"ახალ წელს გილოცავ, ძვირფასო!"
რომლებმაც 2011 წელს მოახერხეს, ღიმილის რამდენიმე წუთი ეჩუქებინათ თქვენთვის. მაშ ასე:
- გურამ გეგელაშვილი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თერაპევტი
თუ ახალი წლის შეხვედრის შემდეგ კოსტიუმზე ლაქა აღმოაჩინეთ, ქიმწმენდაში წაღებას ნუ იჩქარებთ; ჩაასხით ჭიქაში 80 გრამი სპირტი, მისი მესამედი მოცულობის ლიმონის წვენი და ორი წვეთი ნიშადური, კარგად აურიეთ და სულმოუთქმელად გადაჰკარით. თხუთმეტი წუთის შემდეგ ლაქა თქვენ თვალწინ გაფერმკრთალდება და ბოლოს საერთოდ გაქრება მხედველობის არიდან.
- სამშობიარო სახლში შემოვლისას პროფესორმა შეამჩნია, რომ ერთ-ერთ პალატაში თითქმის ყველა ქალბატონს სექტემბრის ბოლოს უნდა ემშობიარა.
"ასეთი რამ ათასში ერთხელ ხდება! - წარმოთქვა გაოცებულმა პროფესორმა, - ასე ერთად როგორ შეიკრიბეთ?"
"არაფერია გასაოცარი, ექიმო, უბრალოდ, ყველა ერთად, ერთ კომპანიაში შევხვდით ახალ წელს".
- - აბა, როგორ შეხვდი ახალ წელს? - ეკითხება ერთი მეგობარი მეორეს.
- საჩუქარივით. - ვერ გავიგე?!
- მთელი ღამე ნაძვის ხის ქვეშ ვეგდე.
- 31 დეკემბერია. პატარა ბავშვი ტელეფონით რეკავს: "ალო, სასწრაფო დახმარებაა? ჩქარა მოდით ჩვენთან, მამაჩემი გაგიჟდა - ჩაიცვა წითელი ხალათი, რეზინის ჩექმები და გვარწმუნებს, თოვლის პაპა ვარო".
- წლის ბოლოს ცოლების უმრავლესობა ქმრებს სთხოვს, მუშაობა ადრიანად დაამთავრონ და შინ ცოტა ადრე არა მთვრალები, არამედ ნასვამები მაინც დაბრუნდნენ.
გულუბრყვილო ქალებს არ ესმით - ნამდვილი მამაკაცები სამუშაოზე არ სვამენ! ისინი სვამენ მხოლოდ სამუშაოს დამთავრების შემდეგ. და რაც უფრო ადრე დაამთავრებენ ისინი მუშაობას, მით უფრო ნაკლები აქვთ მათ შინ ფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნების შანსი!
- დავით გოგოლაშვილი, ქირურგი
31 დეკემბერს ექიმი, რომელმაც გაციება მოიმიზეზა და ნაადრევად დაეთხოვა სამსახურიდან, შინ ბრუნდება. მოულოდნელად ხედავს, მაღალსართულიანი სახლის ზედა სართულიდან ქაღალდის ფურცელი მოფარფატებს. ექიმმა მიწაზე დავარდნილი ფურცელი აიღო და კითხულობს: "ძვირფასო ღმერთო, ძალიან ცუდად ვარ. გთხოვ, გამომიგზავნე 50 ლარი, სასმელი რომ ვიყიდო და პახმელიაზე გამოვიდე, თორემ ფანჯრიდან გადავხტები. ვაჟა, ბინა 54"
ექიმი ჩაფიქრდა: "თვითმკვლელობის მცდელობა ჩვენს უბანში. რა თქმა უნდა, ჩვენს საავადმყოფოში მოიყვანენ, რადგან ის ყველაზე ახლოსაა. რა თქმა უნდა, მაშინვე გამომიძახებენ და მშვიდობით, ახალო წელო". ჩაიყო ხელი ჯიბეში - ოცდახუთი ლარი უდევს. სასწრაფოდ აირბინა რამდენიმე სართული და ორმოცდამეთოთხმეტე ბინაში ზარი დარეკა. "აჰა, შენ ოცდახუთი ლარი!" - უთხრა ვაჟას და უკან გამობრუნდა.
გავიდა თუ არა სადარბაზოდან, ხედავს, ზემოდან ისევ მოფრინავს ქაღალდის ნაგლეჯი: "დიდი მადლობა, ღმერთო, მაგრამ სხვა დროს ფულს ჩვენი ექიმის ხელით ნუ გამომიგზავნი - ნახევარს საკუთარ ჯიბეში ჩაიდებს!"
- 31 დეკემბრის საღამო.
- ძვირფასო, დავბრუნდი! (ჩამიჩუმი არ ისმის)
- მე მოვედი-ი! (ისევ სიჩუმე)
- ეს რა ხდება? საყვარელი ქმარი სამსახურიდან ბრუნდება, დაღლილი, მშიერი, შინ კი მხოლოდ დაგლეჯილი ჩუსტები და გაქუცული კატა ხვდება! (კატა დემონსტრაციულად აქცევს ზურგს და ფეხსაცმელებზე აშარდავს)
- ე-ე, ხალხო! სად ხართ?
- ჯანდაბამდე გზა გქონიათ!..
- სხვათა შორის, პრემია მივიღე! (სიჩუმე)
- და დიდ თანამდებობაზეც დამნიშნეს! (ისევ სიჩუმე)
- ბოლოს და ბოლოს დღეს ახალი წელია!!! (ოდნავ ხმამაღლა)
- მაშ კარგი, რაკი შინ არავინ არის, სიგარეტს ოთახში მოვწევ. ყველას კისერი გიტეხიათ! (კიდევ უფრო ხმამაღლა)
- მეგობრებს დავპატიჟებ და მაგრად დავთვრები!
- ისინი თავიანთ სულელ ცოლებთან ერთად კი არ მოვლენ, გოგოებს წამოიყვანენ! და ერთს ჩემთვისაც წამოიყოლებენ! (სიჩუმე)
- სხვათა შორის, ძვირფასო, შენთვის დიდი ხანია მინდოდა მეთქვა: დიდი ხანია მომწონს შენი მეგობარი შორენა, აი, ის, მეზობელ სადარბაზოში რომ ცხოვრობს. და ვატყობ, მასაც დარჩა თვალი ჩემზე. რა თქმა უნდა, გათახსირებული და ხელიდან წასულია, მაგრამ დროდადრო გავერთობით, ერთად ცხოვრებას კი არ ვაპირებთ (ისევ სიჩუმე)
- ჩემი მეგობრები კი დათვრებიან და ისევ შენზე დაიწყებენ სისულელეების ლაპარაკს. მერე მე მათ ისევ იდიოტებად მოვნათლავ. სინამდვილეში მართლაც იდიოტები არიან, მაშინაც კი, როცა ფხიზლები არიან და სამზარეულოს მაგიდაზე სახეს გავუერთიანებ.
- სხვათა შორის, კახა, ის იდიოტი, - აი, ჩვენს ქორწილში რომ იყო, - ცოლს ღალატობს. სულ გაგიჟდა, უკვე ქალებთან კი არა, კაცებთანაც ღალატობს.
- და საერთოდ, ყველა ჩვენი ნაცნობი, შენი ნათესავების ჩათვლით, ყველა, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, მორალურად გახრწნილი ტიპები არიან, მამაშენმა, ჩემმა საამაყო სიმამრმა კი უკვე ფიზიკურადაც დაიწყო ხრწნა.
ამ დროს კატა სასტუმრო ოთახისკენ მიდის და კარს აღებს...
სადღესასწაულო სუფრა, ნაძვის ხე, ფერადი ბუშტები, ტორტი, სასმელი, მეგობრები, შორენა, კახა, სიმამრი, საყვარელი ცოლი... გაშტერებული სახეები, ჩამოვარდნილი ყბები, სახისკენ მძიმედ გამოფრენილი თეფში და სადღაც შორს - ცოლის ოდნავ გასაგონი ჩურჩული: "ახალ წელს გილოცავ, ძვირფასო! გვინდოდა, სიურპრიზი მოგვეწყო..."
- გიორგი გურასპაული, ექიმი-თერაპევტი
- სტუდენტობისას სასწრაფო დახმარებაში ვმუშაობდი. ერთხელ ახალი წლის ღამეს მომიხდა მორიგეობა. თორმეტის დადგომამდე ორიოდე საათით ადრე გამოძახება შემოვიდა - სულით ავადმყოფი სახლში ჩაიკეტა და ბუნებრივი აირით ცდილობდა თავის მოწამვლას. როცა ადგილზე მივედით. აირის კონცენტრაცია საკმაოდ მაღალი იყო. კარი უნდა შეგვემტვრია. საბედნიეროდ, ის ხის აღმოჩნდა, მაგრამ ბინის პატრონს უკვე მოესწრო შესასვლელის ბარიკადირება... როგორც იქნა, ბარიკადებიც დავშალეთ და ოთახში აღმოვჩნდით. მიუხედავად აირის მაღალი კონცენტრაციისა, "პაციენტი" საკმაოდ სწრაფად დარბოდა სახლში. ფსიქიატრიულის სანიტრები და ჩვენ უკან დავდევდით, რომ სუფთა ჰაერზე გაგვეყვანა. ბნელოდა, მაგრამ შუქს ვერ ჩავრთავდით - ნაპერწკალს შესაძლოა აფეთქება გამოეწვია... ამ არეულობაში ერთ-ერთმა სანიტარმა შეცდომით კოლეგას გადაუგრიხა ხელები და სპეციალური პერანგიც გადააცვა. მხოლოდ გარეთ, სინათლეზე გაყვანის შემდეგ გაირკვა ყველაფერი და "დამთავრებული" საქმის თავიდან დაწყება მოგვიხდა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ ამ ამბის გახსენებისას სიცილისგან ახლაც სუნთქვა მეკვრის.
- ერთხელ სტუდენტებმა ახალი წლის აღნიშვნა მიტოვებულ სასახლეში გადაწყვიტეს, სადაც, ლეგენდის თანახმად, მოჩვენება ცხოვრობდა. ერთმა გოგონამ უარი თქვა: "დედამ ამიკრძალა მოჩვენებასთან ერთად ახალი წლის შეხვედრა"
. "რატომ?"
"იმიტომ, რომ მისმა ერთმა თანამშრომელმაც გადაწყვიტა, მოჩვენებასთან ერთად შეხვედროდა ახალ წელს, ახლა კი მის ბავშვს საბავშვო ბაღში არ იღებენ!"
- მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში ორი ახალგაზრდა ქალი რომელიღაც ქანდაკების წინ შეჩერდა. შიშველ, არაჩვეულებრივად ჩამოსხმულ მამაკაცს მხოლოდ გასაგებ ნაწილს უფარავდა ფოთოლი. ერთ-ერთ ქალს სხვა ნიმუშების დათვალიერებაც სურდა, მაგრამ მისი მეგობარი თითქოს ადგილს მიეწება. - რა მოხდა, ახალ წლამდე აპირებ აქ დგომას? - შეანჯღრია მეგობარმა. - არა, ამოიხვნეშა, ქალმა, - მხოლოდ შემოდგომამდე.
ახლა კი გთავაზობთ ჩემი მეგობარი დიეტოლოგის საახალწლო რჩევებს, რომლებიც ნამდვილად გამოგადგებათ:
- ექიმები ამტკიცებენ, რომ ხუთი ჭიქა კონიაკი ორჯერ ამცირებს ახალი წლის ცუდად შეხვედრის შანსს.
- თავი არიდეთ ღვინოს, ქალებს და სიმღერას, განსაკუთრებით - ამ უკანასკნელს.
- რჩევა ახალგაზრდა დიასახლისს: გახსოვდეთ, არყის ან კონიაკის ერთი უბრალო ბოთლი მხოლოდ კი არ დაამშვენებს სუფრას, არამედ თქვენს კულინარიულ შეცდომებსაც მიჩქმალავს.
- ნუ გადააფურთხებთ მაგიდის ქვეშ - სტუმრები იქაც არიან!
- საუკეთესო გამოსაფხიზლებელ-გამაახალგაზრდავებელი ნიღაბია "სახით ვინეგრეტში".
- წვეულებაზე ნურასოდეს იტყვით, რომ თქვენთვის დალევა არ შეიძლება, თორემ თქვენს დათრობას ყველა თანამეინახე ღირსების საკითხად მიიჩნევს.
- თუ ლუდის გახსნა გასახსნელით დაიწყეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დაბერებულხართ.
- თუ ლხინის შემდეგ ალკოჰოლიანი სასმელი დარჩა, კოლექტივში პრობლემებია!
- საღეჭი რეზინი გაცილებით გემრიელი მოგეჩვენებათ, თუ შესაფუთ ქაღალდს მოაცილებთ.
- აბაზანაში ჩაჯდომისას გაიხსენეთ, რომელ ჯიბეში ჩაიდეთ საპონი.
- მაგიდიდან ჩამოცურების წინ გულთბილად დაემშვიდობეთ სტუმრებს.
- დაბოლოს, განსაკუთრებულ ყურადღებას ნუ მიაქცევთ ცნობებს, რომ ესა თუ ის ფაქტორი ამა თუ იმ დაავადების განვითარების ალბათობას ზრდის. მათი უმეტესობა იმაზე მეტს ვერაფერს დაგიშავებთ, რასაც თითოეული თქვენგანისთვის ცნობილი მავნე ჩვევები: თამბაქოს წევა, სმა, უმოძრაობა. ჯობს, იმას მიაქციოთ ყურადღება, რაც რეალურია და რისგან თავის დაღწევაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეც შეგიძლიათ.
მე კი ისღა დამრჩენია, შევუერთდე ამ რეკომენდაციებს და თითოეულ თქვენგანს მთელი წელი ჯანმრთელობა ვუსურვო!