/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

პოტენციის რა პრობლემები შეიძლება აღინიშნოს მამაკაცებში კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ

პოტენციის რა პრობლემები შეიძლება აღინიშნოს მამაკაცებში კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ
მეცნიერები აფრთხილებენ მამაკაცებს კორონავირუსის გადატანის შემდეგ, პოტენციის პრობლემებზე.

ახალი კვლევის თანახმად, სათესლეს მიდამოს ტკივილი, ერექციის პრობლემები, სპერმატოზოიდების რაოდენობისა და ხარისხის დაქვეითება პირდაპირ კავშირშია გადატანილ დაავადებასთან.

მაკაკებზე ჩატარებული Northwestern Medicine კვლევა, ამტკიცებს, რომ მამაკაცის სასქესო გზების ქსოვილები შეიძლება იყოს SARS-CoV-2-ით ინფიცირებული. შედეგებმა აჩვენა, რომ პროსტატა, სათესლეს სისხლძარღვოვანი ქსელი, პენისი და თავად ტესტიკულები შეიძლება დასნებოვნებული აღმოჩნდეს ვირუსით. უჯრედული ბიოლოგიის პროფესორმა წამყვანმა მკვლევარმა თომას ჰოუპმა განაცხადა, რომ „ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ვირუსს იქ ვნახავდით“.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

აღმოჩენა გაკეთდა პეტ-სკანირების გამოყენებით.

პოტენციის პრობელმები მამაკაცებში, კორონავირუსის გადატანის შემდეგ, შეიძლება აღმოცენდეს სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევის შედეგად. ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება თვითმკურნალობა ან პრობლემის უგულებელყოფა. აუცილებელია შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება და ექიმის კონსულტაცია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ექიმები ხუმრობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაზე ძლიერი მასობრივი განადგურების იარაღია

  • ექიმის კაბინეტში მამაკაცი შედის: "ექიმო, ჩემს თავს რაღაც ხდება - თითს თითზე ვერ ვაკარებ. გამსინჯეთ და ადამიანური ენით მითხარით: რა მჭირს?!" ექიმმა პაციენტი ყურადღებით გასინჯა და უთხრა: "ადამიანური ენით ამას სიზარმაცე ჰქვია". "სულ ეს არის? - მამაკაცს ნირი წაუხდა, - თუ ასეა, მაშინ გთხოვთ, ეს ლათინურად დამიწეროთ, რომ ცოლს ვაჩვენო".

images-1701861616.jpg

  • "ექიმო, თქვენ ხომ შემპირდით, რომ ჩემს ქმარს განკურნავდით?! მეუბნებოდით, მკურნალობა შესანიშნავად მიდისო, ის კი მოკვდა!" "მართალია, გენაცვალე. იგი სავსებით გამოჯანმრთელებული გარდაიცვალა".

images-1701861616.jpg

  • დილით ლოგინში წყვილი საუბრობს: "ძვირფასო! დამესიზმრა, თითქოს ორსულად ვარ!" "ჰმ, ყოველი შემთხვევისთვის, წადი ექიმთან..." "ისეთი ბედნიერი ვიყავი!.." "და ბარემ ფსიქიატრთანაც შეიარე..."

images-1701861616.jpg

  • პაციენტი წინა დღის ნაქეიფარ ფსიქიატრთან: "ექიმო, მე ღორი ვარ". "ხდება ხოლმე... არც მე ვარ, ასე ვთქვათ, ბედის საჩუქარი..." "არა, ექიმო, თქვენ ვერ გამიგეთ, მე ნამდვილი ღორი ვარ! ვღრუტუნებ, ტალახში ვწვები, ტანს ღობეზე ვიფხან... ექიმო, ხომ მიმკურნალებთ?" "რისთვის? - ხანმოკლე პაუზის შემდეგ ამბობს ექიმი, - თქვენ სავსებით ჯანმრთელი ბრძანდებით. ჯობს, კარგად გკვებოთ. ახალ წლამდე..."

images-1701861616.jpg

  • ჩერნობილელი წყვილი ბავშვს ელოდება. ექოსკოპიიდან დაბრუნებულ ქალს ნათესავ-მეზობლები მიესივნენ: "აბა, როგორ არის საქმე? ბიჭია თუ გოგო?" ქალი (ბრაზით): "გაიზრდება და თვითონ გადაწყვეტს!.."

images-1701861616.jpg

  • აფთიაქში მამაკაცი გამხმარი კატაბალახას შეკვრაზე მიუთითებს და აფთიაქარს ეკითხება: "ქალიშვილო, კატაბალახას ძირები ახალია?" გამყიდველი (სარკასტულად): "გუშინდელი!"

images-1701861616.jpg

  • ორი მეგობარი საუბრობს: "ექიმმა მითხრა, რომ ორ კვირაში საკუთარი ფეხით წავიდოდი შინ". "მერედა, როგორაა საქმე?" "შენ წარმოიდგინე, მართალი გამოდგა! მანქანის გაყიდვა მომიხდა, მკურნალობის საფასური რომ გადამეხადა!"

images-1701861616.jpg

  • ცოლ-ქმარს უქეიფობა დასჩემდა. არა და არ გაუარათ. სიმპტომები პრაქტიკულად ერთნაირი ჰქონდათ, ამიტომ, დრო და ფული რომ დაეზოგათ, გადაწყვიტეს, ექიმთან ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ ქალი წასულიყო.

რამდენიმე საათის შემდეგ ქალი შინ დაბრუნდა და ქმარს ახარა: "ძვირფასო, ჩვენ ორსულად ვართ!"

images-1701861616.jpg

  • საორდინატორო. "თქვენ რა გაქვთ? წვეთოვანი? ძალიან კარგი! მე სკალპელსა და ორ შპრიცს ვდებ... თქვენ, ავადმყოფო, რა გიჭირავთ ხელში? ანალიზები? ჯანდაბას, მეტი რა გზაა... თქვენ, პროფესორო? ოყნა და საათი? ფსონი დადებულია. დაარიგეთ, ბატონო პროფესორო..."

images-1701861616.jpg

  • ჩრდილოეთ კავკასია. სოფლის სტომატოლოგთან პაციენტი მივიდა. შეხედა თუ არა ექიმს, გაკვირვებულს უნებურად წამოსცდა: "თქვენ…ხომ არც ერთი კბილი არ გაქვთ!" სტომატოლოგი: "ხომ იცით, ძვირფასო, მთის კანონები - საწყაული საწყაულის წილ..."

images-1701861616.jpg

  • ევროპიდან ახალდაბრუნებული უროლოგი კოლეგას უყვება: "ის ცნობილი სკულპტურაც ვნახე - "ბიჭუნა, რომელიც შარდავს". მაინცდამაინც არ მომეწონა. სახე როგორღაც დამანჭული აქვს, ნაკადიც ძალიან სუსტია". "აბა, შენ როგორი გინდოდა? - პასუხობს მეორე, - რამდენი წელია, უმოძრაოდ დგას, შიშველი, ქუჩაში... ყველაფერი გასაგებია - მას ქრონიკული პროსტატიტი ტანჯავს..."

images-1701861616.jpg

  • ჯარში გასაწვევთა სამედიცინო კომისია. თვალის ექიმი: "ამ ასოებს ხედავთ?" "ვერა". "ცოტა ახლოს მიიწიეთ. ახლა ხედავთ?" "ვერა, ექიმო". "კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგით. ხედავთ რამეს?" "ვერა, ბატონო!" "კარგი, მთლად ახლოს მიბრძანდით. ახლა თუ ხედავთ რამეს?" "დიახ, მგონი, ასოების მოხაზულობას ვარჩევ". "ძალიან კარგი. მანძილი - 50 სანტიმეტრი. ჩავწეროთ - "ვარგისია ხიშტით ხელჩართული ბრძოლისათვის".

images-2-1701862352.jpg

  • სასწრაფო დახმარების ექიმი პაციენტს სინჯავს: "მე ვხედავ, რომ თქვენ დიდი ხანია გაწუხებთ მეტად სერიოზული პრობლემა, რომელიც ცხოვრებას გიწამლავთ". პაციენტი - ჩურჩულით: "ღმერთო ჩემო, ექიმო, ჩუმად, თუ შეიძლება - იგი მეორე ოთახში ზის!.."

images-siciliki-1701860350.jpg

  • სექსოლოგის რჩევა: თუ ცოლმა ღამით სხვა სახელი დაგიძახათ, გამოეხმაურეთ - არ ინანებთ.

images-1-1701862022.jpg