5 სანელებელი, რომლებიც ორგანიზმს იცავს
ხელს უწყობს ოპტიმალური ბალანსის შენარჩუნებას ე.წ. ცუდ და კარგ მიკრობებს შორის. საკვებ რაციონში სანელებლების დიდი ოდენობით დამატებისას იმატებს ორგანიზმში პოლიფენოლებისა და მძლავრი ანტიოქსიდანტების რაოდენობა, ეს ნივთიერებები კი ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც განუწყვეტლივ წარმოიქმნება ანტიმიკრობული აგენტებისა და მზის მუდმივი ზემოქმედების შედეგად.
გთავაზობთ ინფორმაციას იმ ხუთი სანელებლის შესახებ, რომლებიც ყველაზე მეტ პოლიფენოლს შეიცავს.
-
თავშავა (ორეგანო) - ებრძვის მიკრობებს
თავშავა, იგივე ორეგანო, იტალიური სამზარეულოს სინონიმია, რადგან იტალიაში პიცა და სოუსპასტები ამ სანელებლის გარეშე წარმოუდგენელია.
თავშავა შეიძლება ბოსტნეულის წვნიანს, ერბოკვერცხსა და სალათებსაც დაამატოთ ან მოშუშულ ბოსტნეულს მოაყაროთ. ადამიანი, რომელიც ამ სანელებელს ზომიერად იღებს საკვებთან ერთად, ორგანიზმს პარაზიტებისა და დიაბეტისგან თავის დაცვაში ეხმარება. თავშავას უძველესი დროიდან იყენებენ ინფექციებთან საბრძოლველად.
-
როზმარინი - მატებს ტონუსს
როზმარინი განსაკუთრებულ გემოს აძლევს ღუმელში მომზადებულ კერძებს და, საზოგადოდ, შემწვარ საკვებს. მას ამატებენ თევზეულს, ხორცეულსა და მჟავეებს (მარინადებს), იყენებენ ლიმონათისა და ზეითუნის ზეთის ნაყენის არომატიზაციისთვის, ასევე - ბალახეული ჩაის მოსამზადებლად.
როზმარინი ძლიერი მატონიზებელი საშუალებაა. რეგულარული გამოყენებისას ხსნის სტრესს, ნერვულ დაძაბულობას, აუმჯობესებს მდგომარეობას ნევროზის, ზოგადი გამოფიტვისა და სქესობრივი სისუსტის დროს.
-
ბეგქონდარა - ამარცხებს გაციებას
ბეგქონდარა სალათების, წვნიანებისა და მოშუშული კერძების საკაზმია. მას ასევე ამატებენ მაკარონისთვის განკუთვნილ სოუსებსა და კვერცხისგან მომზადებულ კერძებში. კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ბეგქონდარა ანტიოქსიდანტური აქტივობით E ვიტამინს ჰგავს.
-
კურკუმა - ეწევა კიბოს პრევენციას
კურკუმას უმთავრესად ინდურ სამზარეულოში იყენებენ. ეს სანელებელი სხვა საკაზმთან (ნიორთან, რეჰანთან, კვლიავთან) ერთად შეგიძლიათ დაამატოთ ბოსტნეულის, თევზეულის, ხორცისა და კვერცხისგან მომზადებულ კერძებს. ის მკვეთრ ყვითელ ფერს აძლევს ბრინჯის ფლავსა და წვნიანებს.
უკანასკნელი მონაცემებით, კურკუმინი აფერხებს სიმსივნური უჯრედების განვითარებას. ინ ვიტრო ცდებში პროსტატის ავთვისებიანი წარმონაქმნების 80%-მა კურკუმინის ზემოქმედებით თვითგანადგურება განიცადა.
-
სალბი - აქრობს ანთებას
სალბი უხდება შემწვარ ხორცს, თევზსა და ბოსტნეულს. გამხმარ სალბს, როგორც არომატულ სანელებელს, ამატებენ სოუსებს, წვნიანებსა და პასტებს. ის კარგად ეხამება მრავალ ბოსტნეულს, მათ შორის - კარტოფილსა და თალგამურას, უხდება ნიგვზიან კერძებსაც.
სალბი ანთების საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა. განსაკუთრებით ეფექტურია გაციებისა და ყელის ტკივილის დროს. იხილეთ ვიდეო