/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ექიმები ხუმრობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ეს ნიჭია!"

-"რა მოგივიდა? ავად ხარ?" - ეკითხება ერთი მამაკაცი მეორეს.

-"გავცივდი: სიცხე მაქვს, სურდო, ყელიც მტკივა..."

-"კარგი იქნებოდა საუნაში წასულიყავი!"

-"უკვე ვიყავი..."

-"ერთხელ წასვლა არ კმარა, კიდევ უნდა წასულიყავი, თუმცა შეგიძლია საბნის ქვეშ კარტოფილის ნახარშით ინჰალაცია გაიკეთო. ისე, თუ ჩანგალსაც აიღებ, შაშხს და არაყს, - საუნაში შეგიძლია აღარ წახვიდე".

images-1701861616.jpg

-"ექიმო, რა მელის? ოპერაცია? ამპუტაცია?"

-"ყველაფერს არ მოგიყვებით, თორემ მერე საინტერესო აღარ იქნება..."

images-1701861616.jpg

მოხუცი თერაპევტი პალატაში ავადმყოფს სინჯავს, ფონენდოსკოპით უსმენს და ხშირ-ხშირად გაიძახის: "ღრმად ისუნთქე!.. დაახველე!.." ამ დროს განყოფილების გამგე შემოდის და პროფესორს ჩასჩურჩულებს: "ბატონო პროფესორო, ფონენდოსკოპის ყურმილი ყურში არ გიდევთ, ალბათ, ჩამოგიცურდათ!" პროფესორი ასევე ჩურჩულით პასუხობს: "სულერთია, ყურშიც რომ მქონოდა გარჭობილი, შედეგი იგივე იქნებოდა, - მაინც არაფერი მესმის!"

images-1701861616.jpg

ერთ დღეს კლინიკაში მამაკაცი შემოიყვანეს, რომლისთვისაც მარცხენა ხელზე თითები თითქმის მთლიანად წაეჭრა ელექტროხერხს. გადაწყდა, რომ დარჩენილი დაჩეჩქვილი ნაწილებიც მოეკვეთათ. ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით კეთდებოდა, შესაბამისად, პაციენტს არ ეძინა. იგი საკმაოდ ხუმარა და ენაწყლიანი ადამიანი აღმოჩნდა, იქით ამშვიდებდა ექიმებს, ბოლოს კი ანეკდოტების მოყოლაც დაიწყო. ოპერაცია თითქმის მთავრდებოდა, როცა ავადმყოფმა შემდეგი კითხვა დასვა:

"პიანინოზე დაკვრას თუ შევძლებ, ექიმო?" ექიმმა, - არ ვიცი, ავადმყოფის განწყობა გადაედო, არ ვიცი, ეს სინანულის მწარე ხუმრობა იყო, - მაგრამ ასეთი პასუხი კი გასცა: "პიანინოსი რა მოგახსენო, მაგრამ აი, ტამტამზე ისე კარგად დაუკრავ, ვერავინ გაჯობებს".

images-1701861616.jpg

ზოოპარკის მოსამსახურე ვოლიერთან დგას და უზარმაზარი ნიანგის დაღებულ ხახაში იყურება

"რა სჭირს ნიანგს?" - ეკითხება ერთ-ერთი დამთვალიერებელი. "ჯერ არ ვიცი, ჩვენი ვეტერინარი აგერ უკვე ნახევარი საათია შიგნით არის და ჯერ არაფერს ამბობს".

images-2-1701862352.jpg

ერთ-ერთ სოფელში ექიმმა ავადმყოფი გასინჯა. ოთახიდან გამოსულს პაციენტის ახლობლები შემოეხვივნენ:

"არის იმედი, ექიმო?" "ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მეზობელი სოფლიდან თუ ვინმეს დაპატიჟებას აპირებთ, ბარემ დამაბარეთ, მაინც იქით მივდივარ", - უპასუხა ექიმმა.

images-2-1701862352.jpg

"ჩემი ცოლი უცნაურად გავიცანი: მანქანა დავაჯახე, საავადმყოფოში მივიყვანე, რამდენჯერმე მოვინახულე და როდესაც განიკურნა, შევუღლდით", - უყვება პაციენტი ექიმს.

"მეც სწორედ ამას ვამბობ; ადამიანებმა რომ იცოდნენ, საგზაო შემთხვევებს როგორი ტრაგიკული შედეგი მოსდევს, მანქანის ტარებისას უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენდნენ", - უპასუხა ექიმმა.

images-1-1701862022.jpg

ექიმის კაბინეტში ახალგაზრდა ქალი შევიდა და მაშინვე წუწუნს მოჰყვა:

- მთელი დღეების განმავლობაში ჩემს ქმარს რაღაცას ვეუბნები, პასუხს კი საერთოდ ვერ ვღებულობ. ექიმო, ვშიშობ, მას რაღაც სერიოზული ფსიქიკური დაავადება აქვს!

- ეს დაავადება არ არის, ქალბატონო! ეს ნიჭია!

images-1701861616.jpg

მამაკაცი ფარმაცევტ ქალბატონს ეკითხება: "მაპატიეთ, მაგრამ ქალების ვიაგრა ან რაიმე ამის მსგავსი ხომ არ გაქვთ?"

"ჩვენ არა, ბატონო, მაგრამ, აი, ქუჩის კუთხეში საიუველირო მაღაზიაა, იქ ნამდვილად აარჩევთ რამეს".

images-1701861616.jpg

სამედიცინო ინსტიტუტში მისაღები გამოცდების წინ კომისიის წევრებთან გასაუბრება ტარდება. კომისიის თავმჯდომარე მკაცრად ეკითხება აბიტურიენტ გოგონას:

"მითხარით, რატომ გადაწყვიტეთ სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება?!"

"კარგი რა, მამა, ახლა ხუმრობის დროა?!" - ისმის პასუხად.

images-2-1701862352.jpg

წამლების ანტირეკლამიდან: "მრავალმა ადამიანმა გაიუმჯობესა ცხოვრება წამლების წყალობით. მაგალითად, ფარმაცევტებმა..."

images-1701861616.jpg

რომან აბრამოვიჩს მკურნალი ექიმი ურეკავს:

"მაპატიეთ, ბატონო, მაგრამ ეტყობა, კარგად ვერ გამიგეთ, როცა გითხარით: "ხელი მოჰკიდეთ სპორტს, მაგალითად, ფეხბურთს..."

images-1701861616.jpg

-"ვშიშობ, რომ მეუღლეს ვკარგავ, - შესჩივლა მამაკაცმა ფსიქიატრს.

"თქვენთან ურთიერთობაზე უარს ამბობს?" - დაინტერესდა ექიმი.

-"არა, ბატონო, როგორ გეკადრებათ, პირიქით, სამსახურიდან დაბრუნებულს კართან მხვდება, ჩემი პერანგები ყოველთვის გულდასმით არის გარეცხილი და გაუთოებული, საჭმელს არაჩვეულებრივად ამზადებს, სახლში ყოველთვის სისუფთავეა... უფლებას მაძლევს, ყველა საყვარელ გადაცემას თავიდან ბოლომდე ვუყურო, არასდროს წუწუნებს და ჩემი სექსუალური ფანტაზიების ასრულებაზეც არასდროს უთქვამს უარი".

-"თუ ასეა, მაშ რა გაღელვებთ?"

-"შესაძლოა, მეტისმეტად მგრძნობიარე ვიყო, - უპასუხა მამაკაცმა, - მაგრამ ღამით, როცა ცოლი დარწმუნებულია, რომ მძინავს, ხშირად ჩურჩულებს: "ღმერთო, ნეტავ როდის გასძვრება ამ საზიზღარს სული!.."

images-2-1701862352.jpg