ზაფხული და ნაყინი

ნაყინი განსაკუთრებით პატარებს აღაფრთოვანებს, თუმცა ბავშვები იზრდებიან, მისი სიყვარული კი ბოლომდე მიჰყვებათ.
ისტორია
ნაყინის სამშობლოდ ჩინეთი მიიჩნევა. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში ჩინელები ხილისა და ყინულისაგან შესანიშნავ გამაგრილებელ დესერტს ამზადებდნენ. ხილის ნაყინის რეცეპტმა ევროპამდე XIII საუკუნეში მარკო პოლოსთან ერთად ჩამოაღწია. ნაყინის მოყვარულთა შორის ბევრი გვირგვინოსანიც იყო - ალექსანდრე მაკედონელი, ნერონი, ნაპოლეონ ბონაპარტი, პეტრე მესამე, ეკატერინე მეორე...
ნაყინს რძე ანა ავსტრიელის დროს დაუმატეს, ბრიკეტის შოკოლადში შეფუთვა XIX საუკუნის მიწურულს ისწავლეს, ცნობილი და სახელგანთქმული ესკიმოს ავტორობას კი დღემდე ეცილებიან ერთმანეთს ამერიკელები და ფრანგები. “ახალი ქვეყნის” ბინადარნი მიიჩნევენ, რომ ესკიმო მათ ქვეყანაში გაჩნდა და “ესკიმოპაი” (ესკიმოს ღვეზელი) ეწოდებოდა, ხოლო “ბებერი კონტინენტის” მკვიდრთ თავიანთი ვერსია აქვთ - ესკიმოს ეს სახელი იმიტომ ეწოდა, რომ თავდაპირველად კინოთეატრში იყიდებოდა, სადაც ესკიმოსების შესახებ ფილმს აჩვენებდნენო.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
აი, პლომბირის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა არ შეინიშნება - ის ნამდვილად საფრანგეთში გაჩნდა და სახელწოდებას პატარა ქალაქ პლომბიენს უნდა უმადლოდეს, სადაც პირველად დაამზადეს ეს ნაყინი.
თანამედროვე ნაყინის შესახებ კამათი უაზრობაა: იყიდება სხვადასხვა ფერის, ფორმის, შემადგენლობის უამრავი სახეობა, რომელთა შორის აუცილებლად იპოვით თქვენთვის ყველაზე ნატიფ და დამატყვევებელ გემოს.
ნაყინის მრავალსახეობა
შემადგენლობის, უკეთ, რძის ცხიმის შემცველობის მიხედვით ნაყინი შეიძლება 5 დიდ ჯგუფად დავყოთ: პლომბირი, ნაღებისა, რძისა, მცენარეული ცხიმით (ნაწილობრივ ან მთლიანად) მომზადებული ნაყინი, ნაყინი შაქრის სიროფით (ურძეოდ), ხილითა და კენკრით. ბოლო ორ ჯგუფს ხშირად მსუბუქსაც უწოდებენ.
პლომბირიგამორჩეულად მაღალი ცხიმიანობის ნაყინია. მასში რძის ცხიმი 12-15 პროცენტამდეა. ეს ყველაზე კალორიული და მრავალ ქვეყანაში ძალიან პოპულარული სახეობა გახლავთ.
ნაღების ნაყინიმთლიანად ნაღებისგან არ არის დამზადებული, როგორც სახელწოდებამ შეიძლება გაფიქრებინოთ; უბრალოდ, მასში რძის ცხიმის შემცველობა, როგორც ტრადიციულ ნაღებში, 8-10%-ია.
რძის ნაყინი- შეიცავს მხოლოდ 3,5% ცხიმს, როგორც სტანდარტული რძე.
მსუბუქი - ამ ტიპის ნაყინში რძის ცხიმის შემცველობა მინიმალურია, ხოლო ზოგიერთ სახეობაში (მაგალითად, ხილის ყინულში) საერთოდ არ არის ცხიმი ან მხოლოდ მცენარეულია - ჩვეულებრივ, ქოქოსისა.
რომელი უფრო ტკბილია
ხილის ნაყინი უფრო ტკბილია, ვიდრე რძისა ან ნაღებისა - ის შეიცავს 30% შაქარს (ნაყინი, რომელიც რძეზეა დამზადებული, 12-დან 20%-მდე შაქარს შეიცავს). მრავალ ქვეყანაში ნაყინს მხოლოდ ნატურალურ კენკრას, ხილს ან ნატურალურ და ნატურალურის იდენტურ არომატიზატორებსა და საღებავებს ამატებენ.
ცხოვრების წესი - ესკიმო
- ნაყინი, როგორც ყველა სხვა რძის პროდუქტი, ორგანიზმს ამარაგებს რძის ყველა კომპონენტით - ცილით, ამინმჟავებით, ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით.
- რძის ყველა კომპონენტი ნაყინში ჰომოგენიზებული ფორმითაა (ცხიმოვანი ბურთულები ნაყინში 2 მიკრონი სიდიდისაა), ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალიან ადვილად ასათვისებელია, უფრო ადვილად, ვიდრე ყველი და ნაღების კარაქი.
- ნებისმიერი სახეობის ნაყინი ორგანიზმს აწვდის სასარგებლო ნივთიერებათა მთელ გამას, განურჩევლად დანამატებისა (თხილი, კაკალი, ხილი, თაფლი და ა.შ.).
- ზაფხულში, როცა რძის პროდუქტების ვარგისობა საეჭვოა, ნაყინს შეგვიძლია ვენდოთ, რადგან შენახვის ცუდ პირობებს ის ვერ ეგუება.
- სიტკბო ხელს უწყობს განწყობილების ამაღლებას, რადგან სეროტონინის გამომუშავებას ასტიმულირებს. ასე რომ, ნაყინი შესანიშნავი საშუალებაა სევდის გასაფანტავად და ძალიან გემრიელი ანტიდეპრესანტიცაა.
- ნაყინის ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები საუკეთესო საკვებია ტვინისთვის. მათ გარეშე წარმატებულ სწავლაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. ასე რომ, ნაყინი მოსწავლეებისა და სტუდენტების საუკეთესო მეგობარია.
- ნაყინი მაღალკალორიული პროდუქტია, რომელსაც სწრაფად ითვისებს ორგანიზმი, ამიტომ იდეალური საშუალებაა შიმშილის მოსაკლავად.
- ნაყინის დამზადების ტექნოლოგია ისეთია, რომ ის უბრალოდ არ შეიძლება არ იყოს კეთილთვისებიანი, მასში შეუძლებელია განვითარდეს ავადმყოფობის მატარებელი მიკროფლორა.