/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიასახლისის კუთხე

დიასახლისის კუთხე

დიასახლისის კუთხე
გთავაზობთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კერძების რეცეპტებს და ექიმის კომენტარს, ამ კერძის სასარგებლო თვისებების შესახებ.

.

  • ვაშლის ნამცხვარი

16 ულუფა,

თითოეული - 410 კკალ,

ცილები - 7 გ,

ცხიმები - 23 გ,

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნახშირწყლები - 44 გ

საჭიროა:

  1. ბისკვიტისთვის - 1 ცალი ლიმონის წვენი და კანი, 59 გ მარციპანის მასა, 200 გ ნაღების კარაქი, 200 გ შაქრის ფხვნილი, 1 შეკვრა ვანილი, 3 კვერცხი, 150 გ პურის ფქვილი, 50 გ კარტოფილის ფქვილი, 3 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი, 2 სუფრის კოვზი რომი, მწიკვი მარილი.
  2. მოსართავად - 350 გ მარციპანის მასა, 50 გ დაფქული ნუში, 1 კვერცხი, 70 გ შაქრის ფხვნილი, 40 გ ვაშლის ჯემი, შაქრის პუდრი. ლიმონის წვენი 125 მლ წყალში გააზავეთ. ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ და კურკები ამოაცალეთ. ნახევარი კუბებად დაჭერით, ნახევარი - რგოლებად. ჩაყარეთ ლიმონიან წყალში.

მარციპანის მასა წვრილად დაჭერით, შეურიეთ ნაღების კარაქი, შაქრის ფხვნილი, ვანილი,მარილი და ლიმონის გახეხილი კანი. შემდეგ სათითაოდ შეურიეთ კვერცხები. დაამატეთ პურის ფქვილი, კარტოფილის ფქვილი და გამაფხვიერებელი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და რომით შეაზავეთ.

გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსამდე. 26 სმ დიამეტრიან დასაშლელ ფორმას უხვად წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფქვილი ორცხობილა. ვაშლი გადმოყარეთ საცერზე და წყალი გადაავლეთ. კუბისმაგვარი ნაჭრები შეურიეთ ცომში. ცომი ჩაასხით ფორმაში და გადაასწორეთ. ზემოდან მოაწყვეთ რგოლებად დაჭრილი ვაშლი. შედგით ღუმელშო 60-70 წუთით. ცხობის დაწყებიდან 30-35 წუთის შემდეგ დააფარეთ ფოლგა. მარციპანის მასა, ნუში, კვერცხი და შაქარი ერთმანეთში აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. კულინარიულ ტომარას გაუკეთეთ ვარსკვლავისმაგვარი ცხვირი, ჩადეთ მასში ნუშიანი მასა, ცხობის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ბისკვიტი ღუმლიდან გამოიღეთ, დაასვით კოკრები, კვლავ ღუმელში შეაბრუნეთ და ბოლომდე გამოაცხვეთ.

მზა ნამცხვარი გადაიღეთ ხის დაფაზე და გააცივეთ. ვაშლის ჯემი შეათბეთ და წაუსვით ნამცხვარს, მოაყარეთ შაქრის პუდრი და სუფრასთან მიიტანეთ.

ასევე დაგაინტერესებთ
რა საშიშროების შემცველია დიასახლისებისთვის დამახასიათებელი ასეთი ჩვევა
დიასახლისის სამფლობელო

ეკქიმის კომენტარი

სულ ახლახან ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაშლი, თუ ხშირად მივირთმევთ, ჩვენს ორგანიზმს მხოლოდ რკინით, ვიტამინებითა და მინერალებით კი არ მოამარაგებს, არამედ ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებასაც შეუშლის ხელს. ასე რომ, მიირთვით ვაშლის ნამცხვარი, ისიამოვნეთ და ჯანმრთელობასაც არგეთ.

  • დაკეპილი ხორცი ბოსტნეულით

4 ულუფა,

თითოეული - 160 კკალ

ცილები - 12 გ,

ცხიმები - 10 გ,

ნახშირწყლები - 5 გ

საჭიროა:

1 კგ დაკეპილი ძროხის ხორცი, 400 გ დაკონსერვებული სიმინდი, 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, თითო ცალი წითელი, ყვითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, 1 ცალი წითელი წიწაკა, 1 კონა ოხრახუში, 40 გ მარგარინი, 4 სუფრის კოვზი დაფქვილი ორცხობილა, 3 კვერცხი, 2 სუფრის კოვზი მდოგვი, მარილი, შავი პილპილი.

სიმინდი ქილიდან საწურზე გადმოყარეთ და დაწრეტა აცალეთ. ხახვი და ნიორი დაარჩიეთ და ძალიან წვრილად დაკეპეთ. წიწაკები გარეცხეთ, თესლი ამოაცალეთ და დაკეპეთ, ბულგარული - შედარებით მსხვილად. ოხრახუში გაარჩიეთ, გარეცხეთ, გააშრეთ და მსხვილად დაჭერით.

მოზრდილ ტაფაში გაადნეთ მარგარინი, ჩაყარეთ ხახვი, ნიორი, ბულგარული წიწაკა, ცხარე წითელი წიწაკა და 5 წუთის განმავლობაში შუშეთ, თან ურიეთ. შემდეგ ქურიდან გადმოდგით, შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით და გასაგრილებლად დადგით.

ღუმელი 200 გრადუსამდე გაახურეთ. დაკეპილ ხორცს შეურიეთ ორცხობილა, კვერცხი, მდოგვი, მარილი და შავი პილპილი, ჩაამატეთ ბოსტნეული, სიმინდი და ოხრახუში. ეს მასა მოათავსეთ 25 სმ სიგრძის სწორკუთხა ცხიმწასმულ ფორმაში და გადაასწორეთ. 45 წუთით შედგით ღუმელში. სუფრასთან მიტანის წინ დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და სალათის ფოთლებით მორთეთ.

ექიმის კომენტარი

ძროხის ხორცის კატლეტი ყველას უყვარს. დღეს მისი ერთ-ერთი ორიგინალური ვარიანტის რეცეპტს გთავაზობთ. კატლეტი თვითონვე შეიცავს გარნირს, ასე რომ, მისი ცალკე მომზადება არ მოგიწევთ. ეს კერძი ცხელიც შეგიძლიათ მიირთვათ და ცივიც. შესანიშნავი იქნება სადილზე, მეორე კერძად. ძალიან უხდება შავი პური. დესერტზე უარს ნუ იტყვით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორც იქნა, ისწავლა! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორც იქნა, ისწავლა!

მოგეხსენებათ, იმისთვის, რომ იარაღის ტარების ნებართვა მიიღოს ადამიანმა, მან უნდა გაიაროს შემოწმება ნარკოდისპანსერსა და ნევროლოგიურ დისპანსერში.

ნევროდისპანსერი - მოქალაქეები დერეფანში სხედან, ექიმს მიღება აქვს, კორიდორში გამომავალი კარი ღიაა. ყველას ესმის სტანდარტული კითხვები და პასუხები. ექიმის მისაღებში ახალგაზრდა მამაკაცი შედის. ექიმი ეკითხება, ხომ არ უჩივის თავის ტკივილებს, თავბრუხვევას, ნერვულ დარღვევებს, დეპრესიას და ასე შემდეგ, რაზეც მამაკაცი პასუხობს: "საერთოდ არაფერს არ ვუჩივი, ექიმო, მაგრამ ცოლი მეუბნება, რომ დებილი ვარ!" დერეფანში მსხდომები იატაკზე გაწვნენ. ექიმი ლამის მაგიდის ქვეშ შეძვრა, მაგრამ ჯანმრთელობის ცნობა პაციენტს მაინც მისცა.

images-1701861616.jpg

ეს კურიოზი ერთ-ერთი საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მოხდა. პალატაში მძიმე პაციენტები წვანან. ზოგი თავიდან ფეხებამდე თაბაშირშია, ზოგს გირები ჰკიდია... მოკლედ, მოწყენილობაა. მათ ცხოვრებას ოდნავ ახალისებს მარტოხელა ტარაკანა, რომელსაც მოფერებით პეტროვიჩს ეძახიან. ყველა პაციენტმა იცის მისი საყვარელი გზა ფანჯრის რაფაზე და ფანჯარასთან ყველაზე ახლოს მწოლიარე ავადმყოფის ხელით ამ გზაზე გემრიელ ნამცეცებს უწყობენ. ერთ მშვენიერ დღეს, გამთენიისას, პალატაში ძლიერ ნასვამი ორივე ფეხმოტეხილი მამაკაცი შემოიყვანეს. უკვე თაბაშირის ნახვევები ედო, მაგრამ ალკოჰოლისგან იყო გათიშული. კარის მახლობლად იწვა, ეძინა და ოთახს პირიდან ამომავალი ალკოჰოლის ოხშივარით ავსებდა. გათენდა, ექიმები სამსახურში გამოცხადდნენ და აი, დილის შემოვლაზე მოხდა ყველაზე საინტერესო რამ - პალატაში შემოდის განყოფილების გამგე, რომელიც სინჯავს პაციენტებს და უცებ ფანჯრის რაფაზე მოსიარულე ტარაკანს ამჩნევს, რომელიც გემრიელი სასუსნავის ძებნაში საკუთარ მარშრუტს მიუყვება. ექიმმა, რომელიც სანიტარიული პირობების ასეთი სასტიკი დარღვევის გამო საშინლად გაბრაზდა, ფეხსაცმელი გაიძრო და ტარაკნისკენ გაექანა... პალატაში მწოლი პაციენტები ერთხმად აღრიალდნენ: "გაიქეცი, პეტროვიჩ, გაიქეცი!!!" - და ისიც გაიქცა, დილით შემოყვანილი ფეხებმოტეხილი მამაკაცი, რომელიც შემთხვევით მართლა პეტრეს ძე აღმოჩნდა. ნახევარი საათის ძებნის შედეგ ძლივს მიაგნეს - ერთი სართულით ზემოთ, ქალთა განყოფილებაში იყო შეყუჟული...

images-1701861616.jpg

მორგში ტელეფონი რეკავს. ყურმილში მამაკაცის ხმა ისმის:

- ალო, მორგია? თქვენთან ესა და ეს ქალბატონი (სახელს და გვარს ამბობს) მოიყვანეს?

- ახლავე ვნახავ... დიახ, დიახ, დღეს დილით მოუყვანიათ.

- როგორ არის?..

images-1701861616.jpg

ეს კურიოზი რუსეთში მუშაობისას მოვისმინე. პეტერბურგი, იმხანად - ჯერ კიდევ ლენინგრადი: ბავშვთა ერთ-ერთი საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების საოპერაციოში გამალებული მუშაობაა. მაშინ ფართობით დიდ საოპერაციოში რამდენიმე მაგიდა გვერდიგვერდ იდგა და ქირურგების რადენიმე ბრიგადა ერთდროულად მუშაობდა. ახლაც ორი ოპერაცია მიმდინარეობს. ერთზე ახალგაზრდა ქირურგი ქალი ბავშვს სასქესო ასოს ოპერაციას უკეთებს. ასისტენტად დამწყები ექიმი ჰყავს, რომელიც ორიოდე წელია რაც მუშაობს. მეზობელ მაგიდაზე კი ოპერაციას "ბებერი მგელი" აკეთებს. მოულოდნელად ახალგაზრდა ქალი მეზობელი მაგიდისკენ ბრუნდება და უფროს კოლეგას ხმამაღლა მიმართავს: "წარმოგიდგენიათ, კოლეგა, ვასილ ივანიჩი უკვე ორი წელია ჩვენთან მუშაობს და როგორც იქნა, ასოს ხელში სწორად დაკავება ისწავლა!" ბუნებრივია, ეს ფრაზა ექიმების ფრთიან გამონათქვამებს მიემატა, ჯერ - მთელ საავადმყოფოში, შემდეგ - მთელ ქალაქში, დაბოლოს - მთელ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც გახდა ცნობილი.

images-1701861616.jpg

კონსულტაციისთვის მისულმა მამაკაცმა ექიმს შესჩივლა: "დილაობით ხველა მახრჩობს, ლამის სული გამაცხებინოს..." "ალბათ, ეწევით", - უთხრა ექიმმა, თან ხალათის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და თითებით მოსრისა. პაციენტს სახე გაუნათდა: "დიახ, დიახ, ექიმო, ვეწევი". "ბევრს?" "ბევრს". მკურნალმა სიგარეტს მოუკიდა, გემრიელად დაარტყა ნაფაზი, ბოლი გამოუშვა და პაციენტს უთხრა: "ჰოდა, მოწევას თავი უნდა დაანებოთ!" "კი მაგრამ, თქვენ თვითონ რომ ეწევით?" - გაუკვირდა პაციენტს. "მართალია, ვეწევი, მაგრამ მე ექიმებთან არ დავრბივარ!.."

images-1701861616.jpg

სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი ანატომიაში აბარებს გამოცდას და დაფაზე მამაკაცის ანატომიას ხატავს. ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ-ერთი მთავარი დეტალის დახატვა დაავიწყდა. მოხუცმა პროფესორმა "ტექნიკურად" უკარნახა: - წარმოიდგინეთ, რომ გოგონასთან ერთად მისეირნობთ და თქვენ გიძგერთ... რა-ა? სტუდენტი წამოწითლდა და დავიწყებული დეტალი მიახატა ორგანიზმს. შემცბარმა პროფესორმა თავისთვის ჩაიბურდღუნა: - მდა, ჩემს ახალგაზრდობაში მე გული მიძგერდა...

images-1701861616.jpg