/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორსულობა

სპეციალისტები ორსულებს გულისრევის საწინააღმდეგო წამლების მიღებას არ ურჩევენ

სპეციალისტები ორსულებს გულისრევის საწინააღმდეგო წამლების მიღებას არ ურჩევენ
რედინგის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ორსულობის დროს ღებინებას ჰორმონი

ენდოკინინი იწვევს. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის. ის ხელს უწყობს პლაცენტით სისხლის მიწოდებას, რის შედეგადაც ნაყოფი იღებს ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს.

სპეციალისტებმა წარმოადგინეს 800 ორსულის მონაწილეობით ჩატარებული კვლევის შედეგები. დადგინდა, რომ გულისრევა და ღებინება წარმატებული მშობიარობის ალბათობას ზრდიდა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მკვლევარების აზრით, ორსულობისას დილის ღებინების გამო, ენდოკინინის ბლოკატორი პრეპარატების მიღება არ ღირს. ექიმები ურჩევენ ორსულებს, ვისაც დილით ღებინება აღენიშნება, უფრო მეტად დაისვენონ და სითხე მიიღონ. ამასთან, საჭიროა ნახშირწყლებით მდიდარი საკვების ხშირად და მცირე ულუფებად მიღება.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ექიმები ხუმრობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დატკბით სიცოცხლით

.

  • ანბანი ისწავლე

ორი მეგობარი საუბრობს. ერთი ეკითხება მეორეს: "იყავი თვალის ექიმთან?" "კი". "მერე?" "რა მერე, ასე მითხრა, სახლში წადი და ანბანი ისწავლეო!" sicili.jpg

  • მეუღლემ ხმა დაკარგა

"ექიმო, ჩემმა მეუღლემ ხმა დაკარგა, როგორ მოვიქცე?" "სახლში ღამის სამ საათზე დაბრუნდით". "ეს უშველის?" "რა თქმა უნდა! საუკეთესო მეთოდია, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი!.."

sicili.jpg

  • ბაბუა სახელოვანი პროქტოლოგი იყო!

"დედიკო, დედიკო, ბაბუაჩემი პროქტოლოგი იყო?" "ბაბუა სახელოვანი პროქტოლოგი იყო!" "დე, მამაც პროქტოლოგია?" "ჰო, შვილო, მამაშენიც ცნობილი პროქტოლოგია!" "მერე მე, მე რომ გავიზრდები?.." "დარწმუნებული ვარ, საუკეთესო პროქტოლოგი გამოხვალ!" "მაგრამ, დედა, მე რომ ავტომექანიკოსობა მინდა!.." "გაგიჟდი, შვილო? გინდა, მთელი ცხოვრება ნაგავში იქექო?!"

sicili.jpg

  • მთელ ქალაქში ერთ ტუალეტს ვერ ნახავ..

პოლიკლინიკაში მამაკაცი შერბის. "შეიძლება, შარდის ანალიზი ჩავაბარო?" "რა თქმა უნდა", - პასუხობს ექიმი. მამაკაცმა ვეებერთელა ქილა აავსო და ამოისუნთქა: "უ-უჰ... რა უბედურებაა - სანთლით რომ ეძებო, მთელ ქალაქში ერთ ტუალეტს ვერ ნახავ..."

sicili.jpg

  • ჩემს მაგივრად სცემს კითხვაზე პასუხს

"ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მიჭირს ცოლის გვერდით ცხოვრება, - ეწუწუნება პაციენტი ფსიქოთერაპევტს, - ის რაღაცას მეკითხება, შემდეგ ჩემს მაგივრად სცემს კითხვაზე პასუხს და ბოლოს ნახევარი საათი მიხსნის, რატომ ვუპასუხე არასწორად..."

sicili.jpg

  • მათთან შეხვედრა გელით

ექიმი - ავადმყოფს: "კარგი ნაცნობი თუ დაგიკარგავთ?" "ეჰ, ექიმო, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი..." "თუ ასეა, მაშინ კარგი ამბავი უნდა გახაროთ - მათთან შეხვედრა გელით".

sicili.jpg

  • თქვენ ზარმაცი და ლოთი ხართ!

"ექიმო, მითხარით, რა მჭირს, მხოლოდ არა ლათინურ, არამედ ქართულ ენაზე!" "კარგი, ბატონო, რაკი გსურთ, სიმართლე იცოდეთ... მოკლედ, თქვენ ზარმაცი და ლოთი ხართ!" "ძალიან კარგი, ექიმო, ახლა კი ძალიან გთხოვთ, ეს ლათინურად ჩამიწეროთ ბიულეტენში".

sicili.jpg

  • დედაშენი ხარივით ჯანმრთელია

მამაკაცმა ავადმყოფი სიდედრი ინახულა საავადმყოფოში. შემდეგ სახლში დაბრუნდა და გაავებული დაეტაკა ცოლს: - დედაშენი ხარივით ჯანმრთელია, დღე-დღეზე საავადმყოფოდან გამოეწერება და ჩვენთან იცხოვრებს". "ვერაფერი გავიგე, - დაიბნა ქალი, - გუშინ ექიმმა მითხრა, კვდებაო..." "არ ვიცი და არც მაინტერესებს, შენ რა გითხრა, მე კი მირჩია, რომ ყველაზე უარესისათვის მოვემზადო!.."

sicili.jpg

  • შპარგალკები არ გადაყაროთ

სამედიცინო ინსტიტუტის პირველ კურსზე გამოცდა მიმდინარეობს. მოულოდნელად სრულ სიჩუმეში გამომცდელის ხმა ისმის: "ბატონებო, გამოცდის შემდეგ შპარგალკები არ გადაყაროთ, როდესაც პრაქტიკოსი ექიმები გახდებით, პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი ისევ გამოგადგებათ!.."

sicili.jpg

  • აქაც იოდით მკურნალობთ?

საავადმყოფოში დილის შემოვლაა. განყოფილების გამგე და სხვა ექიმები პირველ პაციენტთან მიდიან. გამგე კითხულობს: "რა გაწუხებთ?" "ბუასილი". "რით მკურნალობთ?" - ამჯერად ექიმს ეკითხება განყოფილების გამგე. "იოდით, ბატონო პროფესორო". "ჩივილები გაქვთ?" - ისევ ავადმყოფს მიმართავს პროფესორი. "არა". გადაინაცვლეს მეორე პაციენტის ლოგინთან. "აქ რა დიაგნოზია?" "ბუასილი". "როგორ მკურნალობთ?" "იოდს ვუსვამთ". "ჩივილები ხომ არ არის?" "არა". მესამე ლოგინთან: "თქვენ რა გაწუხებთ?" "ანგინა, ბატონო პროფესორო". "აქაც იოდით მკურნალობთ?" "დიახ". `ჩივილები ხომ არ გაქვთ?" "ძალიან გთხოვთ, ბატონო, იქნებ შემოვლა ჩემგან დაიწყონ ან ბოლოს და ბოლოს ბამბა მაინც გამოცვალონ ამ ოხრებმა!.."

sicili.jpg

  • სასწრაფოდ უნდა დაიკლოთ წონაში

ექიმი - პაციენტს: "სასწრაფოდ უნდა დაიკლოთ წონაში, ამისთვის კი მკაცრი დიეტაა საჭირო: თუ ხორცზე უარს ვერ იტყვით, მხოლოდ სოიისგან დამზადებული უნდა მიირთვათ, უარი უნდა თქვათ ტკბილეულზე, ფუნთუშეულზე, რძესა და რძის პროდუქტებზე, შემწვარ-მოხრაკულზე ფიქრიც კი არ გაბედოთ, არავითარი ალკოჰოლი, სიგარეტი, ყავა, შეწყვიტეთ სექსუალური კონტაქტები და, რაც მთავარია, ჩემო კარგო, უფრო მეტად დატკბით სიცოცხლით!.."

sicili.jpg

  • ვარსკვლავური დაავადება მჭირს

ორი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს. ერთი ეკითხება მეორეს: "ექიმთან იყავი?" "კი, რაღაც ვარსკვლავური დაავადება მჭირს". "კარგი რა, რომელი ცნობილი მსახიობი შენ ხარ?!" "რა ვიცი, მეტეორიზმი გაქვსო, კი მითხრა და..."

sicili.jpg

  • თითის გამოღებასაც კი ვერ ვასწრებ

მამაკაცმა უძილობის გამო ექიმს მიაკითხა და შესჩივლა, არც ერთმა ტაბლეტმა არ მიშველაო. "თუ ასეა, აი, ამ სანთლებს დაგინიშნავთ. სულ ახლახან მივიღეთ უცხოეთიდან და შესანიშნავი ეფექტი აქვს", - უთხრა ექიმმა და ახალი წამალი გამოუწერა. რამდენიმე დღის შემდეგ პაციენტი ურეკავს: "თქვენ გაიხარეთ, ექიმო! ეს სანთლები ისე კარგად მოქმედებს, თითის გამოღებასაც კი ვერ ვასწრებ..."

sicili.jpg