დუმილი ბრწყინვალე მკურნალია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დუმილი ბრწყინვალე მკურნალია

Laughing ძვირფასო ქალბატონებო, თუ გინდათ, ქუჩაში აკიდებული აბეზარი თაყვანისმცემელი თავიდან მოიცილოთ, მის შეკითხვაზე: ”ამ საღამოს რას აკეთებთ?” - თამამად უპასუხეთ: ”სამ საათზე ვენეროლოგთან ვარ ჩაწერილი, მერე კი მთელი დღე თავისუფალი ვარ!”

Laughing ხანდაზმული მამაკაცი ახალგაზრდა ქალზე დაქორწინდა. ერთი წლის შემდეგ მეუღლე სამშობიაროში მოსალოგინებლად მიიყვანა. ”ყოჩაღ!!!” - შეაქო ექიმმა. ”მოტორი ყოველთვის მუშა მდგომარეობაში უნდა გქონდეს!” - ამაყად უპასუხა მამაკაცმა. ერთი წლის შემდეგ მან ისევ მიიყვანა ცოლი სამშობიაროში. ”მოხუცო, ნამდვილი კაზანოვა ხარ!” - გაუკვირდა ექიმს. ”მოტორი ყოველთვის მუშა მდგომარეობაში უნდა გქონდეს!” - ამაყად უპასუხა მოხუცმა. ერთი წლის შემდეგ ქალმა ისევ იმშობიარა. ექიმმა კი  ქმარს უთხრა: ”ბაბუ, დროა მოტორში ზეთი გამოცვალო - შავკანიანი ბავშვი გაჩნდა!..”

Laughing რჩევა მამაკაცებს: შედით აფთიაქში და ხმამაღლა მოითხოვეთ ხხლ ზომა პრეზერვატივი. სულერთია, არავინ იცის, ეს რა არის; სამაგიეროდ როგორი პატივისცემით შემოგხედავენ!

Laughing ექიმის კაბინეტში ხელშეხვეული მამაკაცი შედის: - ექიმო, ხელი ძალიან მტკივა! იქნებ ნაღრძობი ან მოტეხილია... - თვალებიც ხომ არ გტკივათ?! - არა, მხოლოდ ხელი... - თირკმელებს ან სქესობრივ პრობლემებს ხომ არ უჩივით?! - არა, ბატონო, არა! ასეთ სულელურ კითხვებს რატომ მაძლევთ? - იმიტომ, რომ ჩემს კარზე დიდი ასოებით აწერია - ”უროლოგი”!

Laughing ფსიქოთერაპევტთან პაციენტი მივიდა, ტახტზე წამოწვა და... ხმას არ იღებს. ექიმი მოთმინებით ელოდება. ერთი საათის შემდეგ მამაკაცი წამოდგა, მაგიდაზე საჭირო თანხა დადო, ექიმს დაემშვიდობა და წავიდა. მეორე დღეს იგივე განმეორდა... ერთი კვირის შემდეგ ფსიქოთერაპევტმა მდუმარე სეანსებს ვეღარ გაუძლო და მამაკაცს ჰკითხა: - იქნებ მომიყვეთ, რა გაწუხებთ? - ცოლი, ექიმო! ენას წუთითაც არ აჩერებს. აქ კი, თქვენთან, ისეთი სიწყნარეა...

Laughing ფსიქოლოგთან ახალგაზრდა ქალი მიდის, დალილავებული და ძალიან უბედურია. ფსიქოლოგი: ”ღმერთო ჩემო! რა მოგივიდათ?” ქალი: ”იცით, ექიმო, როცა ქმარი სახლში ნასვამი ბრუნდება, კარს შემოაღებს თუ არა, პირდაპირ ჩემს ცემას იწყებს...” ფსიქოლოგი: ”ერთ არაჩვეულებრივ ხალხურ საშუალებას გასწავლით! გვირილის მაგარი ნაყენი მოამზადეთ და როგორც კი თქვენი ქმარი სახლში ნასვამი დაბრუნდება, პირის ღრუში ათჯერ მაინც გამოივლეთ. რაც მეტჯერ გამოივლებთ, მით უკეთესი”. ორიოდე კვირის შემდეგ პაციენტი ისევ მიდის ფსიქოლოგთან; დალილავებული ადგილები აღარ ეტყობა და საერთოდ, მშვენივრად გამოიყურება, ბედნიერებისგან ბრწყინავს. ”ექიმო, დიდი მადლობა! არაჩვეულებრივი რეცეპტია, თანაც ასეთი უბრალო! იქნებ მისი მოქმედების საიდუმლოც გამიმხილოთ”. ფსიქოლოგი: ”საქმე ის არის, ქალბატონო, რომ ასეთ შემთხვევებში დუმილი ყოველთვის არაჩვეულებრივ ეფექტს იძლევა!”

Laughing ”საავადმყოფოში როგორ მოხვდით?” - ეკითხება ექიმი ნაცემ პაციენტს. ”გუშინ მედესანტეებს მედესანტეთა საერთაშორისო დღე მივულოცე. ვუთხარი: ”გილოცავთ, ცისფერო ბერეტებო!” სამწუხაროდ, სიტყვა ”ბერეტები” ვერ გაიგონეს...”

Laughing მამაკაცი აფთიაქში შევიდა და ერთი კოლოფი პრეზერვატივი იყიდა. ფულის გადახდისას სიცილი აუვარდა და ასე სიცილ-სიცილით გავიდა ქუჩაში. მეორე დღესაც იგივე განმეორდა: იყიდა პრეზერვატივები, ფულის გადახდისას ისტერიული სიცილი აუვარდა და პირმცინარი გავიდა გარეთ. მესამე დღესაც იგივე მოხდა. აფთიაქარი მამაკაცის საქციელმა ძალიან დააინტერესა. რა თქმა უნდა, კლიენტს პირდაპირ კითხვა ვერ გაუბედა, ამიტომ თანაშემწეს სთხოვა, უკან გაჰყოლოდა და დაედგინა, სად მიდიოდა პრეზერვატივების ყიდვის შემდეგ ეს მხიარული მამაკაცი. თანაშემწე სწრაფად დაბრუნდა უკან. ”აბა, რა გაარკვიე? - ეკითხება ცნობისმოყვარე აფთიაქარი, - სად წავიდა?” ”თქვენს სახლში, ბატონო...”

Laughing ორი მეგობარი სამშობიაროს განყოფილებაში დგას და შუშის ვიტრინიდან ახალშობილთა პალატაში იყურება. ერთ-ერთმა მათგანმა მინას ცხვირი მიადო და მანჭვა-გრეხას მოჰყვა. ცოტა ხნის შემდეგ მეგობარს ეუბნება: - ნახე, ბიჭო, ნახე, მიყურებს, თანაც მიცინის. - მოიცა ერთი, თუ ძმა ხარ, ახალშობილი ხომ ვერ ხედავს. - ახალშობილი კი არა, ექთანი მიცინის, ექთანი!