სასარგებლო ძირხვენები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასარგებლო ძირხვენები

ჭარხალი

ჭარხალი შეიცავს უნიკალურ ბიოაქტიურ ნივთიერებებს - ბეტაინს და ბეტანინს, რომლებიც ხელს უწყობს ცილების დაშლასა და ათვისებას. მაღალფასეული ვიტამინი U აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. სასარგებლოა გაცხიმოვნებისა და ჰიპერტონიის დროს. მოხარშული ჭარხალი შველის ყაბზობას. ჭარხლის წვენს ახასიათებს სისხლმბადი და ორგანიზმის გამწმენდი მოქმედება. ჭარხალი არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია. ის ეფექტურია სიმსივნის პროფილაქტიკისთვის და ძალზე სასარგებლოა თავად სიმსივნური დაავადებების დროსაც.

პასტერნაკი

ეს ძირხვენა ტკბილ და სასიამოვნო გემოსთან ერთად კერძს ნაღებისებრ-მოთეთრო ფერსაც აძლევს. შეიძლება მომზადდეს სტაფილოსა და ხახვთან ერთად, თუმცა უნიკალური არომატისა და შემადგენლობის შესანარჩუნებლად უმჯობესია სხვა ბოსტნეული არ შევურიოთ.

პირშუშხა

ახალგახეხილი პირშუშხა და მისი სოუსი სხვადასხვა დანამატით ხორციანი კერძების შესანიშნავი საკაზმია. განსაკუთრებით უხდება საქონლისა და ღორის ცივად მოხარშულ ხორცს. სიცხარის გამო პირშუშხას ჭარბი გამოყენება რეკომენდებული არ არის - შესაძლოა, ანთებითი პროცესები გამოიწვიოს თირკმელებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

ტოპინამბური (მიწავაშლა)

ტოპინამბურის გორგლებში ბევრია ინსულინი, ასევე - სხვადასხვა მინერალური და ორგანული ნაერთი, რის გამოც მას ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის იყენებენ, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია, გულის იშემიური დაავადება, სისხლნაკლულობა, კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაავადება.

რევანდი - ვიტამინებიანი მწვანილი

ეს მცენარე ადრე შემოდის და ხშირად წარმატებით ცვლის ხილსა და კენკრას. რევანდის ნორჩი ღეროები არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა. ის შეიცავს ვიტამინების პრაქტიკულად მთელ ნაკრებს, ასევე - რუტინს, შაქარს, პექტინს, ვაშლის, ასკორბინისა და სხვა მჟავებს... რევანდით შეიძლება მომზადდეს კომპოტი, მურაბა, კისელი, ღვეზლის გულსართი, ცუკატი.

კენკრა - ვიტამინების წყარო

ზამთარში ავად რომ არ გახდეთ, ვიტამინების მარაგი ადრევე, ზაფხულში და შემოდგომაზე უნდა დააგროვოთ. სეზონის განმავლობაში სასურველია მიირთვათ არანაკლებ 20 კგ ცოცხალი კენკრა. დაიმახსოვრეთ მხოლოდ ერთი რამ: კენკრა მჟავებსაც შეიცავს და გასტრიტს რომ არ გაუწიოს პროვოცირება, მათი ჭარბი მიღება რეკომენდებული არ არის, დესერტად კი მიირთვით, რამდენიც გენებოთ! მარწყვი ძალიან სასარგებლოა, თუ გაწუხებთ გულის პრობლემები, ჰიპერტონია, გასტრიტი, ღრძილების დაავადება, ათეროსკლეროზი, ანემია. ამცირებს ქოლესტერინის დონეს, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები. ალუბალი შეიცავს კუმარინს, რომელიც აქვეითებს სისხლის შედედებას, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას. სასარგებლოა ანემიის დროს. შავი მოცხარი რეკომენდებულია გულისა და სისხლძარღვების დაავადებების, ლარინგიტისა და ბრონქების ანთების დროს. წითელი მოცხარი პექტინების წყალობით ორგანიზმიდან გამოაძევებს ტოქსინებსა და წიდას. ჟოლო შესანიშნავი სიცხის დამწევი საშუალებაა. შეიცავს სალიცილის მჟავას, ამიტომ ისე მოქმედებს, როგორც ასპირინის აბი, მაგრამ არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს. მოცვი შეიცავს მანგანუმს, რომელიც სისხლწარმოქმნაში მონაწილეობს. ის ზრდის მხედველობის სიმახვილეს, ხსნის თვალების დაღლილობას. შესწევს უნარი, დააქვეითოს სისხლში შაქრის დონე. მოცვი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, არ იწვევს გვერდით მოვლენებს და სასარგებლოა კუჭის აშლილობის დროს.