პროდუქტები, რომლებიც გახდომაში გვეხმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროდუქტები, რომლებიც გახდომაში გვეხმარება

  • გრეიპფრუტი

კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ყოველ ტრაპეზს ნახევარ გრეიპფრუტს ან 150 მლ წვენს დავაყოლებთ, 2 კვირაში დაახლოებით 2 კგ-ს დავიკლებთ. მიზეზი უბრალოა - გრეიპფრუტი აქვეითებს სისხლში ინსულინის დონეს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს წახემსების სურვილს. ბუნებრივია, რაც უფრო იშვიათად გვინდება ჭამა, მით უფრო იშვიათად მივირთმევთ და მით ნაკლებ კალორიას ვიღებთ, ორგანიზმი კი ცხოველქმედებისთვის საჭირო ენერგიას დაგროვილი ცხიმის წვის ხარჯზე იღებს და წონაც მცირდება. თუ გრეიპფრუტის გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ, გაწუროთ და ფორთოხლისა და ლიმონის წვენს შეურიოთ. ეს ნარევი იმუნიტეტს გააძლიერებს და ორგანიზმს წიდებისგან გაწმენდს.

  • მწვანე ჩაი

მწვანე ჩაის ნაყენი აფერხებს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას, თავიდან გვაცილებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. მაინც რამდენი კალორიის დაწვა შეიძლება მწვანე ჩაის დახმარებით?

გამოკვლევების თანახმად, დღეში 5 ფინჯანი მწვანე ჩაი 70-80 კალორიას გვაკარგვინებს. მგონი, ურიგო შედეგი არ უნდა იყოს...

  • ცხარე საკვები

თუ ცხარე საკვები გიყვართ, შესანიშნავი ამბავი უნდა გამცნოთ: ცხარე სანელებლები აძლიერებს ოფლის გამოყოფას და ზრდის გულისცემის სიხშირეს, რაც, თავის მხრივ, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. შედეგად ცხიმი უფრო ინტენსიურად იწვება. თუმცა არსებობს ერთი `მაგრამ~: წიწაკიანი ჩიფსები და შემწვარ-მოხრაკული წონის დაკლებაში, საეჭვოა, დაგეხმაროთ...

  • წყალი

თუ საკმარისზე ნაკლებ წყალს იღებთ, წონის დაკლება ძალიან გაგიჭირდებათ. სითხის ნაკლებობა ანელებს ნივთიერებათაAცვლას, გარდა ამისა, შესაძლოა შეამციროს სისხლში გლუკოზის ოდენობა, გამოიწვიოს სისუსტე და თავბრუხვევა.

  • უცხიმო რძის ნაწარმი

ეს პროდუქტები ორგანიზმს მხოლოდ კალციუმით კი არ ამარაგებს, არამედ ჰორმონ კალციტრიოლის გამომუშავებასაც ზრდის, ეს ჰორმონი კი უჯრედებს უფრო მეტი ცხიმის დაწვას აიძულებს.

  • დარიჩინი

კვლევებმა აჩვენა, რომ თუ საკვებთან ერთად 1/4 ჩაის კოვზ დარიჩინს მიიღებთ, ორგანიზმი უფრო ეფექტურად აითვისებს შაქარს, ხოლო სისხლში მისი დონე შემცირდება. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან სისხლში შაქრის მაღალი დონე იწვევს ახალი ცხიმოვანი ჩანართების ჩალაგებას და აჩქარებს ათეროსკლეროზის განვითარებას. შეგიძლიათ, დარიჩინი შაქრის ნაცვლადაც გამოიყენოთ.

  • ცილოვანი საკვები

ცილები კუნთოვანი მასის აუცილებელი საკვებია. ცნობილია, რომ რაც უფრო მეტად არის განვითარებული კუნთოვანი მასა, მით მეტ ცხიმს წვავს ორგანიზმი. მეტიც: ცილების ასათვისებლად მეტი კალორია იხარჯება, ვიდრე ცხიმებისა და ნახშირწყლების ასათვისებლად.

საუკეთესო ცილოვანი საკვებია ქათმის გულმკერდი, თევზი, კვერცხის ცილა, ინდაურის ხორცი.