კომპანიას მაინც გაგიწევთ!
- ჩემ წინ რიგში მდგომი ნასვამი მამაკაცი აფთიაქარს ეკითხება: “ქალბატონო, ბუასილის სანთლები გაქვთ?” “დიახ”. “სასანთლეებიც?”
- ნაახალწლევს ორი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს. ერთი მეორეს ეკითხება: “აბა, როგორ გაატარე ახალი წელი?” “არ ვიცი... ჯერ არ მოუყოლიათ”.
- საახალწლო სუფრაზე: “სმის დროს თვალებს რატომ ხუჭავ?” “ცოლს შევპირდი, ახალ წელს ჭიქაში არც კი ჩავიხედავ-მეთქი”.
- შვილი დედას ეკითხება: “დედა, მამაჩემი ვინ არის?” “თოვლის ბაბუა”, - პასუხობს დედა. “ეს როგორ?” “როგორ და, მოვიდა ღამით, დამიტოვა საჩუქარი და მერე თვალითაც აღარ მინახავს”.
- 2000 წლის პირველი იანვრის დილა. ნაბახუსევი, სახედასივებული, თვალებჩაწითლებული და თმააჩეჩილი მამაკაცი სარკეში იყურება და ამბობს: “აი, თურმე როგორი ხარ, მესამე ათასწლეულის ადამიანო...”
- პაციენტი ექიმს შესჩივის, რომ ძალიან აწუხებს წითელი ცხვირი. ექიმი: “თუ დაბადებიდან წითელი გაქვთ ან ტრავმის შედეგად გაგიწითლდათ, მედიცინა უძლურია, ხოლო თუ სმისგან - ნუ დარდობთ, განაგრძეთ სმა და ცოტა ხნის შემდეგ თქვენი ცხვირი იისფერს მიიღებს”.
- ახალი წლის ღამეა. კარზე ზარია. ბავშვი ყვირილით: “თოვლის ბაბუა! თოვლის ბაბუა!” - კარის გასაღებად გარბის. იღება კარი - ზღურბლზე თეთრწვერა თოვლის ბაბუა დგას. “აბა, პატარავ, რა საჩუქარს ისურვებდი წელს?” ბავშვი მოულოდნელად სტუმარს სილას აწნავს. “რისთვის?” - კითხულობს სახტად დარჩენილი თოვლის ბაბუა. “ეს - შარშანდელი “საჩუქრისთვის”, - პასუხობს ბავშვი, - ახლა კი წლევანდელ საჩუქრებზე მოვილაპარაკოთ”.
- ნაახალწლევს: “გამარჯობა. მე თქვენი ნარკოლოგი ვარ და ვეცდები, ალკოჰოლისადმი ლტოლვის დაძლევაში დაგეხმაროთ. თუ არაფერი გამომივიდა, კომპანიას მაინც გაგიწევთ”.
- ერთ ჩემს პაციენტს შარდისა და განავლის ანალიზების გაკეთება მოვთხოვე. მეორე დღეს შემოვიდა და ანალიზის შედეგები გადმომცა, თან სიცილს ვერ იკავებდა. ქაღალდი გავშალე და ხარხარი ამიტყდა: ლაბორატორიაში მომუშავე ერთ ხუმარა თანამშრომელს განავლის ანალიზის პასუხის შემდეგ მიეწერა: “შარდის ანალიზის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან ქილა ვერ გავხსენით!”
- მედიცინის მუშაკთა დღეა. პროქტოლოგის კაბინეტში პაციენტი შევიდა. ექიმმა თავი დაანება ავადმყოფობის ისტორიის წერას და დაღლილი სახით ჰკითხა პაციენტს: “რა გაწუხებთ, გენაცვალე?” ავადმყოფი მორიდებით ამბობს, რომ უკანა ტანში რაღაც ჩხვლეტს. “დაწექით, გაგსინჯავთ”. ექიმმა დახედა მტკივნეულ ადგილს და შეიცხადა: “ღმერთო ჩემო, აქ ხომ ვარდია!” პაციენტი (მორცხვად): “ეს თქვენ, ექიმო!..”
- პატარა ბიჭუნა დედას ეკითხება: “დედა, მე როგორ გავჩნდი?” “მე და მამამ კომბოსტოში გიპოვეთ”. “ჩემი და?” “ის ვარდის კოკორში ვიპოვეთ”. მეორე დღეს ბავშვი მშობლებს სწორედ საინტერესო ქმედებისას წაადგა თავს და ჩაილაპარაკა: “ჰოჰო, რა გახურებულია მებაღეობა?!”
- პაციენტმა ექიმის მოთხოვნით უამრავი გამოკვლევა ჩაიტარა და ერთ დიდ ტომად აკინძული პასუხები ექიმს მიართვა. ესკულაპეს მსახური დიდხანს ჩაჰკირკიტებდა ქაღალდებს და შიგადაშიგ თავს უკმაყოფილოდ აქნევდა. პაციენტმა ვეღარ მოითმინა:
- ექიმო, ცუდი ხომ არაფერია?
- ჯერ არა, მაგრამ აუცილებლად ვიპოვი.
- სასიამოვნოა ოპტიმისტებთან საქმის დაჭერა, - ჩაიბურტყუნა პაციენტმა.
- ანკეტაში, რომელიც ოპერაციამდე შეავსო პაციენტმა, იყო ასეთი კითხვა: “ვის დავურეკოთ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში?” ავადმყოფმა უპასუხა: “უფრო კვალიფიციურ ქირურგს!”
დაბოლოს, შემოგთავაზებთ საახალწლო რჩევებს:
1. სამი ჭიქა კონიაკი ორჯერ ამცირებს ახალი წლის ცუდად შეხვედრის რისკს, თუმცა ყოველი მომდევნო ჭიქა გეომეტრიული პროგრესიით ზრდის უსიამოვნებების წარმოშობის ალბათობას.
2. უარი თქვით ალკოჰოლზე, ქალებსა და სიმღერაზე, განსაკუთრებით - ამ უკანასკნელზე.
3. თავიდანვე გაარკვიეთ: მხიარულად სვამთ თუ ქალებთან ერთად?
4. რჩევა ახალგაზრდა დიასახლისს: ერთი ბოთლი არაყი მარტო თქვენს სუფრას კი არ დაამშვენებს, არამედ თქვენს კულინარიულ შეცდომებსაც დამალავს.
5. ნუ დააფურთხებთ მაგიდის ქვეშ - სტუმრები იქაც შეიძლება იყვნენ!
6. სანამ თავად ჩასრიალდებით მაგიდის ქვეშ, თავაზიანად დაემშვიდობეთ სტუმრებს.