ვარგისია ხელჩართული ბრძოლისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვარგისია ხელჩართული ბრძოლისათვის

 

SmileSmileSmile

შეკითხვა: - რა არის ბრმა მეთოდით გამოკვლევა?

პასუხი: - ეს ის არის, როცა ქირურგი კარდიოგრამას უყურებს.

შეკითხვა: - რაღაა გამოკვლევა ორმაგი ბრმა მეთოდით?

პასუხი: - ეს ის არის, როცა ქირურგს არ ეუბნებიან, რომ ეს კარდიოგრამაა.

SmileSmileSmile

ორი ფსიქოლოგი პარკში სეირნობს. მოულოდნელად ბუჩქებიდან კვნესა ესმით. ხედავენ, მიწაზე საშინლად ნაცემი და დასახიჩრებული მამაკაცი გდია. ფსიქოლოგები ერთმანეთს უყურებენ, მათ თვალებში შიში და  თანაგრძნობა იკითხება: "ვინც ეს გააკეთა - სასწრაფოდ ჩვენი დახმარება სჭირდება!.."

SmileSmileSmile

ფსიქიატრიულში პაციენტი მიჰყავთ. ექიმი ეკითხება: "თქვენ ვინ ხართ?" "ნაპოლეონი, ბატონო". "გასაგებია... მეოთხე პალატაში მოათავსეთ!" რამდენიმე წუთის შემდეგ საშინლად აღგზნებულ პაციენტს ექიმთან აბრუნებენ. "რა მოხდა, ეს რა ამბავი აგიტეხიათ?" - კითხულობს ექიმი. "ეს სად გამიშვით?" - უარესად ირევა ავადმყოფი. "ამ პალატაში ხომ ყველა ნაპოლეონია..." "თქვენ ვერ გამიგეთ, ექიმო, - მშვიდდება პაციენტი, - მე ნამცხვარი ვარ, ნამცხვარი!"

SmileSmileSmile

დამლაგებლების უშედეგო ძებნის შემდეგ თბილისის რამდენიმე საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გადაწყვიტა, საავადმყოფოები ტალახით მკურნალობის ცენტრებად გადააკეთონ.

SmileSmileSmile

ქუთაისში მეგობართან ვარ სტუმრად. სუფრასთან უნებურად ასეთ საუბარს მოვკარი ყური: "ბუჯო, ჩვენი მეზობელი როა, ვასილიჩი, რატო არ მევიდა, არ გვიკადრა, თუ?!" "არა კაცო, წნევა ჰქონია იმისთანა მაღალი, იმისთანა მაღალი, კოღო რომ აჯდება კანზე, საწყალი მაშინვე ფეთქდება თურმე!.."

SmileSmileSmile

ექიმი პაციენტს სინჯავს და დანანებით იქნევს თავს: "რაღაც არ მომწონს თქვენში..." "არც თქვენ ხართ, ექიმო, კალმით ნახატი!.."

SmileSmileSmile

- სამწუხაროდ, მე თქვენს სიმელოტეს ვერაფერი გავუგე, შესაბამისად, მისი მკურნალობა ჩემს ძალებს აღემატება. სჯობს ქირურგს მიმართოთ.

- მერედა მიშველის?

- ყოველ შემთხვევაში, იმდენს მოგაჭრით, რომ დარჩენილი ნაწილისთვის თმა აუცილებლად გეყოფათ.

SmileSmileSmile

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექიმის კაბინეტის კარი ექთანმა შეაღო:

- ექიმო, მეორე პალატაში სავსებით ნორმალური პაციენტი წევს. ის ამბობს, რომ ბაზარში მუშაობს ხორცის გამყიდველად.

- მაგ კაცს განდიდების მანია სჭირს, - სინანულით იქნევს თავს ექიმი, - სინამდვილეში ის პროფესორია.

SmileSmileSmile

სამედიცინო კომისია. თვალის ექიმი: "ამ ასოებს ხედავთ?" "ვერა". "ცოტა ახლოს მიიწიეთ. ახლა ხედავთ?" "ვერა, ექიმო". "წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგით. ხედავთ რამეს?" "ვერა, ბატონო". "კარგი, მთლად ახლოს მიბრძანდით. ახლა თუ ხედავთ რამეს?" "დიახ, მგონი, ასოების მოხაზულობას ვარჩევ". "ძალიან კარგი. მანძილი - 50 სანტიმეტრი. ჩავწეროთ: ვარგისია ხიშტით ხელჩართული ბრძოლისათვის".

SmileSmileSmile

ოთახში ტელეფონის ზარი გაისმის. ავტომოპასუხე: "გაუმარჯოს, დღეს არაჩვეულებრივი დღეა, მე ვტკბები დღევანდელი დღით და ამიტომ ტელეფონთან მოსვლა არ შემიძლია. ვიმედოვნებ, თქვენც კარგად ბრძანდებით. ჩემი დღევანდელი დღის ლოზუნგია: "ყველას უწილადე სიყვარული". ილაპარაკეთ სიგნალის შემდეგ! პი-პი-პი..." "იცით, მე ვენდისპანსერიდან გირეკავთ... თქვენი ანალიზი მზად არის და სამწუხაროდ, შედეგი დადებითია... ჰოდა, სიყვარულის გაზიარებას თავი ანებეთ... ტუ-ტუ-ტუ..."

SmileSmileSmile

სარეკლამო აქცია ორსულობის ტესტების მწარმოებლისგან: "დადებითი ტესტის ნაცვლად მიიღებთ ჩხრიალას".

SmileSmileSmile

სიმპათიურ მასაჟისტ ქალს მისივე კლიენტი "აბამს": "თუ ამაღამ ჩემთან მოხვალთ, მარგალიტის ყელსაბამს გაჩუქებთ!" "თქვენმა ცოლმა რომ გაიგოს?" "მაშინ ყელსაბამი მას დარჩება..."

SmileSmileSmile

ორი ლესბოსელი გამოდის გინეკოლოგის კაბინეტიდან. ერთ-ერთი მათგანი ორსულადაა. მეორე, მეტად გაღიზიანებული ტონით, ამბობს: - დათრობა გამიგია, მაგრამ ასე საშინლად? სექსუალური ორიენტაციის სრული დაკარგვით?..

SmileSmileSmile

ოჯახის ექიმი პაციენტს ურეკავს: "წარმოგიდგენია, კომპიუტერი გამიფუჭდა და აღარ მახსოვს, თქვენს ცოლს რა დიაგნოზი დავუსვი - წინარეინფარქტული მდგომარეობა თუ სიფილისი". "რა ვქნათ, ექიმო?" "მოდი, ასე მოვიქცეთ: აიძულე ცოლი, ათი კილომეტრი გაირბინოს და თუ არ მოკვდა, მასთან არ დაწვე!"

SmileSmileSmile

რეანიმაციაში შეჰყავთ დაჭრილი მამაკაცი, რომელსაც ბეჭებს შორის დანა აქვს ამოჩრილი. ექიმი: "გტკივათ?" "მხოლოდ სიცილის დროს, ექიმო!"

SmileSmileSmile

საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში მორიგე ქირურგი შედის: "აბა, დღეს რა შემთხვევები გვაქვს?" "ორი მსუბუქი შემთხვევაა, ექიმო - ავტოკატასტროფა და საწარმოო ტრავმა, და ერთიც - მძიმე: ქმარმა უარი თქვა ჭურჭლის გარეცხვაზე..."