რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

ენციკლოპედია

აბსცესი ყბა-სახის - Jaw, Dentoalveolar abscess - челюстно-лицевой абсцесс

აბსცესი ყბა-სახის - Jaw, Dentoalveolar abscess - челюстно-лицевой абсцесс

ყბა-სახის აბსცესი არის ჩირქოვანი ანთებითი პროცესი (შემოფარგლული ჩირქგროვა), რომელიც ლოკალიზდება ყბისა და სახის მიდამოში. აბსცესი ვითარდება ინფექციის ფონზე და დროული მკურნალობის გარეშე შეიძლება გართულდეს.

.

.ყბა-სახის აბსცესები შეიძლება იყოს ზედაპირული და ღრმა.

ზედაპირული აბსცესები ლოკალიზდება კანისქვეშა ქსოვილში, ხასიათდება ნაკლებად მძიმე კლინიკური სიმპტომებით. ყველაზე ხშირად ჩნდება ტრავმის ან ზედაპირული ინფექციის შედეგად.

.

ღრმა აბსცესები მდებარეობს ღრმად ქსოვილებში და მოიცავს შემდეგ ზონებს: ქვედა ყბის გარშემო (გამოწვეულია კბილის ან ფესვის ინფექციით), კბილის ფესვთან ახლოს (ვითარდება პულპიტისა ან პერიდონტიტის გართულებისას), ზედა ყბის გარშემო (დაკავშირებულია სინუსიტთან ან კბილის ინფექციასთან), ხახის მიდამოში (ხშირად გამოწვეულია კბილის ან ნუშურების ინფექციით).

,

  • მიზეზები

ყბა-სახის აბსცესები გამოწვეულია ინფექციის შეჭრით ქსოვილებში. ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

    • სტომატოლოგიური პრობლემები: არანამკურნალები კარიესი, პულპიტი, პერიდონტიტი, გართულებული კბილის ამოღება;
    • ტრავმები: პირის ღრუს ქსოვილების დაზიანება, ჭრილობები;
    • ინფექციები: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, სოკოვანი ინფექციები (იშვიათად);
    • ინფექციური გართულებები: ქრონიკული სინუსიტი ან ტონზილიტი, ქსოვილების დასუსტებული იმუნიტეტი.

,

  • სიმპტომები და მიმდინარეობა

ზედაპირული აბსცესის დროს კანი შეწითლებული და შეშუპებულია. აბსცესის არეში აღინიშნება ტკივილი და შეხებისას მგრძნობელობის მატება. პალპაციით ჩირქოვანი მასის შეგრძნება.

ღრმა აბსცესი დროს აღინიშნება ძლიერი და პულსირებადი ტკივილი (კერძოდ, ინფიცირებული კბილის მიდამოში), შეშუპება და სახის ასიმეტრია. პაციენტს უჭირს პირის გაღება (ტრიზმუსი), ღეჭვა და საუბრაი. ასევე დამახასიათებელია ტემპერატურის მატება, და საერთო სისუსტე. დამახასიათებელია პირის ღრუს უსიამოვნო სუნი.

შეიძლება მეზობელ ორგანოებზე ზეწოლის გამო განვითარდეს ხახისა და ყელის შეშუპება (საჭმლის გადაყლაპვის სირთულე) და სუნთქვის გართულება (ხახის აბსცესის შემთხვევაში).

თუ თქვენ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ სტომატოლოგს.

.

  • გართულებები

არანამკურნალები ყბა-სახის აბსცესი შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მათ შორის:

    • ინფექციის გავრცელება სხვა ორგანოებზე;
    • სეფსისი;
    • ძვლის ქსოვილის დაშლა;
    • კბილების დაკარგვა.

.

  • დიაგნოსტიკა

სტომატოლოგი ადგენს დიაგნოზს კლინიკური გამოკვლევის, პაციენტის საჩივრების და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი გამოკვლევების საფუძველზე (პანორამული რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), ულტრასონოგრაფია, ბაქტერიოლოგიური კვლევა).

.

  • მკურნალობა

ყბა-სახის აბსცესი სერიოზული მდგომარეობაა, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას. თუ გაქვთ ეჭვი, რომ გაქვთ ყბა-სახის აბსცესი, დაუყოვნებლივ მიმართეთ სტომატოლოგს.

ზოგადად კი, ყბა-სახის აბსცესის მკურნალობა მოიცავს:

    • ანტიბიოტიკოთერაპია: ინიშნება ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტები.
    • ქირურგიული ჩარევა: ხდება ჩირქის გამოდევნა და ინფიცირებული ქსოვილების მოცილება.
    • კბილის მკურნალობა: თუ აბსცესის მიზეზი კბილის ინფექციაა, ტარდება კბილის მკურნალობა ან ამოღება.

,

  • რეაბილიტაცია

ქირურგიული ჩარევის შემდეგ აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, ექიმის რეკომენდაციების შესრულება და რეგულარული შემოწმება.

შეიძლება დაინიშნოს ფიზიოთერაპია. მნიშნებელოვანის დიეტა (რბილი და მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვები). აუცილებელია იმუნიტეტის გაძლიერებაზე ზრუნვა (ვიტამინები, მინერალები) და სტომატოლოგთან პერიოდული ვოზოტი.

აბსცესი ყბა-სახის - Jaw, Dentoalveolar abscess - челюстно-лицевой абсцесс - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები