ინ ვიტრო განაყოფიერება
ინ ვიტრო განაყოფიერება
ეს არის დამხმარე რეპროდუქციული საშუალება იმ წყვილებისთვის

რომლებსაც 1-წლიანი რეგულარული სქესობრივი კავშირის შემდეგ არ უჩნდებათ ბიოლოგიური შვილი. დღესდღეობით, ეს ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა. საქართველოში ეს პროცედურა პირველად, დაახლოებით, 1998 წელს ჩატარდა და დღევანდელ დღეს, პრაქტიკულად, უახლოვდება ევროპულ სტანდარტს.


ინ ვიტრო განაყოფიერება მოიცავს რამდენიმე ეტაპს
:


შიდა ინსემინაცია - ეს არის მდგომარეობა, როცა მამაკაცს აქვს სპერმის რაოდენობა დაქვეითებული და შესაძლებელია, საშვილოსნოს ღრუში შევიყვანოთ დამუშავებული სპერმა. ამ დროს ექიმი პრაქტიკულად არ ერევა განაყოფიერების პროცესში, ის უბრალოდ უწყობს ხელს კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდს, შეხვდნენ ერთმანეთს.


- ინ

ვიტრო განაყოფიერების ICSI -ის მეთოდი - ამ მეთოდის გამოყენების საჭიროება დგება უფრო რთულ შემთხვევებში, როცა ძალიან დაბალია სპერმის ხარისხი ან დიდი რაოდენობითაა დაზიანებული სპერმა. რაც შეეხება უშუალოდ პროცედურას, ვიღებთ სპერმატოზოიდს და შეგვყავს კვერცხუჯრედში.

პირველი პროცედურის შემდეგ ორსულობის დადგომის ალბათობა დაახლოებით 60-70%-ია. მნიშვნელოვანია, რა იწვევს წარუმატებლობას. ეს ბევრი რამით

შეიძლება იყოს განპირობებული.



<



პათოლოგია

წარუმატებლობა შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ პროცედურა გაკეთდა პათოლოგიის დროს, მაგალითად, როცა მილები იყო დახურული - ამ შემთხვევაში ვერანაირად მოხდებოდა კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის შეხვედრა, რადგან განაყოფიერება ხდება მილში.


პაციენტის ასაკი


რიგ შემთხვევებში ინ-ვიტრო განაყოფიერების პროცედურის წარუმატებლობას პაციენტის ასაკი განაპირობებს. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ნაკლებია გენეტიკური პათოლოგიები კვერცხუჯრედში. შეიძლება ითქვას, რომ 38 წლამდე ქალბატონები აღწევენ რეპროდუქციულ პიკს, შემდეგ კი მიდის დაღმასვლა. დღესდღეობით, ქალის რეპროდუქციული ასაკი 49 წლამდე გაიზარდა. თუმცა, 38 წლის შემდეგ კვერცხუჯრედის ხარისხი უარესდება, ამიტომ ვეცადოთ, რომ ახალგაზრდა ასაკში გავაჩინოთ შვილები. პროცედურა განსაკუთრებით ეფექტური სწორედ ამ ასაკშია.


ჰორმონალური პრობლემები


შეიძლება, პაციენტს ჰქონდეს ჰორმონალური პრობლემები, თუმცა ეს არ წარმოადგენს პრობლემას. ექიმები აწესრიგებენ ჰორმონალურ სპექტრს, რის შემდეგაც გაცილებით დიდია პროცედურის შემდეგ ორსულობის დადგომის ალბათობა.


დიაგნოსტიკა


ინ ვიტრო პროცედურა თანამედროვე პანაცეად ითვლება, მაგრამ სანამ უშალოდ პროცესამდე მივალთ, სწორი დიაგნოსტიკა საშუალებას აძლევს ადამიანებს, უშვილობის პრობლემა უფრო დროულად გადაჭრან. ეს პრობლემები შეიძლება იყოს: საშვილოსნოს თანდაყოლილი მანკი, საკვერცხეების ფუნქციის უკმარისობა, თანდაყოლილი ან გადატანილი მილისმიერი უშვილობა, მძიმე ხარისხის ოლიგოსპერმია - ჩამოთვლილი გართულებები პირდაპირი ჩვენებაა ინ ვიტრო განაყოფიერებისათვის. თუმცა არის ისეთი დარღვევები, რომლებიც მკურნალობას ექვემდებარება და ინ ვიტრო განაყოფიერება აღარ ხდება საჭირო. თავდაპირველად პაციენტს უტარდება სხვადასხვა ფუნქციური ტესტი, როგორიცაა: ჰორმონების, ინფექციების გამოკვლევები და ასევე, ისეთი მექანიკური ფაქტორების გამორიცხვა, როგორიცაა მილისმიერი უშვილობა. ინ ვიტრო პროცედურა შეიქმნა მილისმიერი უშვილობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, რადგან თუ მილი არ არის განვლადი, განაყოფიერება შეუძლებელია. დღესდღეობით, ხშირია ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა: საშვილოსნოს განვითარების მანკი, საშვილოსნოს არარსებობა, როგორც თანდაყოლილი, ასევე ოპერაციის შემდგომი. სწორედ ამან განავითარა დონაცია-სუროგაციის პროგრამები, რომლებიც დღეს აქტიურად გამოიყენება ინ ვიტრო განაყოფიერებაში.


ორსულობა


ხელოვნური და ბუნებრივი განაყოფიერებით მიღებული ორსულობა, პრაქტიკულად, ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. აქაც უნდა აღინიშნოს, რომ თუ პაციენტი 9 თვის განმავლობაში ითვალისწინებს ექიმის რჩევებს, შეუძლებელია, რაიმე გართულებასთან გვქონდეს საქმე. ინ ვიტრო განაყოფიერება მოიცავს ისეთ ხელოვნურ პროცესებს, რომლებსაც ექიმები ქმნიან ბუნებრივობასთან მაქსიმალურად მიახლოებულად. პროცედურამდე წინასწარაა განსაზღვრული პაციენტის საკვერცხის რეზერვი, მისი ჰორმონული მაჩვენებელი, საერთო მდგომარეობა. პროცედურაზე არ დაიშვება პაციენტი, თუ მას არ აქვს გამოკვლეული საშვილოსნოს ყელისა და მკერდის პათოლოგია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა, პაციენტი თვლიდეს, რომ პრაქტიკულად ჯანმრთელია, თუმცა სკრინინგული გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდეს, რომ აქვს რაიმე სახის პათოლოგია. ეს პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხოა კვალიფიციური ექიმის ხელში, გამომდინარე იქიდან, რომ რეპროდუქტოლოგები იყენებენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც მიღებულია ადამიანის ჰორმონების გადამუშავების შედეგად ან სინთეზურადაა შექმნილი. ამიტომ, ეს არის პრეპარატები, რომლებიც ნაცნობია ორგანიზმისთვის.


რისკები


ორგანიზმში ჰორმონების ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა გამოიწვიოს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, რომლის დროსაც საკვერცხეები სივდება და ხდება მტკივნეული. თუმცა დღეს ეს უკვე აღარ წარმოადგენს პრობლემას, რადგან იხვეწება ტექნოლოგია - როგორც პრეპარატები, ასევე სტიმულაციის ხარისხიც, ამასთან, მაშინ, როცა ბუნებრივი განაყოფიერების დროს ადამიანი საშუალოდ 10-15 ფოლიკულს კარგავს, ხელოვნური განაყოფიერების დროს დანაკარგი პრაქტიკულად არ არის. მიუხედავად ამისა, შეიძლება განაყოფიერების პირველივე მცდელობის შემდეგ არ მოხდეს დაორსულება, ამიტომ მეორე პროცედურა უფრო იაფია და თანაც, ამ დროს პაციენტი აღარ იტვირთება მედიკამენტებით.


თანდაყოლილი ანომალიები


არსებობს სტერეოტიპი, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად თანდაყოლილი ანომალიები ვითარდება, რეალურად კი ხელოვნური განაყოფიერებით გაცილებით იშვიათად იბადება ბავშვი პათოლოგიით, რადგან ამ დროს ორგანიზმში ნებისმიერი პროცესი ხელოვნურად იქმნება - ფიზიოლოგიურის შესაბამისად, თანაც მკაცრად კონტროლდება თითოეული ეტაპი. ორსულობას ვიღებთ მაშინ, როცა პაციენტი ექიმის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებს. შესაბამისად, არ არსებობს პათოლოგია, რომელსაც ინ ვიტრო განაყოფიერება გამოიწვევს.


ინ ვიტრო განაყოფიერება ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“


„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რომელიც ითვალისწინებს უშვილობის სრულყოფილ გამოკვლევებს (ჰორმონული, ბაქტერიულ-ვირუსული ტიპის, გინეკოლოგიური ლაპაროსკოპია-ჰისტეროსკოპია) და მკურნალობის ყველა მეთოდს, როგორც კონსერვატიული, ისე ოპერაციული და დამხმარე ART რეპროდუქციულ მეთოდებს, როგორიცაა საშვილოსნოს შიდა ინსემინაცია და ინ ვიტრო (სინჯარაში) განაყოფიერება. კლინიკა მაქსიმალურად ერგება თანამედროვე სტანდარტებს.


პირველად საქართველოში ონკოლოგიური პაციენტებისთვის "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" შესაძლებელია სასქესო უჯრედების შენახვა ქიმიოთერაპიის და დასხივების პროცედურის დაწყებამდე, რაც ხელს უწყობს სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობის შემდგომ რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენას და შენარჩუნებას. მომსახურება ითვალისწინებს სასქესო უჯრედების (კვერცხუჯრედი, სპერმა) ან ორგანოების (საკვერცხე და სათესლე ჯირკვალი) ქსოვილების გაყინვას (კრიოპრეზერვაცია).


საქართველოს მასშტაბით მხოლოდ „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ ხდება ონკოლოგიური პაციენტების რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნების და მართვის პროტოკოლის შერჩევა კონსილიუმის საფუძველზე, სადაც მონაწილეობას იღებენ უცხოელი და ქართველი რეპროდუქტოლოგები, ონკოლოგები და ქიმიოთერაპევტები. ქართველ რეპროდუქტოლოგთა უცხოელი კონსულტანტები არიან ისრაელის, თურქეთის, რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის წამყვანი სპეციალისტები. კლინიკაში შესაძლებელია, ჩაიტაროთ ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობა და კონსულტაცია უცხოელ კოლეგებთან საქართველოდან გაუსვლელად. „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ინ ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტში ასევე ფუნქციონირებს დონაცია-სუროგაციის პროგრამები.





mkurnali.ge


მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4

+995 32 2 43 01 00

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
განაყოფიერება სქესობრივი ურთიერთობის თანამდევი პროცესია. ამ დროს საშოში დაახლოებით 3-5 მლ სპერმა ხვდება,
30-05-2019
ინვიტროს მაშინ მიმართავენ, როცა რაიმე მიზეზით ფიზიოლოგიურად ორსულობა არ ვითარდება.
15-08-2018
მეცნიერებმა პირველად შეძლეს საკვერცხის უჯრედის სრულფასოვან კვერცხუჯრედად გარდაქმნა, რაშიც მათ სასიგნალო მოლეკულების ნარევი
13-02-2018
კატეგორიის სხვა დაავადებები
ოსტეოართრიტი და მისი გამომწვევი მიზეზები
რას ნიშნავს უშვილობა და რამდენად ხშირია ეს პრობლემა?
ადამიანის ჯანმრთელობაზე ბევრი აგრესიული ფაქტორი მოქმედებს,
ძილის დარღვევა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა
გული არის ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე
მისი მნიშვნელობა და მკურნალობის მეთოდები
ყველაფერი აკნეს შესახებ
ეპილეფსია უამრავ ცრურწმენასთან დაკავშირებული
რინოპლასტიკა - ცხვირის პლასტიკური ოპერაცია