/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

რა ვიღონოთ, როცა ბავშვი ჭამაზე უარს ამბობს?

რა ვიღონოთ, როცა ბავშვი ჭამაზე უარს ამბობს?
ბავშვის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ თავად განსაზღვრავს, როდის და რამდენი ჭამოს.

რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფროსებმა ყურადღება არ მივაქციოთ ბავშვის მენიუს - ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პატარას ბალანსირებული კვება, შევუდგინოთ ყველა აუცილებელი კომპონენტის შემცველი რაციონი.

თუ ბავშვი სკოლის ბუფეტში ნაირ-ნაირ სასუსნავს ყიდულობს, ალბათობა იმისა, რომ შინ დაბრუნებული მადიანად ისადილებს, ძალიან მცირეა. თუ სადილის შემდეგ მიირთვა სასუსნავი, რასაკვირველია, ეს ვახშამზე აისახება. ასე რომ არ მოხდეს, ნამცხვრები, კანფეტები, ჩიპსები იშვიათად უნდა გაჩნდეს ბავშვის მენიუში. ჯობს, მათი ადგილი ხილმა დაიკავოს. ხილი სწრაფად გადამუშავდება, მოკლე ხნით იწვევს სიმაძღრის შეგრძნებას და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ცომეული და ტკბილეული.

კვების პრობლემის მოგვარება გაცილებით ადვილია შედარებით მოზრდილ ბავშვებთან. 7-9 წლისანი სათანადოდ ვერ აფასებენ სასარგებლო პროდუქტებს. მათ სულაც არ მოსწონთ ისპანახი, ყაბაყი, საქონლის ღვიძლი თუ კვერცხის გული. უფროსები იძულებულნი არიან, ანგარიში გაუწიონ პატარების გემოვნებას და შეცვალონ მენიუ - ღვიძლისაგან მოამზადონ პაშტეტი, ყაბაყისა და კომბოსტოსაგან – ოლადები, თევზისგან - კატლეტები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვითარება რთულდება, როცა ბავშვი ბიორიტმით ბუების კატეგორიას ეკუთვნის. მისი საჭმლის მომნელებელი სისტემა გვიან “იღვიძებს” და დილით, საუზმის დროს, ბავშვს მადა საერთოდ არ აქვს. ამ შემთხვევაში მას შეიძლება შევთავაზოთ იოგურტი ან ჯემიანი პური.

პატარები ხშირად ამბობენ უარს ფაფაზე. არც ესაა გასაკვირი, მეტადრე - თუ ყოველ დილა-საღამოს ვაჭმევთ. ისღა დაგვრჩენია, მეტი ფანტაზია გამოვიჩინოთ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მყავს 18 Თვის Შვილი.არის Თუ არა მარგებელი საზამᲗრო მისᲗვის? მისმა პედიატრმა გვიᲗხრა არ აᲭამოᲗო არაა სასარგებლოვო</p>

როცა ბავშვი მთელი დღე არაფერს ჭამს, ეს საკმაო საფუძველია დასაფიქრებლად და, შესაძლოა, ექიმთან მისასვლელადაც კი. საბედნიეროდ “არაფერს ჭამს” უმეტესად არა რეალობა, არამედ უფროსების აღქმაა. როცა ასეთი ბავშვების დღიურ რაციონს განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ მათ მიერ მიღებული კალორიების რაოდენობა აღემატება კიდეც ნორმას. ნამცხვარი, კანფეტი, ფუნთუშა, წვენი თუ ლიმონათი - ეს ყველაფერი ენერგიის წყაროა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გაღვიძება უფრო ძვირი ღირს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაღვიძება უფრო ძვირი ღირს

სამედიცინო შემოვლის დროს უკმაყოფილო პროფესორი მიმართავს ახალგაზრდა ექიმს: "ის მაინც თუ იცით, რას ნიშნავს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?" "დიახ, პროფესორო: დოლარებით რომ გიხდიან".

images-1-1701862022.jpg

დღის ბოლოა. ყელ-ყურის სპეციალისტთან მიღება მთავრდება. ექიმი ცუდ გუნებაზეა და ყველასა და ყველაფერს უღრენს. შემოდის პაციენტი: "ექიმო, შეიძლება?" "გაეთრიე აქედან!" "კი მაგრამ, ჯერ ხომ არც გაგისინჯივართ?!" "კარგი. აბა, თქვი: "ა-ა-ა!" "ა-ა-ა-!" "ახლა კი გაეთრიე აქედან!"

images-2-1701862352.jpg

სიმპათიური ქალბატონი უბნის ექიმთან მიდის. "გაიხადეთ და დაწექით!" "კარგი, რა, ექიმო! ამჯერად მართლა ავად ვარ, თქვენ კი სულ ერთი და იგივე გიტრიალებთ თავში!.."

images-2-1701862352.jpg

სტომატოლოგის კაბინეტში: "ორივე კბილი ამოსაღებია, ბატონო". "და ეს რა დამიჯდება?" "სამოცდაათი ლარი". "სამოცდაათი ლარი ორი წუთის საქმეში?!" "თუ ასე გირჩევნიათ, მათი ნელ-ნელა ამოღებაც შემიძლია..."

images-1701861616.jpg

ექიმის კაბინეტში მამაკაცი შედის. ექიმი ეუბნება: "გაიხადეთ!" "იცით, ექიმო..." "გაიხადეთ, გაიხადეთ". "მომისმინეთ, ბატონო..." "მოკლედ, თქვენ ექიმთან ხართ მოსული, მე კი სამუშაო დღე ხუთ წუთში მიმთავრდება. გაიხადეთ!" მამაკაცი ტანსაცმელს იხდის და ექიმს დედიშობილა წარუდგება. "აი ასე. ახლა კი გისმენთ. რა გტკივათ?" "იცით, ექიმო, თქვენს კარს კლიტე გაფუჭებია და შესაკეთებლად გამომგზავნეს..."

images-1701861616.jpg

ერთ-ერთი პროფესორის მოხსენებიდან: "...ორმოცდაათი წლის შემდეგ მედიცინა ისეთ სიმაღლეებს მიაღწევს, მარტო ყველა ცნობილ დაავადებას კი არ განკურნავს, არამედ უამრავ უცნობსაც აღმოაჩენს".

images-1701861616.jpg

კბილის ექიმი - პაციენტს: "თქვენთვის ორი ახალი ამბავი მაქვს, კარგი და ცუდი". "ცუდით დაიწყეთ". "თქვენს კბილებში სამი ახალი კარიესული ხვრელი აღმოვაჩინე". "კარგი ამბავი რაღაა?" "შავ ბაზარზე თქვენი ოქროს კბილის ფასი გაიზარდა".

images-1701861616.jpg

სამედიცინო ინსტიტუტში გამოცდა მიმდინარეობს. პროფესორი: "ორსულობის რა ნიშნები იცით?" "აი, ის... დიდი მუცელი, წვრილი ფეხები..." პროფესორმა შარვალი ჩაიწია: "აბა, რას იტყვი მუცელი დიდია?" "დიახ..." "ფეხები წვრილია?" "ჰო, მაგრამ..." "ჰოდა, თუ ასეა, როცა ვიმშობიარებ, გამოცდის გადასაბარებლად მაშინ მობრძანდით!"

images-1701861616.jpg

პაციენტს ოპერაციისთვის ამზადებენ. თავზე მეგობარი ადგას და საჭირო რჩევებს აძლევს: "დაიმახსოვრე: სანიტარს 10 დოლარს მისცემ, ქირურგს - 200 დოლარს, ანესთეზიოლოგს კი - 500-ს". "გაგიჟდი?! ანესთეზიოლოგი ხომ არაფერს არ აკეთებს?! 500 დოლარი მარტო იმისთვის, რომ დამაძინოს?" "არა, მეგობარო. დაძინებაში 10 დოლარიც ეყოფა, დანარჩენი 490 დოლარი კი იმისთვის, რომ გაგაღვიძოს!.."

images-1701861616.jpg

ლამაზი ქერა ქალბატონი ექიმის კაბინეტში შევიდა. ექიმი: "წელამდე გაიხადეთ!" "ქვემოდან თუ ზემოდან, ექიმო?" - გაინაზა პაციენტი. "ქვემოდანაც და ზემოდანაც".

images-1-1701862022.jpg

ჩანაწერი ქირურგის დღიურიდან: "თუ გამოვრიცხავთ ჭკუასუსტობას, ბებრულ მარაზმს, შურისმაძიებლურ სადიზმსა და ხელების კანკალს, მე არაჩვეულებრივი ქირურგი ვარ!"

images-2-1701862352.jpg

სარეანიმაციო განყოფილებაში წარუმატებლად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მძიმე ავადმყოფი შეიყვანეს. ცოტა ხნის შემდეგ მასთან ავადმყოფობის ისტორიით ხელში მორიგე რეანიმატოლოგი შევიდა. "ბავშვობაში წითურა გქონდათ?" ავადმყოფმა თავი დაუქნია. "კარგი, ჩავწეროთ: გადატანილი აქვს. ყბაყურა? ესეც. ანგინა?" პაციენტმა ძალ-ღონე მოიკრიბა და ამოიხრიალა: "რაში გჭირდებათ ეს ყველაფერი? ასეთს რას წერთ?" რეანიმატოლოგმა მეგობრულად გაუღიმა: "რას ვწერ? გამამართლებელ დასკვნას ჩვენი ქირურგისთვის".

images-siciliki-1701860350.jpg

პაციენტს ექიმის ხუთი წლის ბავშვი უღებს კარს. "ექიმი შინ არის?" - იკითხა სტუმარმა. "არა, ქალბატონო, მამა ოპერაციაზეა, პაციენტს აპენდიქსი უნდა ამოუღოს". "რა საინტერესოა, ასეთი პატარა ხარ და რა სწორად წარმოთქვამ ასეთ რთულ სიტყვებს! ისე, თუ იცი, ეს რას ნიშნავს?" ბავშვმა თავი დაუქნია: "დიახ, ქალბატონო. თუ ანესთეზიას არ ჩავთვლით, წმინდა მოგებას - ორას ლარს".

images-1701861616.jpg