ცილოვანი დიეტის ეფექტურობა ლიპოსაქციას უტოლდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცილოვანი დიეტის ეფექტურობა ლიპოსაქციას უტოლდება

ცილოვანი დიეტით წონის დაკლება სისწრაფითა და ეფექტურობით ლიპოსაქციას უტოლდება.

ცილოვანი დიეტის სწრაფი ეფექტი სწორედ სითხის დაკარგვის შედეგად მიიღწევა. ნახშირწყლების დაგროვილი მარაგის გამოყენებისას ორგანიზმი იწყებს ცხიმების წვას. ამ დროს ცილოვანი საკვები არა მარტო ამარაგებს მას საშენი მასალით, უჯრედებისა და ფერმენტების აღსადგენად, არამედ კლავს შიმშილის გრძნობას. ცილას დიდი რაოდენობით ვერ შეჭამ. ერთი სიტყვით, ცილოვანი დიეტით დაკლება შეუძლია ყველას, თუმცა აქაც არსებობს დაბრკოლებები.

ცილოვანი დიეტა, როგორც ნებისმიერი სხვა არაბალანსირებული კვება, პრობლემებს ქმნის. პირველი და მთავარი - იმისთვის, რომ მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ, საკვები უნდა იყოს ნამდვილად ცილოვანი. ხორცი, თევზი, კვერცხი, ხაჭო - უპუროდ, მაკარონისა და კარტოფილის გარეშე, ჩაი უშაქროდ. ერთი შეხედვით ეს იოლი გვეჩვენება, მაგრამ ყველაფერი არც ისე ადვილია. მეორე პრობლემა - ასეთი დიეტის დროს არის თავისებურებები ნივთიერებათა ცვლაში, წყურვილი და ტუალეტში სირბილის მოთხოვნილება, ღამის საათებშიც კი უცნაური, თავისებური სუნთქვა და სხეულის სუნი, მუდმივი მსუბუქი გაბრუება და ეიფორიის განცდა. თუმცა, ამასთან შეჩვევა შესაძლებელია. შედეგი ამართლებს მოლოდინს. მესამე პრობლემა - ყველა ადამიანის ღვიძლი და თირკმელები ვერ უძლებს ამ დიეტას. მათ, ვისაც ამ ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ და ექიმს უნდა დაეკითხონ. და ბოლოს, ცილოვანი დიეტის დაცვა არ შეიძლება დიდხანს სპეციალისტის დაკვირვების გარეშე. მასში არის ზოგიერთი ნივთიერების ნაკლებობა, მაგალითად, ანტიოქსიდანტების.

ბოსტნეულის დიდი ნაწილი და თითქმის ყველა ხილი შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, ამიტომ უნდა გამოირიცხოს ცილოვანი დიეტის დროს, თუ მკაცრ ვარიანტს იცავთ. კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, გოგრა აკრძალულია. მხოლოდ ვაშლი შეიცავს ცილოვან დიეტაში დასაშვები ნახშირწყლების დღიურ ნორმას. ყურძენში, საზამთროში, ნესვში დიდი რაოდენობით შაქარია. ხილისა და კენკრის წვენები საერთოდ დაუშვებელია.

ბევრი ადამიანი არ არის მზად ასეთი აკრძალვებისთვის. ისინი ელიან, რომ მოუწევთ უარის თქმა პურსა და კანფეტზე, ნაყინზე და ა.შ. მაგრამ არა ასეთი დოზებით!.. დასკვნა ერთმნიშვნელოვანია: გადაწყვიტეთ ცილოვანი დიეტის დაცვა? დაივიწყეთ ვიტამინები და მინერალური დანამატები. რაც უფრო დიდხანს აპირებთ აკრძალვებს, მით უფრო აუცილებელია, კონსულტაცია მიიღოთ ექიმთან ან დიეტოლოგთან. რა უარყოფითი მხარეები აქვს ცილოვან დიეტას, იხილეთ სტატიაში "ლიპოსაქცია ოპერაციის გარეშე"