/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

ორაგულის სასარგებლო თვისებები

ორაგულის სასარგებლო თვისებები
ორაგული ორაგულისებრთა ოჯახის გამორჩეული წარმომადგენელია. ამ თევზის სხეული დაფარულია წვრილი ქერცლით. ზურგი მორუხო-მოცისფრო აქვს, გვერდები - ვერცხლისფერი, ზოგჯერ - წვრილი შავი ლაქებით დაწინწკლული.

ორაგული საშუალოდ 5-30 კგ-ს იწონის, თუმცა გვხვდება 40-45 კგ წონის ინდივიდებიც. ორაგულის სიგრძე საშუალოდ 50-დან 150 სმ-მდეა. ამ თევზს მტკნარი წყლის სახეობებს მიაკუთვნებენ, რადგან პირველი სამი წლის განმავლობაში სწორედ ასეთ წყალში ბინადრობს. ორაგული მიგრაციული თევზია. ჩვენს ბაზარზე ის უმთავრესად კანადიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან შემოაქვთ.

თევზის მოყვარულებისა და, საზოგადოდ, გურმანებისთვის ორაგული გამორჩევით საყვარელი თევზია. ის განსაკუთრებით პოპულარული იყო შუა საუკუნეებში. მისგან მრავალფეროვან კერძებს ამზადებდნენ, ზამთრისთვის კი ახმობდნენ და ბოლავდნენ. გურმანებმა კარგად იციან, რომ “ფერმერულ” ორაგულს ველური სჯობია, რადგანაც მას საუცხოო, ნაზი გემო აქვს. “ფერმერული” ორაგული შედარებით იაფია და სუპერმარკეტებში წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძენთ, ველური კი ყველასათვის არ არის ხელმისაწვდომი, თანაც მას მხოლოდ თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით თუ იყიდით. ახალი თევზის რბილობი (ხორცი) მოვარდისფრო-ნარინჯისფერია, სუნი პრაქტიკულად არ აქვს.

ორაგულის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ თევზის სხეული არ იყოს ლორწოვანი. თუ მთელ თევზს კი არ ყიდულობთ, არამედ ნაჭერს, გირჩევთ, სხეულის (ტანის) ყველაზე მსხვილი ნაწილი ამოარჩიოთ, რადგან კუდის ნაჭრები უფრო მკვრივია. საჭმელად ახალი ორაგული ჯობს, თუმცა ის მაცივარშიც კარგად ინახება. მთავარია, საგულდაგულოდ შეახვიოთ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სტეიკებისა და ფილეს სახით დაფასოებული თევზის შეძენისას აუცილებლად დააკვირდით, გამლხვალი და განმეორებით გაყინული არ შემოგაპარონ. ორაგულის სტეიკი უნდა იყოს მკვრივი და მშრალი, არ ჰქონდეს ლაქა.

  • შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ორაგული მრავლად შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ორგანიზმზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს. ეს თევზი მდიდარია ფოსფორითა და კალიუმით. მასში ბევრია აგრეთვე მაგნიუმი, ქლორი, კალციუმი, რკინა, თუთია, ნიკელი, მოლიბდენი, A, B1, B2, C, E, D და PP ვიტამინები.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.ვარ 44 წლის მდედრობითი.წონა 75კგ,სიმაღლე 162სმ.მაინტერესებს რომელი პროდუქტი უნდა გამოვრიცხო რაციონიდან ან როგორი დიეტა დავიცვა, ბარძაყი რომ დათხელდეს? ვარჯიში, სახსრის პრობლების გამო არ შემიძლია.მადლობა</p>

არანაკლებ სასარგებლოა ორაგულის ხიზილალა. მასში 30%-მდე იშვიათი და მაღალღირებული ცილაა. გარდა ამისა, ხიზილალა შეიცავს 13%-მდე ადვილად ასათვისებელ ცხიმს. გამორჩეული და სასარგებლოა ის დიდი რაოდენობით ლეციტინის შემცველობის გამოც. ორაგულის ხიზილალაში უხვადაა A, B, D და E ვიტამინები. აგრეთვე ის სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი ორგანოების ნორმალურ ფუნქციობას, მათ შორის - რკინა, ფოსფორი, სხვადასხვა ორგანული ნაერთები და მინერალური ნივთიერებები.

თუ შევადარებთ ორაგულის ხიზილალის ცხიმს საკუთრივ თევზის შემადგენლობაში შემავალს, აღმოჩნდება, რომ პირველი გაცილებით მეტ იოდს შეიცავს, ამასთან, უფრო მეტად არის გაჯერებული პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით. ხიზილალის ცხიმში 14%-მდე კარგი ქოლესტერინი და 43%-მდე ლეციტინია. წითელი ხიზილალა მეტად სასარგებლოა. მასში არ არის ნახშირწყლები და მავნე ცხიმები. დადგენილია, რომ წითელი ხიზილალა ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას, კანის დაზიანებული უბნების რეგენერაციას (აღდგენა-განახლებას), წვრილი ნაოჭების გასწორებას და აფერხებს დაბერების პროცესს.

საერთოდ, თევზის ქონი, ასპირინის მსგავსად, ათხელებს სისხლს, ამით აფერხებს თრომბების წარმოქმნას და იცავს ორგანიზმს ინსულტისა და ინფარქტისგან. თევზის ქონი აქვეითებს სისხლში სახიფათო ცხიმების, ტრიგლიცერიდების, დონეს, ხელს უწყობს წნევის დაქვეითებას, ზრდის კარგი ქოლესტერინის დონეს. ის სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის - ანიჭებს მათ დრეკადობასა და ელასტიკურობას. ეს უნიკალური საშუალება ბლოკავს ანთებით პროცესებს, გარკვეულწილად აფერხებს ართრიტის, ფსორიაზის, დიაბეტისა და სხვა დაავადებების, მათ შორის - სიმსივნურის, განვითარებას.

მრავალწლიანი კვლევები მოწმობს, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც უხვადაა ორაგულში, აფერხებს ორგანიზმის ბიოლოგიურ დაბერებას. ვირთაგვებზე ჩატარებული ლაბორატორიული ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ თუ საკვებ რაციონში სისტემატურად ჩავრთავთ სათანადო რაოდენობის ომეგა-3-ს, სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლოა მესამედით გაიზარდოს. 100 გრამი ცოცხალი ორაგული საშუალოდ 201 კკალორიას შეიცავს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ნუში: ბუნებრივი აფთიაქი გულისთვის, ტვინისთვის და ძვლებისთვის
ნუში: ბუნებრივი აფთიაქი გულისთვის, ტვინისთვის და ძვლებისთვის
ნუში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და უნივერსალური თხილეულია,
სრულად
სუშის სეტი - მავნეა თუ არა პანკრეასისთვის
სუშის სეტი - მავნეა თუ არა პანკრეასისთვის
სუშის როლების დიდი ულუფების მიღებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პანკრეასზე.
სრულად
ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერებისთვის სასარგებლო საკვები
ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერებისთვის სასარგებლო საკვები
გოგრასა და ვაშლში შემავალი ანტიოქსიდანტები ანელებს ნეირონების დაბერებას.
სრულად
ცილებით ყველაზე მდიდარი ხუთი საკვები
ცილებით ყველაზე მდიდარი ხუთი საკვები
კრევეტები, თინუსი და სპირულინა - რაციონში უნდა შეიტანოს ყველამ, როგორც ცილის წყარო.
სრულად
რატომ არის უკეთესი გამომცხვარი გოგრის ჭამა, ვიდრე მისი უმად მიღება?
რატომ არის უკეთესი გამომცხვარი გოგრის ჭამა, ვიდრე მისი უმად მიღება?
თერმული დამუშავება აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების შეწოვას.
სრულად
ხილი და საახალწლო სუფრა
ხილი და საახალწლო სუფრა
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ქუსლის დეზის მკურნალობა ნივრის და ხახვის კომპრესითაა შესაძლებელი
ქუსლის დეზის მკურნალობა ნივრის და ხახვის კომპრესითაა შესაძლებელი
სიარულის დროს მქონდა ქუსლის მიდამოში ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყნოსვა მუდმივმა სურდომ თუ დაგიზიანათ
ყნოსვა მუდმივმა სურდომ თუ დაგიზიანათ
ალერგიულმა რინიტმა, მუდმივმა სურდოებმა და ცხვირის წვეთების ხშირმა, ზოგჯერ კი უმართებულო გამოყენებამ, ისე დამიზიანა ყნოსვა, რომ არომატებს ვეღარ შევიგრძნობდი.
სრულად

სამკურნალო წერილები

სელის თესლის ნაყენი კოლიტის დროს დაგეხმარებათ
სელის თესლის ნაყენი კოლიტის დროს დაგეხმარებათ
დიდი ხანია მაწუხებს კოლიტი. მიდრეკილი ვარ შეკრულობისაკენ.
სრულად

ორაგულის სასარგებლო თვისებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები