ხანდახან რაღაც ასეთი უნდა ჩაიდინოს კაცმა... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხანდახან რაღაც ასეთი უნდა ჩაიდინოს კაცმა...

 

SmileSmileSmile

სექსოლოგის კაბინეტში მამაკაცი შედის ცოლთან ერთად.

- ექიმო, აი, ამან (მეუღლისკენ იშვერს ხელს)... რა გქვია, ქალო, შენ... სული ამომართვა, სათანადო ყურადღებას არ მაქცევო!..

 

SmileSmileSmile

პაციენტმა ექიმს სექსუალური უძლურების შესახებ შესჩივლა. სექსოლოგმა დაარწმუნა, რომ თვითშთაგონება უშველიდა. მართლაც, რამდენიმე სეანსის შემდეგ პოტენციამ შესამჩნევად მოიმატა. პაციენტის ცოლმა გადაწყვიტა გაეგო, როგორ მუშაობდა ეს მეთოდი, ღამით სააბაზანოში გასულ ქმარს უკან გაჰყვა და რას ხედავს: კაცი სარკის წინ დგას და ხმადაბლა იმეორებს: "ის ჩემი ცოლი არ არის! ის ჩემო ცოლი არ არის! ის ჩემი ცოლი არ არის!.."

 

SmileSmileSmile

მამაკაცი ქრონიკულ დაღლილობას უჩივის. ექიმი: "რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას ეწევით?" "დიახ, კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათ-კვირას". "უფრო იშვიათად რომ სცადოთ? მაგალითად, კვირაობით დაისვენოთ...". "რას ამბობთ, კვირას არავითარ შემთხვევაში არ გამოვა, ცოლთანაც ხომ უნდა დავწვე ოდესმე?!"

 

SmileSmileSmile

შეფმა შეამჩნია, რომ მისი ერთ-ერთი თანამშრომელი, სოლიდური მამაკაცი, საყურეს ატარებს. შეფი: "მოდამ გულგრილი არც ბებერი მგლები დატოვა?" "საყურეს გულისხმობთ, შეფ? ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ხანდახან რაღაც ასეთი უნდა ჩაიდინოს კაცმა". "დიდი ხანია, ასე ფიქრობთ?" "მას შემდეგ, რაც ცოლმა ეს საყურე ჩვენს საწოლში აღმოაჩინა".

 

SmileSmileSmile

ერთი მოხუცი მამაკაცი ეუბნება მეორეს: "ისე, გემოვნება მართლაც ძალიან ცვალებადი ყოფილა. აი, მე, მაგალითად, ოცდაათი წლის წინ ძალიან მომწონდა თანატოლი ქალები, დღეს კი მათი დანახვისას გული მისკდება!"

 

SmileSmileSmile

ხანში შესულ მამაკაცს დილით მოშარდვა გაუჭირდა და ამოიოხრა: "რას მერჩი, შე ოხერო?! რამდენი ხანია, აღარ შემიწუხებიხარ, მადლობის მაგიერია?!" "ვის ელაპარაკები, კაცო, მანდ?" - გამოსძახა ოთახიდან ცოლმა. "ძველი მეგობარია, შენ აღარ გეხსომება..."

 

SmileSmileSmile

- სამწუხაროდ, თქვენს სიმელოტეს მე ვერაფერს მოვუხერხებ, - ეუბნება დერმატოლოგი პაციენტს, - სჯობს, ქირურგს მიმართოთ. ის ისე მიჭრი-მოჭრის, რომ დარჩენილი ნაწილისათვის თმა აუცილებლად გეყოთ.

 

SmileSmileSmile

პოლიკლინიკაში ზარია: "ექიმო, არ შეგიძლიათ, ახლავე მოხვიდეთ ჩვენთან?" "ასეთი რა მოხდა?" იცით, სახლში შესვლას ვერ ვახერხებთ..." "თუ ასეა, მისამართი შეგეშალათ, პოლიციაში უნდა დარეკოთ, გენაცვალე!" "არა, არა, ექიმო, ჩვენ სწორედ თქვენ გვჭირდებით. საქმე ის არის, რომ გასაღები ჩვენმა შვილმა გადაყლაპა".

 

SmileSmileSmile

"ძვირფასო, - ეუბნება ქალი ქმარს, - დღეს ტელევიზორში იმ საფეხბურთო მატჩს ვუყურე, რომელსაც შენ მსაჯობდი~. "მერე როგორ მოგეწონა? - მოწონების რა გითხრა, ოკულისტთან კი სამშაბათს მოგიწევს მისვლა..."

 

SmileSmileSmile

ექიმი: "თქვენი ცოლი აბსოლუტურად ჯანმრთელია. ამას ექოს შედეგები და ანალიზების პასუხებიც მოწმობს". პაციენტის ქმარი: "ექიმო, საბოლოოდ რომ დავმშვიდდე, არ შეგიძლიათ, ჩემი მეუღლე პათანატომთანაც გაგზავნოთ?"

 

SmileSmileSmile

ექიმი - პაციენტს: "ბეწვზე მოასწარით ჩემთან მოსვლა!" "რატომ, რამე სერიოზული მჭირს?" "არა, უბრალოდ, ხვალ თვითონვე გამოჯანმრთელდებოდით".