულის გაზიარებას თავი ანებეთ... ტუ-ტუ-ტუ..."

sicili.jpg

  • დადებითი ტესტის ნაცვლად მიიღებთ ჩხრიალას

სარეკლამო აქცია ორსულობის ტესტების მწარმოებლისგან: "დადებითი ტესტის ნაცვლად მიიღებთ ჩხრიალას".

sicili.jpg

  • თქვენმა ცოლმა რომ გაიგოს?

სიმპათიურ მასაჟისტ ქალს მისივე კლიენტი "აბამს": "თუ ამაღამ ჩემთან მოხვალთ, მარგალიტის ყელსაბამს გაჩუქებთ!" "თქვენმა ცოლმა რომ გაიგოს?" "მაშინ ყელსაბამი მას დარჩება..."

sicili.jpg

  • დათრობა გამიგია, მაგრამ ასე საშინლად

ორი ლესბოსელი გამოდის გინეკოლოგის კაბინეტიდან. ერთ-ერთი მათგანი ორსულადაა. მეორე, მეტად გაღიზიანებული ტონით, ამბობს: - დათრობა გამიგია, მაგრამ ასე საშინლად? სექსუალური ორიენტაციის სრული დაკარგვით?..

sicili.jpg

  • წინარეინფარქტული მდგომარეობა თუ სიფილისი

ოჯახის ექიმი პაციენტს ურეკავს: "წარმოგიდგენია, კომპიუტერი გამიფუჭდა და აღარ მახსოვს, თქვენს ცოლს რა დიაგნოზი დავუსვი - წინარეინფარქტული მდგომარეობა თუ სიფილისი". "რა ვქნათ, ექიმო?" "მოდი, ასე მოვიქცეთ: აიძულე ცოლი, ათი კილომეტრი გაირბინოს და თუ არ მოკვდა, მასთან არ დაწვე!"

sicili.jpg

  • მხოლოდ სიცილის დროს, ექიმო

რეანიმაციაში შეჰყავთ დაჭრილი მამაკაცი, რომელსაც ბეჭებს შორის დანა აქვს ამოჩრილი. ექიმი: "გტკივათ?" "მხოლოდ სიცილის დროს, ექიმო!"

sicili.jpg

  • ქმარმა უარი თქვა ჭურჭლის გარეცხვაზე

საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში მორიგე ქირურგი შედის: "აბა, დღეს რა შემთხვევები გვაქვს?" "ორი მსუბუქი შემთხვევაა, ექიმო - ავტოკატასტროფა და საწარმოო ტრავმა, და ერთიც - მძიმე: ქმარმა უარი თქვა ჭურჭლის გარეცხვაზე..."

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ვარგისია ხელჩართული ბრძოლისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები