ექიმები ხუმრობენ
.
-
პრეზერვატივი მომეცით და გაიხადეთ
ეს ამბავი ერთ კლინიკაში მოხდა. პროქტოლოგიურ განყოფილებას მამაკაცმა მიმართა. პროქტოლოგმა გასინჯა, მერე კი დიაგნოზის დასაზუსტებლად ულტრაბგერითი კვლევის - ხალხში "ექოს" რომ ეძახიან - ჩასატარებლად გაგზავნა. რა თქმა უნდა, პაციენტმა "ექოს" კაბინეტისკენ გასწია. თუმცა ოთახში შესვლისას ყურადღება არ მიაქცია კარზე გამოკრულ განცხადებას, რომ პაციენტებმა თან უნდა იქონიონ პრეზერვატივი - მას რექტალურ გადამწოდზე ჩამოაცმევენ უკანა ტანში შეყვანის წინ, რათა სტერილურობა დაიცვან.
კაბინეტში შესულმა მამაკაცმა დაირცხვინა, რადგან ულტრაბგერითი კვლევის ჩამტარებელი ექიმი სიმპათიური ქალბატონი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა პაციენტს შეხედა და ღიმილით უთხრა: "პრეზერვატივი მომეცით და გაიხადეთ". გაკვირვებული მამაკაცი ეკითხება: "რისთვის?" ექიმი: "აბა, პრეზერვატივის გარეშე როგორ?.." მამაკაცი დაფიქრდა, მერე კაბინეტიდან გავარდა და ათიოდე წუთის შემდეგ უკანვე მოირბინა პრეზერვატივით... ბონბონერკით და შაპანურით ხელში.
-
გაუმარჯოს ჯანმრთელობას და სტაბილურობას!
ერთხელ, ლხინში, სადაც მხოლოდ მამაკაცები ვიყავით შეკრებილნი, ჩემმა მეგობარმა ასეთი სადღეგრძელო თქვა: "გაუმარჯოს ჯანმრთელობას და სტაბილურობას!" გაგვიკვირდა და ვთხოვეთ აეხსნა, რას გულისხმობდა. შეცბა, თუმცა მაინც მოგვიყვა ყველაფერს.
აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დღის წინ უროლოგთან მისულა პროსტატის გამოსაკვლევად. გასინჯვის შემდეგ ექიმმა უთხრა, რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდა. მერე ლაპარაკი სქესობრივ ცხოვრებაზე ჩამოუგდო. როგორ გეკადრებათ, რა პრობლემებიო, - იუკადრისა ჩემმა მეგობარმა, უბრალოდ დავიღალე, გამუდმებით სამუშაოზე ვფიქრობ და საერთოდ, უკვე ოცი წელია, რაც ცოლთან ერთად ვცხოვრობო... "რადგან აქამდე მოხვედი, ცუდი არ იქნება, შენი პოტენციაც შევამოწმოთო", - შესთავაზა ექიმმა. ჩემი მეგობარი ექსპერიმენტის ჩატარებაზე დათანხმდა. ექიმმა ასოში რაღაც პრეპარატი შეუშხაპუნა. მერე დერეფანში დასვა და სთხოვა, შეგრძნებები დაემახსოვრებინა. ერექცია "პაციენტს" ნორმალურზე სამჯერ უფრო სწრაფად განუვითარდა. ექიმი კმაყოფილი დარჩა და შესთავაზა: "სამი საათის შემდეგ ყველაფერი თავისით გაივლის, ან, თუ გინდა, ახლავე სხვა წამალს გაგიკეთებ და ერექცია ხუთ წუთში გაქრებაო". ალბათ გაგიჭირდებათ ისეთი მამაკაცის პოვნა, რომელიც ასეთ საჩუქარზე უარს იტყვის... ექიმს გაეცინა და სათანადო რჩევა-დარიგების შემდეგ სახლისკენ, უფრო სწორად, მეუღლისკენ გზა დაულოცა... ჩემმა მეგობარმა, როგორც იქნა, სახლამდე მიაღწია და ამ სამი საათის განმავლობაში მეუღლე ისე "გაახარა", რომ ბოლოს ქალმა ყველაფერზე უარი თქვა და გამოუცხადა, თუ უნდოდა, ექსპერიმენტები თუნდაც ქათმებზე ჩაეტარებინა... გავიდა კიდევ ნახევარი საათი, მაგრამ ერექცია არ გაქრა, უფრო მეტიც - უკვე მტკივნეული გახდა. მეგობარმა კლინიკაში დარეკა. ურჩიეს, ცივი დაედო. მაცივარში ყინული ვერ იპოვა, სამაგიეროდ გაყინულ ქათამს მიაგნო, დაავლო ხელი და ასოზე მიიდო, მაგრამ უშედეგოდ. იფიქრა, იქნებ, მხოლოდ ცალ მხარეს რომ აცივებს, იმიტომ არ შველისო, დანას ხელი დაავლო, კარგად გააფართოვა ის ხვრელი, საიდანაც ქათამს შიგნავენ, შემოიხვია ცელოფანი, ზემოდან - ხელსახოცი და... სიცივე კი ესიამოვნა, მაგრამ უეცრად გაუელვა, რომ შეიძლებოდა მოყინვა მიეღო და ქათმის მოშორება გადაწყვიტა, მაგრამ ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა - ან ხელსაწმენდი მოედო ძვალს, ან ხვრელი დავიწროვდა... ჩემმა მეგობარმა შიშისგან თავი დაკარგა... ამ დროს იღება კარები და სამზარეულოში შემოდის მისი მეუღლე, რომელიც ხედავს, რომ შუა ოთახში მისი დედიშობილა ქმარი დგას, ორივე ხელი ქათმისთვის ჩაუვლია და ხან წინ ექაჩება, ხან უკან. "რას აკეთებ??? გაგიჟდი?! მე ხომ ვიხუმრე!" - ეს იყო ქალის პირველი ფრაზა, ხოლო როცა ქმრის ტკივილისა და შიშისგან დაღრეჯილი სახე შეამჩნია, რაც მოახლოებულ შვების ნიშნად მიიჩნია, ჩურჩულით დაამატა: "შე საწყალო... გაგელღო მაინც..."
პ.ს. ჩემს მეგობარს მაინც მოუწია კლინიკაში წასვლა და "შხამსაწინააღმდეგოს" შეშხაპუნება...
-
სავსებით ჯანმრთელი ბრძანდებით"
თერაპევტის კაბინეტში კონსულტაციისათვის პაციენტი შევიდა. ექიმმა გასინჯა და უთხრა: "სავსებით ჯანმრთელი ბრძანდებით". კმაყოფილი პაციენტი კაბინეტიდან გავიდა. წამიც და კარს უკან დაცემის ხმა მოისმა. ექიმმა კარი გააღო და მკვდარ პაციენტს წაადგა თავს. "არიქა, მომეშველე! - გასძახა ექიმმა ექთანს, - პაციენტი ისე შევაბრუნოთ, თითქოს კაბინეტიდან კი არ გადიოდა, არამედ შემოდიოდა!.."
-
ვარგისია ხიშტით ხელჩართული ბრძოლისათვის
ჯარში გამწვევი სამედიცინო კომისია. თვალის ექიმი: "ამ ასოებს ხედავთ?" "ვერა". "ცოტა ახლოს მიიწიეთ. ახლა ხედავთ?" "ვერა, ექიმო". "წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგით. ხედავთ რამეს?" "ვერა, ბატონო!" "კარგი, მთლად ახლოს მიბრძანდით. ახლა თუ ხედავთ რამეს?" "დიახ, მგონი, ასოების მოხაზულობას ვარჩევ". "ძალიან კარგი. მანძილი - 50 სანტიმეტრი. ჩავწეროთ: "ვარგისია ხიშტით ხელჩართული ბრძოლისათვის".
-
მოხუცო, ნამდვილი კაზანოვა ხარ!
ხანდაზმული მამაკაცი ახალგაზრდა ქალზე დაქორწინდა. ერთი წლის შემდეგ მეუღლე სამშობიაროში მოსალოგინებლად მიიყვანა. "ყოჩაღ!" - შეაქო ექიმმა. "მოტორი ყოველთვის მუშა მდგომარეობაში უნდა გქონდეს!" - ქება შეიფერა და ამაყად უპასუხა ხანდაზმულმა მამაკაცმა. ერთი წლის შემდეგ მან ისევ მიიყვანა ცოლი სამშობიაროში. "მოხუცო, ნამდვილი კაზანოვა ხარ!" - გაუკვირდა ექიმს. "მოტორი ყოველთვის მუშა მდგომარეობაში უნდა გქონდეს!" - ამაყად უპასუხა მოხუცმა. ერთი წლის შემდეგ ქალმა ისევ იმშობიარა. ექიმმა კი ქმარს უთხრა: "ბაბუ, დროა მოტორში ზეთი გამოცვალო - ბავშვი შავკანიანი დაიბადა!.."