სქესობრივი ცხოვრების ასაკი
პერიოდი პირველი
15-დან 25-მდე
მამაკაცები - ამ პერიოდში იწყება ე.წ. მწვავე სპერმატოქსიკოზი, როდესაც გულს მხურვალე სიყვარული სწყურია, თუმცა პირველი სასქესო კავშირი მათთვის თითქმის ყოველთვის შიშს უკავშირდება და საკმაოდ ბევრი სქესობრივ ცხოვრებას სწორედ ამ შიშის დაუძლევლობის გამო ვერ იწყებს.
რეგულარული სქესობრივი კავშირის დაწყების შემდგომ მამაკაცებს ამის სურვილი საშუალოდ კვირაში 12-ჯერ ებადებათ. ამასთან საკმაოდ იზრდება გამოუცდელი ვაჟიდან ექსპერტად ჩამოყალიბების სურვილი, რის გამოც ვაჟები ხშირად იცვლიან სქესობრივ პარტნიორებს, თუმცა თავად სექსის ხარისხი მათ ნაკლებად აღელვებთ. ამ პერიოდში მიღებული სიამოვნება ძალიან ჰგავს დამშეული ადამიანის შეგრძნებას, რომელსაც თითქოს ორცხობილას ტომარა აჩუქეს.
ახალბედა საკმაოდ სწრაფად ასრულებს სქესობრივ აქტს, დაახლოებით 5-6 წუთში, თუმცა რამდენიმე წუთის შემდგომ იგი კვლავ მზად არის ყველაფერი თავიდან დაიწყოს.
გოგონებთან - ამ ასაკში სქესობრივი ცხოვრებისგან რეალურ სიამოვნებას მხოლოდ მცირე ნაწილი იღებს. დეფლორაციაზე ისინი თანხმობას აცხადებენ 2 მიზეზის გამო: 1. მოსაზრება - გავიზარდე და უკვე დროა გავიგო, ეს რა არის და 2. მას ამის გაკეთებას მისი შეყვარებული აძალებს.
ამ პერიოდში გოგონებს აქვთ დაორსულების და სირცხვილის შიში, ამავდროულად დიდი ინტერესი და სურვილი - თავი სასურველ ქალად იგრძნონ.
დასაწყისში ახალგაზრდა ქალს მტკიცედ სწამს, რომ მისი საქციელი დიდი საჩუქარია და იგი საკუთარ თავს გამარჯვებულს, როგორც პრიზს, ისე სთავაზობს და დარწმუნებულია, ამის სანაცვოდ მიიღებს ყველაფერს, რასაც კი მოისურვებს, როგორც მატერიალურ, ისე სიყვარულის დაუსრულებელი მტკიცების სახით. 25 წლისთვის იგი იცვლება და მისი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები ნელ-ნელა სინქრონიზდება.
პერიოდი მეორე
25-დან 40 წლამდე
მამაკაცებთან – აღვირახსნილი სქესობრივი ცხოვრების შემდგომ დგება ნაყროვანების პერიოდი და სქესობრივი აქტივობის აშკარა დაქვეითება იგრძნობა.
წინა პლანზე სხვა პრიორიტეტები გამოდის: კარიერის მოწყობა, კარგი ავტომანქანის შეძენა, ოჯახის შექმნა და შვილის აღზრდა.
ამ პერიოდში ყველაზე ხშირად ჩნდებიან მამაკაცის ცხოვრებაში იდუმალი საყვარლები, მათ ცხოვრებაშიც კი, რომელთაც მეუღლეებთან სერიოზული პრობლემები თითქმის არ აქვთ. სტანდარტული სქესობრივი რეჟიმი - 1-3-ჯერ კვირაში, ამ დროს მამაკაცებს უკვე ის პოზები ურჩევნიათ, სადაც ინიციატორები ქალები არიან.
თუ ამ ასაკის მამაკაცი ჯერ კიდევ დაუქორწინებელია, პირველი პერიოდის მამაკაცების მსგავსად ყველა პარტნიორზე თანახმანი როდი არიან, ისინი მშვიდად არიან თავჩარგულნი სამსახურებრივ საქმეებში და ელოდებიან, როდის გამოჩნდება ჰორიზონტზე რეალურად ღირებული ვარიანტი.
“მთვლემარე მდგმარეობაში”, ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად, 6 თვეც კი შეუძლიათ გაძლონ.
გარდა ამისა, მამაკაცებს მოსვენებას უკარგავს აბრევიატურა: სგგდ – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ამიტომ ისინი მაქსიმალურად ფრთხილობენ პარტნიორის შერჩევისას.
ქალები – 30 წლის ასაკისთვის ქალი ყვავილივით იფურჩქნება. უსიამოვნო ჭეშმარიტებაა, რომ პირველად მხოლოდ 30 წლის ასაკში განიცდის ქალთა დიდი ნაწილი ორგაზმს. ამ ასაკში ისინი იწყებენ ექსპერიმენტებს, იღებენ მაქსიმალურ სიამოვნებას აქტიური პოზებისგან, სწავლობენ ახალს, რაც მათთვის მანამდე მიუღებელი იყო, ახლა იზიდავთ კიდეც.
გარკვეული შესვენებებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, ამ პერიოდის გავლიდან 6 თვეში ქალის ორგანიზმში ჰორმონული სისტემა ძველებურ კალაპოტს უბრუნდება, შესაძლოა მოხდეს ეროგენული ზონების ცვლილება. რამდენიმე წლის შემდგომ კი სექსუალური ენერგიის ახალი ამოფრქვევა იწყება.
ყველაზე სამაგალითო ცოლებისთვისაც კი ეს საშიში პერიოდია, რადგან ფიზიოლოგიურად შესაძლოა ქმარი აღარ იყოს საკმარისი, მით უფრო, თუ იგი ასაკით გაცილებით უფროსია.
ამ დროს ქალი ხვდება, რომ მუხლზე დაცემული თაყვანისმცემლების ჯარი იკლებს, მისი უნაკლო სხეულის ფორმებითაც ნაკლებად ინტერესდებიან, პირველი კოცნის შანსებიც ამოწურულია, ამიტომ იგი ცდილობს ეს ყველაფერი ხშირად და რაც შეიძლება მეტად გაიმეოროს, ვიდრე ამის საშუალება ჯერ კიდევ არსებობს.
სწორედ ამ ასაკს ემთხვევა ყველაზე მეტად ერთსქესიანი სასიყვარულო რომანების გაბმაც.
პერიოდი მესამე
40-დან 53-მდე
მამაკაცები – ცხოვრება კვლავ მრავალფეროვანი ხდება, სექსი და მასთან ერთად მამაკაცური ღირსება, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით, პირველ ადგილს იკავებს მამაკაცის ცხოვრებაში, დანაჩენი წყალსაც წაუღია...
ამ ასაკში კაცი ნამდვილ თავგადასავლების მოყვარულად ყალიბდება, მას როგორც არასდროს ისე სურს სქესობრივი ცხოვრების გამრავალფეროვნება.
სტატისტიკის თანახმად, მამაკაცების 25% ოცნებობს საკუთარი ყოფის რადიკალურ შეცვლაზე და ისინი ოჯახებს ტოვებენ და საყვარლებთან მიდიან, ნაწილი კი - ახალგაზრდა საყვარელთან.
თანატოლები მათთვის სექსთან აღარ ასოცირდებიან, ძალები კვლავ დიდია, თუმცა იმასაც ხვდებიან, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
ამ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე მეტია თეთრ ცხენზე ამხედრებული უფლისწულები, მათ საკმაოდ კარგად გამოსდით სქესობრივი კავშირების მშვენიერ თავგადასავლებად ქცევა, რაც მთავარია, ყველაზე დიდ სიამოვნებას ამისგან თავადვე იღებენ.
ახალგაზრდა მამაკაცებისგან განსხვავებით, მათ ძალიან სიამოვნებთ იმის შეგრძნება, რომ საყვარელი ქალები არამიწიერ გრძნობებს განიცდიან.
ქალები – ამ პერიოდში სექსი მეორეხარისხოვანია, ავანტიურისტული სული ქრება და კვლავ დედობრივი ინსტინქტი ძლიერდება. შვილები უკვე გაიზარდნენ, ამიტომ ქალი დედობრივ ინსტინქტს და სინაზეს მეუღლისადმი მიმართავს. ამ დროს ჩნდება პატარა ბავშვების მონატრება და შვილიშვილების ყოლის სურვილი.
სქესობრივი მოთხოვნილების შესუსტების გამო ქალები ნაკლებად უვლიან თავს და წონასაც იმატებენ. კარგავენ ინტერესს ახალი სამოსისა და სამკაულებისადმი. მხოლოდ მეუღლისადმი გარკვეული ვალდებულებების გამო თანხმდებიან სქესობრივ კავშირს, ეს პერიოდია, როდესაც მეუღლეები სხვადასხვა საწოლში იწყებენ ძილს.
ყველაზე დიდ ყურადღებას ქალები ამ დროს უთმობენ ჯანმრთელობას.
პერიოდი მეოთხე
55 წლის ზემოთ
მამაკაცები – ეს საშინელი სიტყვა – ანდროპაუზა – იგივე მამაკაცთა კლიმაქსი, რომელიც ქალებისგან განსხვავებით საკმაოდ მწვავედ მიმდინარეობს. მოკლე დროში ძალ-ღონით სავსე მამაკაცი ასაკოვან პენსიონერს ემსგავსება. იცვლება სექსის ხარისხი. აღგზნებისთვის მათ გაცილებით დიდი დრო სჭირდებათ, თუმცა ერექციაც შედარებით მყარია.
დასაწყისში შესაძლოა სქესობრივი აქტის რაოდენობა გაიზარდოს კიდეც, თუმცა დროდადრო სერიოზული “ჩავარდნები” იჩენს თავს. ყოველ ღამე ერთი აზრი არ ასვენებთ: ნეტავ დღეს რა იქნება? ისე ხომ არა, როგორც ბოლოს?
მუდმივი სქესობრივი პარტნიორის არსებობისას 60 წლამდე მამაკაცების სქესობრივი აქტის სიხშირე კვირაში - 1-ია, 60-დან 70 წლამდე კი - 10 დღეში ერთი.
ამ ასაკში მამაკაცებს უამრავი კომპლექსი უჩნდებათ გარეგნობასთან დაკავშირებით. ფიქრობენ, რომ გამელოტებული, დანაოჭებული მამაკაცი ქალს, სქესობრივი ლტოლვის ნაცვლად, თანაგრძნობას და ჭიქა წყლის მიწოდების სურვილს აღუძრავს.
აღსანიშნავია, რომ სქესობრივი ჩავარდნები უფრო ხშირად სწორედ ამ კომპლექსების შედეგია და არა ფიზიოლოგიური მიზეზებისა.
მამაკაცური შემოდგომისას ისინი მომაკვდინებელ არგუმენტს ეჭიდებიან: “მამაკაცი 100 წლის ასაკშიც სიძეა”, ამიტომ იწყებენ ახალგაზრდა პარტნიორების ძიებას და საერთოდ არ აინტერესებთ, მათ მეგობარს ცხოვრებაში ერთი წიგნი მაინც თუ წაუკითხავს, ან ერბოკვერცხის შეწვა თუ იცის.
ქალები - ამ ასაკში ქალი ტკბილი კენკრაა.
ქალთა 30% აცხადებს, რომ პენსიაზე გასვლის შემდგომ მათი ინტერესი სქესობრივი ცხოვრებისადმი საგრძნობლად გაიზარდა. ამ დროს ფიზიოლოგიურად ყველაფერი რიგზეა. რაც შეეხება ფსიქოლოგიას....
ქალები ხვდებიან, რომ ისეთივე მჩქეფარენი და მიმზიდველნი არ არიან, ამიტომ გაცილებით მომთმენნი ხდებიან საკუთარი პარტნიორისადმი, როგორც მუდმივი, ისე ხანმოკლე ურთიერთობებისას.
დგება მენოპაუზა – ქალთა კლიმაქსი. მენსტრუალური ციკლის შეწყვეტიდან 2-3 წლის შემდგომ ეს ქალის გარეგნობაზეც აისახება. ფსიქოლოგიური განწყობების მხრივ კი ნამდვილად არის პლუსი – დაძლეულია არასასურველი ორსულობის შიში. ორგანიზმში იზრდება თირკმელზედა ჯირკვლების მიერ გამომუშავებული მამაკაცური ჰორმონების – ანდროგენების კონცენტრაცია, რაც საგრძნობლად ზრდის ქალის სქესობრივ ლტოლვას.