არ წაჰყვეთ უცხოებს
-
ექიმო, ჩემს მეუღლეს მესამე დღეა ყელი სტკივა.
ყელ-ყურის ექიმს მამაკაცმა მიმართა: "ექიმო, ჩემს მეუღლეს მესამე დღეა ყელი სტკივა. თითქმის ვერ ლაპარაკობს. თქვენთან მოსვლაზე ვერ დავიყოლიე, არც წამლის დალევა უნდა. როგორ მოვიქცე?" "რაკი ასეა, სახლში მთვრალი დაბრუნდით, ღამის სამ საათზე და მეგობრებთან ერთად". "დავიჯერო, ეს უშველის?" "დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ნაცადი მაქვს!"
-
მიდი, ამისრულე სურვილი
სულით დაავადებულთა საავადმყოფო. ერთი პაციენტი აკვარიუმთან დგას და თევზს მოსვენებას არ აძლევს: "მიდი, ამისრულე სურვილი, მომეცი სახლი, მანქანა და აგარაკი! რა იყო, გენანება?!" პაციენტს ექიმი მიუახლოვდა: "თავი დაანებეთ თევზებს! მათ ხომ ჩვენი არ ესმით და ვერც ლაპარაკობენ!" "მთელი საათია, მაგას ვუმტკიცებ! _ ისმის აკვარიუმიდან, _ ეტყობა, პუშკინის მოყვარულია..."
-
სიცილი - ყველა დაავადების საუკეთესო წამალია.
"ექიმო, თქვენ ხომ მეუბნებოდით, რომ სიცილი - ყველა დაავადების საუკეთესო წამალია..." "იცი, რა, ჩემო კარგო, ცირკში კლოუნის საქციელზე უნდა გაიცინო და არა გუბერნატორის შვილისა და მისი მცველების საქციელზე!"
-
თქვენ ვერაფერს გაიგებთ
ქირურგი პაციენტს ამშვიდებს: "ესე იგი, გაინტერესებთ, რა მოხდება, თუ ოპერაციამ ცუდად ჩაიარა? არ ინერვიულოთ, ამ შემთხვევაში თქვენ ვერაფერს გაიგებთ".
-
მეშვიდეპალატელმა ნაპოლეონმა ჯარები შეკრიბა
სულით ავადმყოფთა კლინიკაში კონტროლის კომისიის თავმჯდომარე სამედიცინო პერსონალს კრებს და უყვირის: "იცით თუ არა, რომ მეშვიდეპალატელმა ნაპოლეონმა ჯარები შეკრიბა, ხოლო მეთერთმეტეპალატელი კუტუზოვის დროშების ქვეშ სახალხო მოძრაობაა გაერთიანებული?! იცით, ამის შემდეგ რა შეიძლება მოხდეს?! რატომ არ იღებთ ზომებს?" "რა თქმა უნდა, ვიცით და ამიტომაც არ ვიღებთ ზომებს, თორემ მოწყენილობისგან დავიხოცეთ".
-
ექიმო, როგორ გავხდე?
"ექიმო, როგორ გავხდე?" "ამისთვის ორი გზა არსებობს: პირველი - ფეხით იმოგზაუროთ დედამიწის გარშემო..." "ეს ხომ ძალიან ხანგრძლივი და მომქანცველი გზა იქნება!" "მაშინ მეორე ვარიანტს შემოგთავაზებთ: იპოვეთ ახალგაზრდა, თავზე ხელაღებული და ვნებიანი ქალი..." "იცით, ექიმო, მგონი, დედამიწის გარშემო მოგზაურობა არცთუ ისე დამღლელი იქნება..."
-
ერთმანეთს უკანალზე მისჩერებიან
მამაკაცი გასაუბრებას გადის. ფსიქოლოგი ტესტირებას უტარებს: მაგიდაზე სურათები გაუშალა, ერთ-ერთი მათგანი ამოირჩია, წინ დაუდო და ჰკითხა: "აი, ნახეთ, ეს ცნობილი ტილოა _ "სამი მონადირე დასვენებისას". რა ასოციაციებს იწვევს ის თქვენში?" "ცისფერების!" "რატომ?" _ გაოცდა ფსიქოლოგი. "საჭმელი აქვთ, სასმელი აქვთ, ქალები კი არ ჰყავთ! რა თქმა უნდა, ცისფერები არიან!" "საინტერესო ლოგიკაა. აი, ამ სურათზე კი სამხრეთის ქვეყნებისკენ გაფრენილი წეროების ისარია. ამაზე რაღას იტყვით?" "ისინიც ცისფერები არიან!" "რატომ?" "იმიტომ, რომ ერთმანეთს უკანალზე მისჩერებიან!" "გასაგებია. ეტყობა, თქვენთვის ყველა ირგვლივ მყოფი ასეთია! ალბათ, მეც ასეთად მიგაჩნივართ..." "რა თქმა უნდა! სხვაგვარად ამ ცისფერების სურათებს ხომ არ შემომაჩეჩებდით?!"
-
მე ძალიან მიყვარს ჩემი ცოლი
მამაკაცი სექსოლოგთან მიდის: "ექიმო, იცით, მე ძალიან მიყვარს ჩემი ცოლი..." ექიმი ხელებს ასავსავებს: "მისამართი შეგეშალათ, ჩემთან კი არა, ფსიქიატრთან უნდა მისულიყავით".
-
კანი კბილებით მოვიცალე და შევჭამე
ქალი: "დამისკდა ტუჩები, წავისვი ტუჩების სკრაბი, გავიკეთე მკვებავი ნიღაბი, წავისვი ბალზამი, ზემოდან - დამატენიანებელი საცხი..." მამაკაცი: "დამისკდა ტუჩები. კანი კბილებით მოვიცალე და შევჭამე".
-
ცხვირის ნესტოები
გამოყენებით მეცნიერებათა აკადემიის სწავლულებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ცხვირის ნესტოების დიამეტრი დროთა განმავლობაში საჩვენებელი თითისას უტოლდება.
-
თავი "გაზპრომად" მიაჩნია
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში: "ეს პაციენტი გამუდმებით რატომ აფუჭებს ჰაერს?" "ის ფსიქიატრიაში ახალი პერსონაჟია, თავი "გაზპრომად" მიაჩნია".
-
თუ ექიმთან წახვალ, მოგკლავო
სექსოლოგთან მიღებაზე: "ექიმო, ეაკულაციის პრობლემები მაქვს. საათობით ვწევარ ცოლთან, ძალების სრულ დაკარგვამდე, მაგრამ ორგაზმი მაინც არ დგება. დამეხმარეთ!" "ნუ ნერვიულობთ, რა თქმა უნდა, დაგეხმარებით! ეს მარტივი პრობლემაა... რატომ ხართ ასე შეშინებული? აქეთ-იქით რატომ იყურებით? ნუ გეშინიათ, აქ არავინ არ არის..." "იცით, ბატონო, ცოლმა მითხრა: თუ ექიმთან წახვალ, მოგკლავო!!!"
-
ახლა მეც მეშინია სიბნელის
ფსიქოანალიტიკოსი: "იცით, კოლეგავ, ერთ ჩემს ნაცნობ ქალბატონს სიბნელისა ეშინია. ვცადე დამერწმუნებინა, რომ სიბნელეში არაფერია საშიში, მაგრამ მან პასუხად თავისი არგუმენტები მოიყვანა და... ახლა მეც მეშინია სიბნელის..."