/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

დიეტოლოგები წონაში დაკლების მსურველებს არ უკრძალავენ 6 საათის შემდეგ ვახშმობას

დიეტოლოგები წონაში დაკლების მსურველებს არ უკრძალავენ 6 საათის შემდეგ ვახშმობას
წონაში კლების მსურველებმა დაძინებამდე 3-4 საათით ადრე უნდა ივახშმონ.

არანორმირებული გრაფიკის შემთხვევაში არასწორია სტანდარტულად კვება, როდესაც საუზმე 9:00, სადილი 13:00, ხოლო ვახშამი საღამოს 5:00 საათზე.

კვების რეჟიმის არჩევისას, უნდა გავითვალისწინოთ დღის ფაქტობრივი რეჟიმი. საკვების მიღების დრო დამოკიდებულია გაღვიძებისა და დაძინეების საათზე.

საუზმე უნდა მივიღოთ გაღვიძებიდან 1-2 საათის განმავლობაში, სადილი სამუშაო დღის შუა პერიოდში, იმ დროს როდესაც შიმშილის გრძნობა გამოვლინდება, ხოლო ვახშიამი დაძინებამდე 3-4 საათით ადრე.

როდესაც სამსახური გვიან მთავრდება და ადამიანს სურს დაძინება, ვახშმობა შეიძლება დაძინებამდე 2 საათით ადრე. წონაში კლებისას, მნიშვნელოვანია, რომ ვახშამი შეიცავდეს ცილასა და უჯრედისს.

სრულფასოვანი ძილისთვის კუჭი არ უნდა იყოს გადატვირთული, რადგანაც სისხლის დიდი ნაკადი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისკენ იქნება მიმართული, საკვების აქტიური მონელებისათვის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ექიმები ხუმრობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმები ხუმრობენ

  • ასპირინის დადება მუცელზე

გრიპის მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა ასპირინის დადება მუცელზე და სხვა მუცლის მეშვეობით მისი შეზელა წამლის სრულ ათვისებამდე.

sicili.jpg

  • რაკი ახლომხედველი ბრძანდებით, წინა ხაზზე გაგიშვებთ

ახალგაზრდა კაცი გამწვევი კომისიის წინაშე წარდგა. ”ვარგისია!” - გამოაცხადა ექიმმა. ”ეს როგორ, მე ხომ ახლომხედველი ვარ?!” - გააპროტესტა წვევამდელმა. ”ახლა მიდგომა შეიცვალა, ბატონო. დღეს დილით ჯარში სამსახურისთვის ვარგისად მივიჩნიეთ პრაქტიკულად უსინათლო ადამიანი”. ”რაა?! ბრმა ჯარში იმსახურებს?!” ”არა, სამწუხაროდ, მის გამყოლ ძაღლს ბრტყელტერფიანობა აღმოაჩნდა. თქვენ კი, - ჩაფიქრდა ექიმი, - რაკი ახლომხედველი ბრძანდებით, წინა ხაზზე გაგიშვებთ”.

sicili.jpg

  • მინდოდა, სპეციალისტის აზრიც მომესმინა

ორთოპედთან მამაკაცი შევიდა. გაიხადა თუ არა ფეხზე, ორთოპედს გულს შემოეყარა: ”თფუ, როგორ გიყართ ფეხები!” ”იცით, თერაპევტმა ეს უკვე მითხრა, მაგრამ, გამოგიტყდებით, მინდოდა, სპეციალისტის აზრიც მომესმინა...”

sicili.jpg

  • თავში პატარა ადამიანი მყავს

პაციენტი: ”ექიმო, თავში პატარა ადამიანი მყავს, რომელიც წამდაუწუმ დედას იგინება!” ექიმი: ”ოჰო, მძიმე ვითარებაა, მაგრამ მოგვარება შეიძლება. მკურნალობა არც ისე ბევრი - ათასი ლარი დაგიჯდებათ”. პაციენტი: ”ათასი ლარი?! ექიმო, აბა თუ გამოიცნობთ, რა თქვა ახლა კაცუნამ?..”

sicili.jpg

  • მთელი კვირით წოლითი რეჟიმი დავუნიშნე”

სოფლის ექიმი დიდი სისწრაფით მიაქროლებს მანქანას. ცოლი აფრთხილებს: ”სიჩქარე შეამცირე, თორემ პოლიციელი დაგაჯარიმებს!” ”ვერაფერსაც ვერ მიზამს, გაციებულია და მთელი კვირით წოლითი რეჟიმი დავუნიშნე”.

sicili.jpg

  • ცარიელი ძვალი და ტყავია!

ფერმერმა ექიმი გამოიძახა და გოჭის გასინჯვა სთხოვა: ”ვერაფერი გავუგე, ექიმო, ისე ცუდად იმატებს წონას...” ”კი, მაგრამ მე რა შუაში ვარ?! - აღშფოთდა ექიმი, - ვეტერინარს ვერ დაურეკეთ?” ”ოჰ, არ გეწყინოთ, ექიმო... საქმე ის არის, რომ ამ საკითხში ჩვენს ვეტერინარს ვერაფრით ვენდობი. გინახავთ, რას ჰგავს? ცარიელი ძვალი და ტყავია!”

sicili.jpg

  • გუშინ დინამიტი აუფეთქდა?

მნახველი საავადმყოფოში ექთანს მიმართავს: ”ბოდიშს გიხდით, მე ამა და ამ პაციენტის ნახვა მინდა...” ”ეს ის ხომ არ არის, გუშინ დინამიტი რომ აუფეთქდა?” ”დიახ, დიახ!” ”ახლავე ვნახავ, - ექთანმა ჟურნალს ჩახედა, - 211-ე, 212-ე და 213-ე პალატებშია”.

sicili.jpg

  • თქვენს მუცელში მაკრატელი დაგვრჩა

ქირურგი პაციენტს გამოუტყდა: ”მაპატიეთ, მაგრამ ოპერაციის დროს თქვენს მუცელში მაკრატელი დაგვრჩა, თავიდან მოგვიწევს თქვენი გაჭრა”. ”რაკი ასეა, გამკვეთეთ, ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს: იქნებ ამჯერად მუცელი ღილებზე შემიკრათ...”

sicili.jpg

  • მირჩია, თქვენთან მოვსულიყავი

”ამ დაავადების გამო ვინმეს მიმართეთ?” - ეკითხება ექიმი პაციენტს. ”მხოლოდ ჩვენს აფთიაქარს”. ”წარმომიდგენია, რა სისულელე გირჩიათ!” - ირონიით ჩაილაპარაკა ექიმმა. ”დიახ, მირჩია, თქვენთან მოვსულიყავი”.

sicili.jpg

  • აფთიაქში ნუ ჩამოხვალ

ფარმაცევტი ცოლს ეუბნება: ”ძვირფასო, ძალიან გთხოვ, ცოტა ხანს აფთიაქში ნუ ჩამოხვალ, ეგებ ჩემი ექვსი ბოთლი გასახდომი მიქსტურა ვინმეს მივყიდო”.

sicili.jpg

  • ანატომიის გამოცდაზე

სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გოგონა ანატომიის გამოცდაზე აბარებს საკითხს მამაკაცის სასქესო ორგანოს შესახებ: ”ეს... ეს, ასე ვთქვათ, ძვლოვანი წანაზარდია, სიგრძით... სიგრძით, დაახლოებით... ოცდაათი სანტიმეტრი”. ”იცით, გენაცვალე, - ეუბნება გამომცდელი, - რაც შეეხება ძვლოვან წანაზარდს, ამაში ნამდვილად ცდებით, ხოლო რაც შეეხება სიგრძეს, ამ შემთხვევაში ნამდვილად გაგიმართლათ”.

sicili.jpg

  • რუჩკებს არ ენდოთ, რუჩკებს!..

დილაუთენია ჩემს სახლში ტელეფონი აწკრიალდა. ყურმილში მეზობლის ბიჭის ხმა მოისმა: ”გურამი ბიძია!” - და გაითიშა. მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მაისურის ამარამ ჩავირბინე ექვსი სართული, შემდეგ მეზობელ სადარბაზოში ავირბინე იმდენივე და კარი შევაღე. საშას ინფარქტი მოსვლოდა. სასწრაფო დახმარება უკვე მოსულიყო, მაგრამ ორ ქალს და ერთ მძღოლს ასოთხმოცკილოგრამიანი პაციენტის ადგილიდან დაძვრა ვერ მოეხერხებინათ და მისმა შვილმა მე დამირეკა (ვითომ მე დიდი ყარამან ყანთელი ვიყო). როგორც იქნა, საშა საკაცეზე დავაწვინეთ, ავწიეთ და საშინელი ტკაცანი გაისმა. ”რუჩკებს არ ენდოთ!” - დავიძახე, ხელი საკაცის გვერდებს მოვკიდეთ და როგორც იქნა, პაციენტი სასწრაფო დახმარების მანქანაში მოვათავსეთ. საშა გადარჩა. რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში მივაკითხე. ცოტა უგუნებოდ მომეჩვენა. ბოლოს ისევ თვითონ გამომიტყდა: ”ბიჭო, გამიგონია, რომ როცა ტკივილის დროს ნარკოტიკს უკეთებენ ავადმყოფს, ბევრი ლამაზ სიზმრებს, ბუნებას, ფერად-ფერად ბუშტებს ხედავს, მე კი გამიკეთებენ თუ არა, მაშინვე შენი ხმა ჩამესმის: ”რუჩკებს არ ენდოთ, რუჩკებს!” თავი საკუთარ გასვენებაში მგონია... როგორ ფიქრობ, კარგ გუნებაზე დაგხვდები?”

sicili.jpg