/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

რა მნიშვნელობა აქვს ცხიმის შემცველობას რძის პროდუქტებში და როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი

რძის პროდუქტები კვების საფუძველია და თან ახლავს ადამიანს სიცოცხლის პირველივე დღეებიდან.

სეზონური ვირუსების გამწვავების პერიოდში ორგანიზმს რძის პროდუქტები უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე მანამდე. იმუნური უჯრედები ცილის მოლეკულებია, ამიტომ, ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ საიმედო ბარიერის უზრუნველსაყოფად, ორგანიზმმა ცილები უნდა მიიღოს. დადასტურებულია, რომ რძის პროდუქტებს ორგანიზმი 95%-ით ითვისებს და შესაბამისად, აუცილებელ ამინომჟავებსაც იღებს. გარდა ამისა, რძის პროდუქტები საჭმლის მონელებისთვის აუცილებელი წყაროა, ამიტომ ამ ტიპის პროდუქტის არჩევანს უნდა მიუდგეთ ყველაზე ფრთხილად. უნდა იცოდეთ, როდის როგორი ცხიმიანობის შემცველობის პროდუქტი მიირთვათ, რათა მათგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.

რძის ცხიმიანობა ერთ-ერთი მთავარი პარამეტრია, რომელზეც მყიდველი ყურადღებას ამახვილებს. ეს დამოკიდებულია გემოზე, საჭიროებასა და ტექსტურაზე. რძის ცხიმიანობაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი. წარმოებაში მნიშვნელოვანია ფარდობითი და მთლიანი ცხიმის შემცველობა.

უცხიმო რძის პროდუქტებს ირჩევენ ადამიანები, რომლებიც სამედიცინო მიზეზების გამო იძულებულნი არიან უარი თქვან ცხიმიან საკვებზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნაკლებცხიმიანი რძის ნაწარმი, დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია. მას აქვს სასიამოვნო გემო და არ აზიანებს სხეულის ფორმებს და ორგანიზმს.

5-1663752417.png

აქვს თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა რძის პროდუქტებში პროცენტულობას, რამდენად სასარგებლოა რძეში მაღალი ცხიმიანობა და რა შემთხვევებში როგორი პროცენტულობის მქონე რძის პროდუქტი ჯობს რომ მიირთვათ, ამის შესახებ ცნობილი ქართული ბრენდის - „დღის პროდუქტების“ მთავარი ტექნოლოგი, ნინო ბურძგლა გვესაუბრება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, ვარ 1.65 და 67 კგ.არ ვარ მსუქანი ,თუმცა მინდა ერთი 7 კგ დაკლება.თუმცა ვერ ვახერხებ,არ ვარ ძალიან დიდი მჭამელი მაგრამ არც პატარა ულუფებით ჭამა შემიძლია.ვერ ვითმენ რომ არ ვჭამო და სულ უარი ვთქვა ,ცომეულზე ,ტკბილზე .იქნებ მირჩიოთ რამე ისეთი ,რითითაც მადის დაქვეითებას შევძლებ ან რამე მარტივი გასაკებელი იქნება,არც სწრაფი კლება მინდა,რომ მალე მოვიმატო.დღიურად მიწევს სიარილი,დაახლივებით 3000 -4000 ნაბიჯის ,ხან მეტიც.წყალს ძალდატანებით ,ვცდილობ დავლიო.</p>

- აქვს თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა რძის პროდუქტებში ცხიმის შემცველობის პროცენტულობას და რა შემთხვევებში ჯობს უცხიმო პროდუქტის მიღება?

- ზოგადად, ცხიმს აქვს არსებითი მნიშვნელობა. ცხიმს წვავს ორგანიზმი. მცენარეული ცხიმის წვა უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ცხოველურის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია პროცენტული მაჩვენებელი. ადამიანის ორგანიზმს აქვს გარკვეული რესურსი, რომ დაწვას ცხიმი. როცა იმაზე მეტ ცხიმს იღებს, ვიდრე მისი ორგანიზმი დაწვავს, მაშინ უჭირს საჭმლის მონელება. ზოგადად, ადამიანმა უნდა მიიღოს ცხოველური და მცენარეული ცხიმი, მაგრამ არა გადაჭარბებულად.

როდესაც ადამიანს ჯანმრთელობის ან კუჭ-ნაწლავის პრობლემა აქვს, მას ენიშნება უცხიმო რძის პროდუქტი. ასევე ნებისმიერი დიეტის შემთხვევაშიც, იქნება ეს ქირურგიული ჩარევა თუ სხვა სამედიცინო საჭიროება, აუცილებლად ინიშნება უცხიმო ხაჭო.

2-1663752474.jpg

- ბავშვებისთვის როგორი პროცენტულობის რძის ნაწარმია რეკომენდებული?

- დაბალი ასაკის ბავშვებისთვისაც უცხიმო ან ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტია რეკომენდებული. იწყება ყველაზე დაბალცხიმიანით და ნელ-ნელა შესაძლებელია ცხიმიანობის გაზრდა. ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა თავიდან არ არის კარგად განვითარებული, ამიტომ მას უჭირს ცხიმიანი საკვების მონელება.

- სხვადასხვა დესერტების მოსამზადებლად რამდენპროცენტიანი რძის ნაწარმი გამოიყენება?

- დესერტის შემთხვევაშიც შესაძლებელია დაბალპროცენტიანი პროდუქტების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დიეტაზეა. ზოგადად, კულინარიაში იშვიათად იყენებენ დესერტებში უცხიმო ხაჭოს. როგორც წესი, რეცეპტებში საშუალო ცხიმიანობის რძის პროდუქტები გამოიყენება ყველაზე ხშირად. მაღალპროცენტიანი ხაჭო ბაზარზეც არ არის მოთხოვნადი გამომდინარე იქიდან, რომ ხაჭო ზოგადად დიეტურ პროდუქტებში შედის. 0%-იანი ხაჭო არ შეიცავს ცხიმს, 4%-იანი ითვლება ნაკლებცხიმიანად, ხოლო 6%-იანი საშუალო ცხიმიანობისაა. მოთხოვნაც ბაზარზე დაბალპროცენტიან რძის პროდუქტზე უფრო დიდია. დესერტებში რეკომენდებულია 6%-იანი რძის ნაწარმის გამოყენება.

რამდენიმე რჩევა რძის პროდუქტების არჩევისას

3-1663752592.png

რძის პროდუქტების არჩევისას გაეცანით შეფუთვაზე დატანილ ეტიკეტზე არსებულ ინფორმაციას:

  • რძის გადამამუშავებელი პროდუქტის დასახელება; ცხიმის შემცველობა პროცენტში;
  • დამზადების თარიღი, ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები;
  • შენახვის პირობები შეფუთვის გახსნის შემდეგ, თუ იცვლება პროდუქტის ხარისხი და უსაფრთხოება;
  • რძის გადამამუშავებელი პროდუქტების მწარმოებლის დასახელება და მდებარეობა;
  • რძის გადამამუშავებელი პროდუქტის წმინდა წონა ან მოცულობა;
  • რძის გადამამუშავებელი პროდუქტის შემადგენლობა მისი შემადგენელი კომპონენტების მითითებით;
  • მთლიანი რძისგან დამზადებული რძის გადამამუშავებელი პროდუქტების კვებითი ღირებულება;
  • ინფორმაცია საკვებ პროდუქტებში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით მიღებული კომპონენტების არსებობის შესახებ.

4-1663752642.jpg

ნუ იყიდით რძის პროდუქტებს შემთხვევითი გამყიდველებისგან, არამედ შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში, რომლებიც აღჭურვილია საჭირო სამაცივრო მოწყობილობებით რძის პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ნუ იყიდით პროდუქტს, თუ პროდუქტზე ინფორმაცია არ იკითხება, ძალიან მცირე შრიფტია ან საერთოდ არ არის მითითებული. გახსოვდეთ, რომ უხარისხო რძის პროდუქტები საფრთხეს წარმოადგენს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

კომენტარები (3)
მადლობა!
ახლა გავიგე, რას უნდა ვუმადლოდე ჩემს კარგ იმუნიტეტს, რისი წყალობითაც საერთოდ არ მეკარება არავითარი ინფექცია და ვირუსი - მთელი ცხოვრება, ძირითადად, ვიკვებები რძის პროდუქტებით: ყველი, რძე, მაწონი, რძიანი ფაფები, რძიანი ყავა… კოვიდიც კი, რომელიც ჩემს მეუღლეს სჭირდა, ისე მოიხადა სახლში, ერთი წუთით არ გავრიდებივარ და არც პირბადე გამიკეთებია (შინ!), მაგრამ არ გადამედო…
თარიღი : 23-09-2022
მაია
ყველაზე უგემოვნო რძის პროდუქტებია ძალიან ცუდი გემოთი
თარიღი : 22-09-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რჩევები ჭარბწონიან ადამიანებს
რჩევები ჭარბწონიან ადამიანებს
ჭარბი წონა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს და ხშირად თან ახლავს ფიზიკური დისკომფორტი, ემოციური სირთულეები
სრულად
რომელი საკვები დაგეხმარებათ იოდის დეფიციტის თავიდან აცილებაში

რძის პროდუქტების რეგულარული მოხმარება დაგეხმარებათ იოდის დეფიციტისგან დაცვაში.
სრულად
რამდენად ხშირად უნდა მიირთვათ თევზი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

მნიშვნელოვანია კვების რაციონში კვირაში ორ-სამჯერ თევზის ჩართვა.
სრულად
დასახელდა დიეტა, რომელიც დაგვეხმარება,  70 წლამდე ვიცხოვროთ ქრონიკული დაავადებების გარეშე

კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, უნდა შეზღუდოთ გარკვეული საკვების მოხმარება.
სრულად
ექსპერტები მოხუცებს მოუწოდებენ, რაციონში შეიტანონ ერთი ხელმისაწვდომი პროდუქტი

ქაშაყის მიღებით, შესაძლებელია ხანდაზმულ ადამიანებში ოსტეოპოროზის თავიდან აცილება.
სრულად
მოდა თუ დაავადება? როდის არის საზიანო დიეტა გლუტენის გარეშე

ბევრი ადამიანი ირჩევს პროდუქტებს მაღაზიებში წარწერით „არ შეიცავს გლუტენს“ და ფიქრობს, რომ ეს მათ წონაში დაკლებაში, გარეგნობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა მნიშვნელობა აქვს ცხიმის შემცველობას რძის პროდუქტებში და როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები