მარტო თქვენთან კი არ დავდივარ!... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარტო თქვენთან კი არ დავდივარ!...

SmileSmileSmile

ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ქირურგიული განყოფილების სანიტარი გამოიძახა. კაბინეტში შესვლა არ აცალა და გაბრაზებულმა დაუყვირა:

- რატომ ერევით ექიმების საქმეში?! თქვენი ადგილი და მოვალეობა არ იცით?! რატომ უთხარით ავადმყოფს, თითქოს ჩვენ მისთვის ორივე ფეხის მოჭრა გვქონდა გადაწყვეტილი?! სანიტარს სიცილი აუტყდა:

- პატივცემულო, ეს პაციენტი ისტერიით იყო დაავადებული. მთელი ექვსი თვე ლოგინიდან არ ამდგარა და ჩვენმა ექიმებმაც ვერაფერი მოუხერხეს. ჩემი ტყუილის შემდეგ კი პალატიდან ისე გაიქცა, თვალიც ვერ მივადევნეთ...

SmileSmileSmile

ერთმა ყასაბმა, რომელიც ბავშვობიდან ექიმობაზე ოცნებობდა, ოცნება აისრულა და სამშობიაროში მოეწყო მეანის დამხმარედ. ერთხელაც მორიგი პაციენტის მშობიარობის შემდეგ ახალგამომცხვარ დამხმარეს ჩვილი მიაწოდეს ასაწონად. ყოფილი ყასაბი ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა და... უძვლოდ სამი კილოგრამიაო, პასუხით აახორხოცა მთელი სამედიცინო პერსონალი.

SmileSmileSmile

პაციენტი განმეორებითი კონსულტაციისთვის ესტუმრა ექიმს. მკურნალმა გასინჯა და მკურნალობის დადებითი შედეგი რომ ვერ ნახა, მკაცრად იკითხა: "რამდენ ბოთლ ლუდს სვამთ დღეში?" "ასე, ათ ბოთლს, ექიმო!" "მე ხომ გითხარით, ორზე მეტს ნუ დალევთ-მეთქი?!" - აღშფოთდა ექიმი. "კი ბატონო, მაგრამ თქვენს შემდეგ კიდევ ოთხ ექიმთან ვიყავი და მათაც ორ-ორი ბოთლი ლუდის დალევის უფლება მომცეს... ხუთჯერ ორი კი ათია", - არითმეტიკის ბრწყინვალე ცოდნა გამოამჟღავნა ლოთმა პაციენტმა.

SmileSmileSmile

ოთხმოცი წლის მოხუცმა ოცდაორი წლის ქალიშვილი შეირთო ცოლად. ცხრა თვის შემდეგ ბავშვიც გააგორა, მაგრამ პატარას დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე თავი შეუძლოდ იგრძნო. ექიმთან მხოლოდ ცოლის მშობიარობის შემდეგ მივიდა. მკურნალმა პირველად უროლოგის კონსულტაცია ურჩია და პაციენტიც, ცოტა არ იყოს, აღელვებული მიადგა უროლოგის კაბინეტს. ექიმმა მოუსმინა, გასინჯა და ოჯახური მდგომარეობითაც დაინტერესდა. მოხუცმა სიამაყით აუწყა: - ოცდაორი წლის მეუღლე მყავს და ცოტა ხნის წინ ბავშვიც შეგვეძინა! ექიმი ჩაფიქრდა, ცოტა ხნის შემდეგ კი დანანებით ამოხედა პაციენტს და შემდეგი ამბავი უამბო:

- მეზობელი მყავდა, ბატონო, დაახლოებით თქვენი ხნის იქნებოდა, საწყალი, აცხონოს ღმერთმა. ერთხელ დათვზე სანადიროდ წასვლა ამოიჩემა, წინასწარ გულდაგულ მოემზადა, მაგრამ წასვლისას თოფის წაღება დაავიწყდა და მის მაგივრად ქოლგა წაიღო. მოკლედ, მიდის მოხუცი ტყეში. უზარმაზარი და საშინელი დათვიც ღრიალ-ღრიალით გამობაჯბაჯდა. კაცმა ქოლგა დაუმიზნა, ხელი გამოჰკრა და... თქვენ წარმოიდგინეთ, დათვი უსულოდ დაეცა.

მოხუცმა პაციენტმა განცვიფრება ვეღარ დამალა:

- კი მაგრამ, ქოლგით დათვის მოკვლა ვის გაუგია?

- აი, მგონი, ნელ-ნელა აზრზე მოსვლას იწყებთ, ბატონო, - ავადმყოფის გასაგონად ჩაიბურტყუნა უროლოგმა.

SmileSmileSmile

მომდევნო ამბავი "შავ იუმორს" მიეკუთვნება. პალატაში მამაკაცი შევიდა:

- ვინ ჩააბარა ამ თვის ოცდახუთში ანალიზები?

- მე, ბატონო, - ლოგინიდან წამოიწია ერთ-ერთი პაციენტი.

მოსულმა ავადმყოფის სიგრძე და გულმკერდის გარშემოწერილობა გაზომა, წონაც გამოიკითხა და პალატიდან გასვლა დააპირა, მაგრამ მეორე ავადმყოფის შეკითხვაზე შეჩერდა.

- ანალიზები მეც ავიღე, პასუხი როგორია, ექიმო?

- მე ექიმი კი არა, მეკუბოვე ვარ...

SmileSmileSmile

ქმარმა შვიდი თვის ორსული მეუღლისთვის სასწრაფო დახმარება გამოიძახა. სასწრაფოს მანქანა დროულად მოვიდა, მაგრამ ექიმს სიმთვრალე აშკარად ეტყობოდა. მკურნალი პაციენტთან შევიდა ოთახში, გარშემო მყოფები გარეთ გამოაბრძანა, მოკლედ, პირისპირ დარჩა. ორიოდე წუთში ოთახიდან გამოსულმა ექიმმა ქმარს ბრტყელტუჩა მოსთხოვა. გაკვირვებულმა კაცმა თხოვნა წამსვე შეუსრულა. ექიმი პაციენტთან შებრუნდა. ხუთიოდე წუთში ისევ გამოვიდა და ახლა ჩაქუჩი ითხოვა. ესეც მიართვეს. მესამე გამოსვლაზე მკურნალმა ერთდროულად სახრახნისი, ხერხი და მკვნეტარა რომ მოითხოვა, ქმარმა ნერვები ვეღარ მოთოკა, ექიმს ეცა და აყვირდა: - რად გინდათ ეს იარაღები? რა უქენით ჩემს ცოლს?!

- დამშვიდდით, ბატონო, - ძლივს ამოილუღლუღა ექიმმა, - თქვენს მეუღლეს ჯერ საერთოდ არ მივკარებივარ. სამწუხაროდ, ამ ოხერი წამლების ჩემოდნის გაღება ვერ მოვახერხე...