/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

დავლიოთ თუ არა ლუდი

დავლიოთ თუ არა ლუდი
ლუდის სეზონი ზაფხულის დადგომისთანავე იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება. ქარვისფერი, ქაფიანი და არომატული სითხე დიდსა და პატარას ერთნაირად უყვარს,

აი, მედიკოსებს კი მისდამი დღემდე სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ. ერთნი მის აკრძალვას მოითხოვენ, მეორენი კი ლუდის ზომიერ სმაში ჯანმრთელობისთვის საზიანოს ვერაფერს ხედავენ.

თანამედროვე სუპერმარკეტებში ლუდის მართლაც რომ დიდი არჩევანია, ქართველი თუ უცხოელი მწარმოებლები ლუდის მოყვარულებს ანებივრებენ, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ, განურჩევლად დასახელებისა, ყოველგვარი მარკის ლუდი შეიძლება ორ დიდ ჯგუფად დაიყოს - ერთი ჯგუფი ხორბლისგან დამზადებულ სახეობებს აერთიანებს, მეორე კი ქერისგან დამზადებულს.

მომხმარებლამდე ლუდი საკმაოდ მკაცრ კონტროლს გადის. უწინარესად მისი ფერი, გემო, სისქე და გამჭვირვალობა მოწმდება. ქაფის მდგრადობა, სუნი და ნახშირმჟავა აირით გაჯერებაც ზუსტად უნდა შეესატყვისებოდეს სადეგუსტაციო ნორმებს.

  • რატომ უნდა ვსვათ?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ლუდს დიდხანს ჩვეულებრივ მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელად მიიჩნევდნენ, ვიდრე მასში უნიკალური თვისებების მქონე ძლიერ სასარგებლო მომწარო ნივთიერებები არ აღმოაჩინეს, რომლებიც სასმელში ტექნოლოგიური დამუშავების პროცესში ჩნდება. ასეთი ნაერთები არც ერთ სხვა ალკოჰოლურ სასმელში არ მოიპოვება.

  • დამამშვიდებელი ეფექტი

ლუდის შემადგენლობაში შედის სვია, რომელსაც დამამშვიდებელი, საძილე და ანტიბაქტერიული უნარი აქვს. ის ხელს უშლის მიკრობების აქტიურ გამრავლებას და ამით ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებისგან იცავს.

ლუდის ანტიბაქტერიული ეფექტი იმდენად კარგადაა გამოხატული ტუბერკულოზის გამომწვევი კოხის ჩხირის მიმართ, რომ მრავალ ქვეყანაში მას ანტიტუბერკულოზურ სასმელსაც კი უწოდებენ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, ვარ 1.65 და 67 კგ.არ ვარ მსუქანი ,თუმცა მინდა ერთი 7 კგ დაკლება.თუმცა ვერ ვახერხებ,არ ვარ ძალიან დიდი მჭამელი მაგრამ არც პატარა ულუფებით ჭამა შემიძლია.ვერ ვითმენ რომ არ ვჭამო და სულ უარი ვთქვა ,ცომეულზე ,ტკბილზე .იქნებ მირჩიოთ რამე ისეთი ,რითითაც მადის დაქვეითებას შევძლებ ან რამე მარტივი გასაკებელი იქნება,არც სწრაფი კლება მინდა,რომ მალე მოვიმატო.დღიურად მიწევს სიარილი,დაახლივებით 3000 -4000 ნაბიჯის ,ხან მეტიც.წყალს ძალდატანებით ,ვცდილობ დავლიო.</p>

ცნობილია, ლუდის “ინტელექტუალური” შტრიხიც - მისი ზომიერად მოყვარულები თურმე გაცილებით უკეთ აზროვნებენ, ვიდრე ისინი, ვისაც ეს სასმელი ჭირის დღესავით სძულს - ალკოჰოლი მცირე კონცენტრაციით ხომ ტვინს, განსაკუთრებით კი მის მეხსიერების ფუნქციას ააქტიურებს.

  • რატომ არ უნდა ვსვათ?

ლუდი, ისევე როგორც არაყი, კონიაკი, პორტვეინი, მშრალი ღვინო, შეიცავს ეთილის სპირტს. ორი ჭიქა ლუდის დალევისას ორგანიზმში იმდენივე ალკოჰოლი ხვდება, რამდენიც 100 გრამი არყის დალევის შემთხვევაში.

  • ჭარბი ალკოჰოლი ორგანოებს აზიანებს

ადამიანები ლუდს დაახლოებით 300-500-გრამიანი ჭიქებით სვამენ, პირველი ჭიქის შემდეგ ორგანიზმში ხვდება 20 გრამი აბსოლუტური ალკოჰოლი, მეორე ჭიქის შემდეგ - 40 გრამი. ეს დაახლოებით არყით სავსე 200-გრამიანი ჭიქის ეკვივალენტია და, ბუნებრივია, იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ღვიძლისა და გულ-სისხლძარღვთა დაზიანებას.

  • ლუდზე დამოკიდებულებაც მოსალოდნელია

ლუდი, თუ რეგულარულად ვსვით, ალკოჰოლზე ისეთსავე დამოკიდებულებას აყალიბებს, როგორსაც არაყი ან სხვა მაგარი ალკოჰოლური სასმელი. ეს ტენდენცია განსაკუთრებით იმ ქვეყნებში იგრძნობა, სადაც ლუდი ტრადიციული სასმელია.

  • “ხარის გული” და ჭარბი წონა

ლუდს, ჩვეულებრივ, ბლომად სვამენ. ეს ორგანიზმში სითხის ჭარბ დაგროვებას იწვევს. მის დროულად გამოსაძევებლად გული და თირკმელები გაძლიერებულად იწყებენ მუშაობას. თუ ასეთი მდგომარეობა ქრონიკულად გაგრძელდა, ნელ-ნელა ჩამოყალიბდება ე.წ. ხარის გული, დაირღვევა თირკმლის ფუნქცია.

ლუდის ზომაზე მეტად მოყვარულთა ერთ-ერთი პრობლემაა ჭარბი წონაც. სახეობისა და ხარისხის მიხედვით, ლუდი 4-დან 10 პროცენტამდე ადვილად მოსანელებელ ნახშირწყლებს შეიცავს. გაცხიმოვნება და ნივთიერებათა ცვლის მოშლა აზიანებს ღვიძლს - ძლიერი დატვირთვისას ის თანდათან კარგავს ბარიერულ ფუნქციას, ალკოჰოლი უფრო და უფრო თავისუფლად აღწევს სისხლში, აზიანებს გულ-სისხლძარღვთა და შარდგამომყოფ სისტემებს და ორგანიზმის ძლიერ მოწამვლას იწვევს.

ნუ აჰყვებით მითებს

მითი ლუდის უვნებლობის შესახებ განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვინც ეს-ესაა ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო სამკურნალო კურსი ჩაიტარა. როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, ასეთებისთვის ალკოჰოლისადმი პათოლოგიური ლტოლვის ხელახლა გასააქტიურებლად ერთი ჭიქა ლუდის შესმაც კი საკმარისია.

გაითვალისწინეთ:

  • 18 წლამდე ლუდის სმა დიდად სასურველი არ არის. თუ მის გარეშე გიჭირთ, ეცადეთ, დღეში ნახევარ ლიტრზე მეტი არ დალიოთ.
  • კატეგორიულად აკრძალულია ლუდთან ერთად რომელიმე სხვა ალკოჰოლიანი სასმლის დალევა - ალკოჰოლით დათრგუნული ტვინი ჯეროვნად ვეღარ აკონტროლებს თირკმელების გაძლიერებულ მუშაობას, რაც ერთიორად ზრდის ალკოჰოლურ მოწამვლას და გულ-სისხლძარღვთა მუშაობის დარღვევის ხარისხს.
  • ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ცივ ლუდს მაშინვე ნუ დალევთ, ერთი საათი მაინც შეისვენეთ, მერე კი სასმელი ნელ-ნელა, ყლუპ-ყლუპად მიირთვით - ასე არც თირკმელი გაგიღიზიანდებათ და არც ისეთი დიდი და მრგვალი ღიპი დაგედებათ, ლუდის ძლიერ მოყვარულებს რომ გამოარჩევთ.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

საიდან იღებს ორგანიზმი ყველაზე მეტ მარილს?
საიდან იღებს ორგანიზმი ყველაზე მეტ მარილს?
ადამიანი ყველაზე მეტ მარილს გადამუშავებული საკვებიდან იღებს.
სრულად
რჩევები ჭარბწონიან ადამიანებს
რჩევები ჭარბწონიან ადამიანებს
ჭარბი წონა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს და ხშირად თან ახლავს ფიზიკური დისკომფორტი, ემოციური სირთულეები
სრულად
რომელი საკვები დაგეხმარებათ იოდის დეფიციტის თავიდან აცილებაში
რომელი საკვები დაგეხმარებათ იოდის დეფიციტის თავიდან აცილებაში
რძის პროდუქტების რეგულარული მოხმარება დაგეხმარებათ იოდის დეფიციტისგან დაცვაში.
სრულად
რამდენად ხშირად უნდა მიირთვათ თევზი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად
რამდენად ხშირად უნდა მიირთვათ თევზი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად
მნიშვნელოვანია კვების რაციონში კვირაში ორ-სამჯერ თევზის ჩართვა.
სრულად
დასახელდა დიეტა, რომელიც დაგვეხმარება,  70 წლამდე ვიცხოვროთ ქრონიკული დაავადებების გარეშე
დასახელდა დიეტა, რომელიც დაგვეხმარება, 70 წლამდე ვიცხოვროთ ქრონიკული დაავადებების გარეშე
კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, უნდა შეზღუდოთ გარკვეული საკვების მოხმარება.
სრულად
ექსპერტები მოხუცებს მოუწოდებენ, რაციონში შეიტანონ ერთი ხელმისაწვდომი პროდუქტი
ექსპერტები მოხუცებს მოუწოდებენ, რაციონში შეიტანონ ერთი ხელმისაწვდომი პროდუქტი
ქაშაყის მიღებით, შესაძლებელია ხანდაზმულ ადამიანებში ოსტეოპოროზის თავიდან აცილება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დავლიოთ თუ არა ლუდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები