ლობიო ხალხურ რეცეპტებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლობიო ხალხურ რეცეპტებში

ხალხური მედიცინის მიმდევრებმა შეამჩნიეს, რომ მას, ვინც კვირაში ერთხელ მაინც მიირთმევს ლობიოს, ნაღვლის ბუშტში, თირკმელებში და კბილებზე ძალიან იშვიათად უჩნდება ქვები. ლობიო ბევრ სხვა დაავადებასაც უხდება.

შაქრიანი დიაბეტის დროს

  • აიღეთ 15 ცალი ლობიოს პარკი, დააქუცმაცეთ, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი და როცა გაგრილდება, გაფილტრეთ. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
  • ჩაყარეთ თერმოსში 2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ლობიოს პარკი, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 3-4 საათი და გაფილტრეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამის წინ.
  • შეიძლება უფრო კონცენტრირებული ნაყენის მომზადებაც: 2-3 ჭიქა დაქუცმაცებულ ლობიოს პარკს დაასხით 3-4 ჭიქა წყალი, ხარშეთ 10-13 წუთი ნელ ცეცხლზე და გაფილტრეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

როგორც შარდმდენი საშუალება

  • 40 გ დაქუცმაცებულ ლობიოს პარკს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი, დააყენეთ მთელი ღამე თავდახურულ ჭურჭელში და გაფილტრეთ. მიიღეთ 200 მლ დღეში 3-4-ჯერ.

ჭრილობების, წყლულების, ეგზემის დროს

  • მიიყარეთ კანზე გამხმარი ლობიოს ფხვნილი.

ძირმაგარას დროს

  • მოხარშული ლობიო გასრისეთ თაფლში, ვიდრე არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. მოაგუნდავეთ, გააკეთეთ პატარა კვერი და პლასტილინივით მიიკარით მტკივან ადგილზე.

ქრონიკული პანკრეატიტის დროს

  • 2-3 სუფრის კოვზ გამხმარ ლობიოს პარკს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი და დააყენეთ თერმოსში 5 საათი. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

რევმატიზმისა და თირკმლისმიერი შეშუპების დროს

  • 1 სუფის კოვზ გამომშრალ, დაჭრილ ლობიოს პარკს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი, 1 საათი გააჩერეთ თერმოსში და გაფილტრეთ. მიიღეთ ცხელ-ცხელი, 1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

ღვიძლის დაავადებების, რევმატიზმისა და წყალმანკის დროს

  • 30-40 გ დაქუცმაცებულ ლობიოს პარკს დაასხით 1 ლ ცხელი წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი. გააგრილეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.